გიყვარდეს ეს ნიშნავს ... მახსოვს ადრე როგორ ვკითხულობდი ტატიანა კანდალოვას გზავნილს და ვმსჯელობდი, რას ნიშნავს ჩემთვის მიყვარდეს და ვუყვარდე? ერთ დროს, ჩემთვის, როგორც ბევრი სხვა ქალისთვის გიყვარდეს ნიშნავდა გაცემას, თან რაც მეტს მით უკეთესი. ეს ხომ საოცრებაა, აკეთებდე ამდენ რამეს საყვარელი ადამიანისთვის. და უყვარდე ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ იყო გაგებული, როცა მამაკაცს ესმის შენი, შეუძლია გამოიცნოს რა ხდება შენს თავს, აღფრთოვანდეს შენით, და თუ ასე არ არის ესე იგი არ უყვარხარ. სანამ არ გავაცნობიერე, რომ ამ ორს შორის, ერთსა და მეორეს შორის, შესაძლებელია არაფერი საერთო არ იყოს.

    ყველას თავისი გაგება აქვს სიყვარულზე. უმეტესობა აქედან არის ილუზორული, ბევრი მათგანი ჩამოყალიბდა ცხოვრების განმავლობაში, ბევრის შესრულება კი უბრალოდ შეუძლებელია და საჭიროებს გადახედვას.

 მაგრამ, ბოლო დროს ხშირად მესმის გამონათქვამი,უპირობო სიყვარული, განსაკუთრებით... მამაკაცებისგან, რომლებიც მიდიან თვითგანვითარების გზით ან სულიერი ზრდის გზით.  ყველა მათგანი ამბობს რომ საჭიროა სიყვარული უპირობოთ და არა სხვაგვარად. რაზედაც მე მიჩნდებოდა კითხვა: თუ საჭიროა გიყვარდეს, არის თუ არა ეს სიყვარული? ხოლო, უპირობო სიყვარული კი გასცემს არაფერს ითხოვს საპასუხოდ, ის უბრალოდ არის. აი ამ ფრაზას ხშირად იგებენ პირდაპირი გაგებით, რის შედეგადაც ურთიერთობებში ყალიბდება ასეთი სიტუაცია: მე გავცემ, გავცემ, გავცემ, გავცემ... მე ასეთი კარგი ვარ, სხვა კი...შინაგანად ჩნდება პრეტენზია, უკმაყოფილება, წყენა, მაგრამ რაც მთავარია გაუგებრობა;  მე ხომ მიყვარს,მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ სწორედ, რატომ ვარ ესე?!

 ვიღაცა იწყებს ფიქრს, რომ ცოტას გასცემს და იწყებს მეტის გაცემას, მერე ჩნდება სიცარიელე, იმედგაცრუება, უძლურება, ვინაიდან შინაგანი წყარო ამოწურულია.

ზოგი აბრალებს სხვას,  ზოგი თავის თავს, ვითომდა ცუდია, რადგან საპასუხოდ  არაფერი მიიღო და ჩაიკეტა თავის თავში.

 ჯერ გამოვცადე საკუთარ თავზე ეს ყველაფერი: მე გავცემდი, გავცემდი, მე ბევრი რამ მაქვს რისი გაცემაც შემეძლო და ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ ხდებოდა ისე, რომ ამდენს გავცემ და საპასუხოდ არაფერი მიბრუნდება.

 შემდეგ კი გაჩნდა სიტუაცია სადაც პირიქით ხდებოდა, მამაკაცი ჩემს მიმართ გაცემდა, გაცემდა და ამის საპასუხოდ  არაფრის გაგება არ უნდოდა. რათქმაუნდა მე მსიამოვნებდა, მიჩნდებოდა  სურვილი ასევე საპასუხოდ გამომეხატა მადლიერება,   მაგრამ მე ვერ შევძელი ამის გაკეთება, თავიდან ძალიან მინდოდა ვცდილობდი, მერე  სურვილიც კი დამეკარგა.

  ეს ხდება, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ასეთი ან ისეთი, მე მქონდა ზღვა სურვილი საპასუხოდ გამეკეთა და გამეზიარებინა მისთვის ჩემი ,,სიმდიდრეები“.  და ეს ხდებოდა, იმიტომ, რომ ის ადამიანი არ იღებდა,  ძალიანაც რომ ნდომებოდა გარეგნულად, შინაგანად არ ღებულობდა, ვინაიდან თვლიდა,რომ სიყვარული გაცემაა და არაფერს ითხოვს საპასუხოდ, თუ რაღაცას ითხოვ, ეგ ცუდია და ეს უკვე სიყვარული არ არის. მას ჰქონდა მიღების არხი დაბლოკილი.

     აი მაშინ კი გავაცნობიერე, რომ იგივე იყო ჩემს შემთხვევაში, როცა მე ურთიერთობაში, გავცემდი, გავცემდი, გავცემდი. მე ვბლოკავდი მიღებას, ვინაიდან ვიყავი  კონცენტრირებული გაცემაზე, რაც მეტს გავცემდი მით უკეთესი – ასე მე ვაჩვენებდი და გამოვხატავდი ჩემს სიყვარულს. თან ითვლებოდა, რომ ეს კარგია. სანამ ყველაფერმა დაიწყო ნგრევა.

