საბჭოთა კავშირის კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა 1937 წლის 6 მარტს, იაროსლავის რეგიონში დაიბადა. ის ოჯახის სამი შვილიდან შუათანა იყო. მამამისი ტრაქტორისტი იყო, დედა კი ქსოვილების ფაბრიკაში მუშაობდა.

ვალენტინა სკოლაში 1945 წელს მიიყვანეს. 1953-ში კი სკოლას თავი მიანება და მუშაობა დაიწყო, სწავლას კი დისტანციურად აგრძელებდა.

ვალენტინა ადრეული ასაკიდან დააინტერესა პარაშუტით ხტომამ. სწორედ პარაშუტისტობაში გაწაფულობის გამო აირჩიეს ის კოსმონავტად. საბჭოთა კავშირის მდივნის, ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით ოთხი ქალი იქნა არჩეული სპეციალური პროგრამისთვის, რომელის მათ გასაშვებად გაწვრთნიდა. ამ ოთხიდან მხოლოდ ტერეშკოვამ მიიღო მონაწილეობა გაფრენაში.

Valentina Tereshkova

 

ის 1963 წლის 16 ივნისს, „ვოსტოკ 6“-ით გაფრინდა და გახდა პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში გავიდა. 70.8 საათიანი ფრენისას ვოსტოკ 6-მა 48-ჯერ შემოუარა დედამიწას. მისიის დასრულების შემდეგ ტერეშკოვას საბჭოთა გმირის წოდება მიანიჭეს.

მეტ გაფრენაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ის საბჭოთა კავშირის დელეგატი გახდა და ამ როლის შესრულებისას შეერთებული შტატების მშვიდობის ოქროს მედალი მიიღო.

1963 წლის 3 ნოემბერს ტერეშკოვა ასტრონავტ ანდრიან ნიკოლაევს გაყვა ცოლად. მათი პირველი შვილი, ელენა ექიმების ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა, როგორც პირველი ბავშვი, რომლის ორივე მშობელიც კოსმოსში იყო ნამყოფი. ალბათ ამითაც იყო გამოწვეული ის, რომ ელენა მოგვიანებით ექიმი გამოვიდა. 

წყარო: 
www.saintereso.com