როგორ მოიქცეთ ისე, რომ კაცს თქვენგან მხოლოდ სექსი უნდოდეს? (მამაკაცის ხედვა)
ეჭვი მაქვს, რომ ჩემი მამაკაცური ხედვა საერთოდ არ მოგეწონებათ, მაგრამ არა უშავს...  ჩემი მთავარი მიზანია დავამსხვრიო ვარდისფერი სათვალე, რომელსაც ქალები ატარებთ.
 
 მინდა დაგანახოთ რეალობა, რომელიც იმაზე ფერადია, ვიდრე თქვენი უმრავლესობა ფიქრობს.
 
მე ვარ მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ სექსი უნდა? დიახ, მე ვარ მამაკაცი და მე მინდა სექსი.  ზუსტადარ მახსოვს რამდენი ქალი მყავდა ცხოვრებაში, ის ზუსტად ვიცი რომ ერთზე მეტი ნამდვილად იყო.
 
იყო ურთიერთობებიც, მათ შორის სერიოზულიც.....ამ ყველაფერმა დამღალა.  გჯერათ? დავიღალეიმით რომ ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირია, მამაკაცებს არ შეუძლიათ ერთ ქალთან ხანგრძლივიურთიერთობა, ყველა კაცი მოღალატეა......მათთვის სულ ერთია.... და ასე დაუსრულებლად.  
 
იცით, როდესაც სადილზე შევდივარ კაფეში, ყოველთვის ვუკვეთავ თევზს.  ვცდილობ ხორცისაერთოდ არ მივირთვა.  არის დღეები, როდესაც არ არის თევზი, ამ შემთხვევაში  მე ვუკვეთავხაჭოიან კრეპებს. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მე კრეპების საჭმელად მივედი, მე კი, უბრალოდ  მივირთმევ იმას, რისი შემოთავაზებაც დღეს ამ საკვებ ობიექტს შეუძლია. ზუსტად ასე ხდებასაპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, თუკი ქალს შეუძლია შემომთავაზოს მხოლოდ სექსი, მეროგორც ნორმალური, ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე მამაკაცი .... ვიღებ სექსს!
 
 სხვისი გადმოსახედიდან შეიძლება ჩანდეს, რომ მხოლოდ სექსი მინდა, არა და არა!  ურთიერთობისდროს მამაკაცი უკეთ იცნობს (აღიქვავს) ქალს, მის გონებაში არის სასწორი,  ერთ მხარეს არის –ურთიერთობა, მეორე მხარეს – სექსი.  ურთიერთობის დროს რა შესაძლებლობებსა და თვისებებსაცგამოამჟღავნებს ქალი, ამაზეა დამოკიდებული, საით გადაიწევა სასწორი.
 
ხდება ისეც რომ სასწორი უძრავად რჩება. 
 
ძვირფასო ქალებო! დაუშვათ თქვენ ხვდებით პერსპექტიულ, ან უკვე წარმატებულ მამაკაცს.გიფიქრიათ იმაზე რომ, ასეთი მამაკაცისათვის მხოლოდ გარეგნული სილამაზე არ არის საკმარისი? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი!  სქესის უმრავლესობა კი, მხოლოდ იმაზეფიქრობს, თუ როგორ გამოიყურება.
 
რეალურად ლამაზი ქალების დეფიციტი ნამდვილად არ არის.  რა თქმა უნდა ძალიან კარგია  გარეგნობაზე რომ ზრუნავთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც თქვენ უამრავი ლამაზი ქალისგანგამოგარჩევთ!
 
განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი მიზანი სერიოზული ურთიერთობაა. 
 
დაუსვით კითხვა  საკუთარ თავს: არის კი ეს ყველაფერი საკმარისი იმისათვის, რომ მამაკაცსმოუნდეს ჩემზე ზრუნვა? ნუ ფიქრობთ, რომ „ მამაკაცი ვალდებულია“! მას ეს უნდა უნდოდეს! 
 
როგორ მოიქცეთ ისე, რომ მამაკაცს თქვენგან მხოლოდ სექსი უნდოდეს:
 
 1. იყავით ლამაზები.
 
2.იკამათეთ,  აგრძნობინეთ რომ თქვენ გაცილებით ჭკვიანი ხართ. 
 
3. იწუწუნეთ წარსულზე მეწყვილეზე.
 
4. გამომწვევად ჩაიცვით.
 
5.არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ ისე რომ, მამაკაცი თქვენს გვერდით თავდაჯერებული იყოს.
 
6.თქვენთან შეხვედრის შემდეგ დაუტოვეთ იმის განცდა რომ, ის სუსტია.
 
7. დაანახეთ, რომ არ ენდობით მამაკაცებს.
 
იმისათვის, რომ მამაკაცმა თქვენთან დაიწყოს სერიოზული ურთიერთობა და გაგხადოთ ბედნიერი:
 
1. იყავით ლამაზები.
 
2. ჩაიცვით ქალურად (და არა გამომწვევად).
 
3. ლამაზი სიტყვებით გაიხსენეთ წარსული
 
4. გამოიყენეთ ჯადოსნური სიტყვა – „მართალი ხარ ძვირფასო„
 
5. მოიქეცით ისე რომ, თქვენს გვერდით მამაკაცი გახდეს კიდევ უფრო თავდაჯერებული, ძლიერი.
 
ხანდახან მაინც წარმოიდგინეთ მამაკაცის ადგილას თავი, თუ მამაკაცი მზადაა სერიოზულიურთიერთობისათვის, ეს არ ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას თქვენთან სექსზე.   თუკი გაქვთ სექსი– ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ, მას მეტი არაფერი უნდა.   როგორ განვითარდება ურთიერთობა, ესთქვენზე და დროზეა დამოკიდებული.
 
ახლა მინდა მოგაწოდოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ უნდათმამაკაცებს სექსზე მეტი.
 
ჩემს გარემოცვაში არიან მამაკაცები , რომლებსაც არ შეუძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, მათთვისმნიშვნელოვანია შედეგები და წარმატება ცხოვრებაში და ბიზნესში.  მათი ნაწილი უკვეურთიერთობაშია. ზოგიერთი მათგანი მარტოა.
 
როგორ ფიქრობთ, ვინც მარტო არიან, უნდათ სექსი? რა თქმა უნდა!
 
როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არა!
 
 მამაკაცს სჭირდება ისეთი ურთიერთობა, რომელიც დაეხმარება პიროვნულ ზრდაში, გახდის ბევრადწარმატებულს, გადაიყვანს ახალ საფეხურზე  სირთულეებს დააძლევინებს, მისცემს მოტივაციას, რომ აკეთოს მეტი!  ბევრად მეტი ვიდრე ახლა! 
 
და ეს ყველაფერი გაუზიაროს ქალს, საყვარელ ქალს, რომელსაც სჯეროდა მისი! 
 
რუსულიდან თარგმნა სალომე გოგეშვილმა.