   როცა ჩნდება ძლიერი გადახრა, ურთიერთობაში ჩნდება კრიზისი და როცა გადახრა ძლიერდება, ამის შედეგად ურთიერთობა წყდება.

   სინამდვილეში კი სიყვარული წარმოშობს ჰარმონიას.

თუ ავიღებ ჰარმონიის მნიშვნელობას, როგორც ბალანსს, წონასწორობას. რას ვიღებთ ჩვენს შემთხვევაში რა გამოდის  ურთიერთობებში?–მიღების და გაცემის ბალანსს.

ამგვარად მე გავცემ სიყვარულს, სხვადასხვა ხერხების გამოხატვით და მე ვღებულობ სიყვარულს გამოხატულს ჩემს მიმართ.

ამ შემთხვევაშიც ხდება გაუგებარი, მაგრამ, რატომ უპირობო სიყვარული? ,, მიძღვნილი სხვისთვის“ რატომ არ შეუძლია მიიღოს სიყვარული თავის თავის მიმართ? ვინაიდან ეს უკანასკნელი ასევე ბუნებრივია

ჩემი აზრით, უპირობო სიყვარული პირველ რიგში სიყვარულის მანიპულირების არარსებობაა, როდესაც ადამიანები უბრალოდ საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ.

ისეთებს, როგორც, აჰაა მე შენთვის ყველაფერი ვარ და  თუ შენ მე გიყვარვარ,  მაშინ გააკეთებ...შენ თუ ასეთი ხარ, მაშინ მეყვარები, თუ არა... ხშირად ასეთ რამეებს ბავშვობიდან ითვისებენ: აი იქნები კარგი, ჩვენ შენ გვეყვარები, კამფეტებს და სათამაშოებს გაჩუქებთ, თუ ურჩი იქნები, მაშინ მასეთი ,,გოგოები და ბიჭები“ არავის არ უყვარს. ისინი მიყავს დიდ ბიძას და რაღაცას ცუდს უკეთებს.

   სინამდვილეში ეს ყველაზე ღრმა ჭრილობებია, და ეს ჭრილობები მიყენებულია ზუსტად პირობითი სიყვარულით. ვინაიდან ბავშვს ესმის, რომ იგი უყვართ მარტო მაშინ, როცა ის ასეთია,ან ასეთი. როცა ის სხვანაირია, ის არ უყვართ, აქედან გამომდინარე იმას არ შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც არის და თავის თავს უარყოფს, ,,თავის რომელიღაც ნაწილს“ იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს საბაზისო მოთხოვნილება –უყვარდეთ.

ყველაზე საბაზისო მოთხვოვნილება ადამიანის და მისი საბაზისო უფლება არის  ის, რომ უყვარდეთ ისეთი როგორიც არის. ყველა ბავშვის მოლოდინი არის, რომ ისინი უყვართ ისე, არა იმისთვის,რომ ისინი არიან ჭკვიანები, ნიჭიერები, დამჯერები.

   ამ გაგებით, მე მომწონს ალიონა სტარავოიტოვას მიდგომა, რომელიც ეუბნება თავის ქალიშვილს: მე შენ ძალიან მიყვარხარ,მაგრამ ეს შენი საქციელი, (მოქცევა  სიტყვა) მე საშინლად მაღიზიანებს ან არ მომწონს, ამ შემთხვევაში იგი არ აყენებს დარტყმას ქალიშვილს იმის თქმით, რომ ის ცუდია (არცერთ ბავშვს არ უნდა იყოს ცუდი, იმათაც კი ვინც ყოველთვის ცუდად იქცევა) არჩევს კონკრეტულ სიტუაციას,რომელიც გაჩნდა და ვიღაცას არ აწყობს.

 სინამშვილეში გამოდის,  ჩვენ მივეჩვიეთ რომ ჩვენს მიმართ მანიპულირებენ სიყვარულით და ჩვენ ვღებულობთ ამას და ცხოვრებაში ვაგრძლებთ ასევე მოქცევას. ან პირიქით ტრამვის შედეგად ბავშვი ღებულობს თავისთვის გადაწყვეტილებას აღარ მოიქცეს ისე, როგორც მისი მშობლები, უყვარდეს მხოლოდ უპირობოთ.   უპირობო სიყვარულს ქვეცნობიერი აცნობიერებს, როგორც მხოლოდ გაცემას აი მაგალითად:  მოიქცეს მხოლოდ კარგად ვიღაცის მიმართ.

