ერთხელ ერთი მასწავლებელი კაცი გზად მიდიოდა და მდინარეს მიადგა ; ნაპირთან მისულმა დაინახა, რომ მორიელი იხრჩობოდა და შეეცადა მის გადარჩენას ; მაგრამ, როგორც კი ხელს წაატანდა წყლიდან ამოსაყვანად, მორიელი მაშინვე თავის შხამიან კუდს ურტყამდა.

მორიელის კბენა იყო მწარე და მტკივნეული და ამიტომაც ამ მასწავლებელს ხელი ეშვებოდა და მორიელი ისევ წყალში ვარდებოდა და საფრთხე იქნებოდა, რომ დამხრჩვალიყო.

მასწავლებელმა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ შედეგი ისევ იგივე იყო.

ამ დროს, იმავე გზით მოუხდა მგზავრობა ერთ-- ერთ მის მოწაფეს და როცა იხილა ეს უცნაური სცენა, მივიდა მასწავლებელთან და უთხრა: " მაპატიე, მასწავლებელო, მაგრამ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რამდენჯერაც გინდათ, რომ გადაარჩინოთ, ის გკბენთ და გგესლავთ თქვენ? "

მასწავლებელმა უპასუხა: " მორიელის ბუნებაშია, რომ კბენდეს და გესლავდეს და ამას არც შეიცვლის ; მაგრამ ჩემს ბუნებაშია, რომ დავეხმარო."

ბევრი ცდებისა და წვალების შემდეგ მასწავლებელმა ფოთლის მეშვეობით გამოიყვანა წყლიდან მორიელი და გადაარჩინა ; შემდეგ შემოუბრუნდა მოწაფეს და უთხრა : " არასოდეს შეიცვალო ბუნება შენი, თუნდაც კი ვინმემ მოგაყენოს შეურაცხყოფა და ტკივილი, უბრალოდ მიიღე სიფრთხილის ზომები ; რამეთუ ადამიანები ყოველთვის უმადურები არიან იმ კარგისათვის, რომლებსაც სხვათაგან ღებულობენ.

მაგრამ, ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სიკეთე არ აკეთო; რომ მოაკვდინო სიყვარული, რომელიც ცხოვრობს შენში.

ყოველ ადამიანს სურს მოინადიროს ბედნიერება, ხოლო მცირედნი კი მას ჰქმნიან.

უფრორე სწუხდე შენი სინდისისათვის, ვიდრე რეპუტაციისათვის ; რამეთუ სინდისი არის ის, რაც შენ ხარ ; ხოლო რეპუტაცია კი არის ის, რასაც ფიქრობენ შენზედ სხვანი.

როცა ცხოვრება გამოგიჩენს ათას მიზეზს, რათა იტირო, გამაგრდი და უჩვენე მას, რომ შენ გაქვს ათასი მიზეზი, რათა გაიღიმო... ..
წმ.იოანე სინელის დარიგებიდან.