მერე კი ცხოვრებაში გამოდის ისე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მიღება სიყვარულის, ჩვენ გარდავმქნით ჩვენს თავს, ვცვლით,რომ გავხდეთ სიყვარულის ღირსი, დავიმსახუროთ და როგორღაც მივიღოთ. მერე ვღებულობთ თვითშეფასების, თვითპატივისცემის, თვითრეალიზაციის. თვითდაჯერებულობის შეფასების გადაწყვეტლებას   ჩვენს თავებში და ჩვენს ძალებში, გამოდის, რომ საბაზისო ფუნქცია ირღვევა, ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სიყვარული, ისეთი, როგორის არის. იგი უნდა იყოს რაღაცნაირად სხვანაირი, ამის გამო ის უარყოფს თავის თავს, აქედან გამომდინარე არ შეუძლია მიიღოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის და შეიყვაროს თავის თავი.

ბევრი ვერ პოულობს გამოსავალს ამ  ჩაკეტილი წრიდან, მე მინდა სიყვარული–მე ვცდილობ იგი მივიღო გარედან, სხვისგან–ამისთვის მე მჭირდება ვიყო ლამაზი, ნიჭიერი, წარმატებული, მე ვუარყოფ ჩემს თავს, იმიტომ, რომ მე ხომ არ ვარ მასეთი, მე არ ვღებულობ ჩემს თავს, მე არ მიყვარს ჩემი თავი, ისეთი როგორიც ვარ

მე მინდა სიყვარული–მე ვცდილობ შევიყვარო ჩემი თავი–მაგრამ მე არ ვხედავ ჩემს ნაკლს– მე არ ვგრძნობ თავს ღირსეულად–მე ვუარყოფ ჩემს თავში რაღაცას–მე არ შემიძლია შევიყვარო ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ

ასეთი ჭაჭვების დახატვა შეიძლება ბევრი, მე მინდა,რომ თქვენ მეტი აღარ დადიოდეთ ჩაკეტილ წრეზე და მინდა, პირველ რიგში, მიიღოთ და განაცხადოთ  თქვენი თავისთვის,მე მიყვარს ჩემი თავი, ისეთი როგორიც ვარ

პირდაპირ ეხლავე და არა როდესმე შეიგრძენით ეს ფრაზა და გამოიყენეთ თქვენი ყველა გრძნობის ორგანო და შესაძლებელია,რომ თქვენ გაქვთ უამრავი ბლოკები, კომპლექსები, თვითსაბოტაჟის პროგრამები, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ იმსახურებთ სიყვარულს და არ არის საჭირო პატივი სცე შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ ასეთი ბლოკებითაც კი

შენ ასევე შეგიძლია გახსნა შენი გული და ჩაიდო ეს ფრაზა გულში შეივსო ამით და გულიდან გაასხივო. პირდაპირ იცხოვრო და იგრძნო ეს მუდმივად. თუ შენ ამას არ გრძნობ, შეგიძლია უბრალოდ წარმოიდგინო, რომ გულის სივრცეში არის კარები აღებ მას, დებ მასში ფრაზას ის იწყებს ნათებას ვიბრირებას ახალ სიხშირეზე ,,მე ვიმსახურებ სიყვარულს“ უგზავნის ტვინს ახალ პროგრამას და მერე წარმოიდგენს ეს თითქოს  უკვე არის, თითქოს უკვე ღირსი ხარ, რამოდენიმე ხნის მერე, ცხოვრებაში სიტუაცია იცვლება.

რატომ მუშაობს ეს? იმიტომ რომ როცა ადამიანი შინაგანად გრძნობს სიყვარულის ღირსად, ის იხსნება მიღებისთვის. ის იწყებს და შეუძლია ადვილად  კომპლიმენტების და საჩუქრების მიღება. კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მის  მიმართ სხვების მხრიდან. როგორც კი გაიფიქრებ– უკვე ვლინდება ცხოვრებაში. გხვდება საჭირო ადამიანები, ყველაფერი გამოდის, წარმატება, ფულები და უფრო კომფორტული პირობები და ასე შემდეგ...

 მიღება, მაგალითად, მომავლში  დამსახურების და  გადადების გარეშე,  იმ მომეტისთვის როცა  გახდები კარგი, რათა  მიიღო ყოველივე თვითდასჯის გარეშე. მე მაგალითად ვისჯიდი თავს, მოულოდნელი წარმატებისთვის, მე ხომ არ დავიმსახურე, არ ვიშრომე ძლიერ, რომ მიმეღო ეს წარმატება, ამიტომ ყველა მეთოდით, ყველა ხერხით ჩემს თავს ვართმევდი წარმატებულ შენაძენს ან ვაკეთებდი ისე, რომ მე მიწევდა შრომა და დაძაბვა,  მხოლოდ შემდეგ  ვღებულობდი

მგონი სამყაროს კანონებში მე ვყვებოდი, იმისთვის, რომ რაღაც გაჩნდეს ცოხვრებაში, საჭიროა ამის ღირსად შინაგანად იგრძნო თავი. მაგრამ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია გესმოდეს და გრძნობდე,რომ შენ როგორიც ხარ ისეთი იმსახურებ სიყვარულს ცხოვრების ყველა დროის მონაკვეთსა და შემთხვევაში.

სიყვარულის და  გრანდიოზული აყვავების სურვილებით, ევგენია მედვედევა

თარგმნა ანა ვეფხვაძემ

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი