საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ცვლის კარმას. 

თუკი დაიწყებ საკუთარი თავის შეყვარებას, შეიძლება შეცვალო შენი კარმა.

კარმა - დანაშაულისთვის სასჯელი არ არის. კარმა - არის დამუხტული სასიცოცხლო ენერგიის, ძალის რეალიზაციის პრინციპი. 

როდესაც ვსწავლობთ საკუთარი თავის სიყვარულს, ჩვენში წარმოიქმნება ენერგიის მუხტი, რომელსაც მივმართავთ ჩვენს გარემოცვაში. სწორეს ეს ენერგია იზიდავს სიტუაციებს, სადაც ჩვენი თავისადმი სიყვარული რეალიზდება - ადამიანების და სიტუაციების მეშვეობით.  ჩვენი და ჩვენი გარშემო მყოფების საკეთილდღეოდ.
 
როდესაც ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი თავი, ამ დროსაც წარმოიქმნება ენერგიის მუხტი, რომელსაც ასევე მივმართავთ ჩვენს გარემოცვაში, მაგრამ ეს მუხტი იწვევს უკუღმართ შედეგებს: ირგვლივ წარმოიქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებშიც ჩვენი თავის „არ სიყვარული“ მჟღავნდება - ადამიანების და მოვლენების სახით. ასეთ სემთხვევაში რთულია ისაუბრო რაიმე სახის კეთილდღეობაზე.
ყველა ჩვენთაგანს უნდა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს უკეთესობისაკენ, რაღაც ჩამოაყალიბოს, შექმნას. ეს "რაღაც" შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფეროდან: სიყვარული, ურთიერთობა, ოჯახი, კარიერა, ფინანსური კეთილდღეობა.. ჩვენი სურვილები სავსებით მიღწევადი და ასრულებადია. პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ, სურვილები დადებითია - ხოლო ენერგია რომელსაც ჩვენ მივმართავთ მათ ასასრულებლად, იწვევს აბსოლუტურად სხვა, უარყოფით შედეგებს. 
კარმა არ მოქმედებს ჩვენი ფანტაზიების მიხედვით, ის მიჰყვება ჩვენს ენერგიას და ამას მივყავართ იქამდე რომ, ადამიანთან კეთილი განზრახვით მისულები ვიღებთ უკუ რეაქციებს. გვინდოდა კარგი და გამოგვივიდა ცუდი...

ვბრუნდებით სახლში და ვეკითხებით საკუთარ თავს: რა გავაკეთე არასწორად? ჩემი კარგი განზრახვები რატომ დამიბრუნდა პრობლემების სახით? ასეთი რა კარმა მაქვს? პასუხი მარტივია: რითიც არის დამუხტული ენერგია, ისეთია კარმაც.
 
მაგალითად: გვინდა სიყვარული და ბედნიერება. კარგი სურვილებია და სავსებით რეალურია, რომ ასრულდეს, მაგრამ თუ სურვილს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ რომ, ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი თავი. პარტნიორი კი მარტო იმიტომ გვჭირდება რომ, თავისი სიყვარულით შეგვივსოს ის სიცარიელე, რომელიც ჩვენი თავის არ შეყვარებამ გამოიწვია.

ენერგო ინფორმაციულ დონეზე გამოდის, რომ სიყვარულზე და ბედნიერებაზე ოცნებას, ვმუხტავთ საკუთარი თავისადმი „არ სიყვარულით“.

იცით რა არის ამის შედეგი? ჩვენი თავის „არ სიყვარულის“ რეალიზაცია, რომელიც მოდის იმ ადამიანის მეშვეობით ვისაც არ ვუყვარვართ. კარმამ გააკეთა თავისი საქმე მიზეზი შედეგამდე მიიყვანა...
 
ან მაგალითად, ჩვენ გვინდა კარგი სამსახური მაღალი ანაზღაურებით. რა არის კარგი სამსახური? ეს არის საქმე რომელიც სიხარულს გვანიჭებს, სადაც გვაფასებენ. როგორია მაღალი ანაზღაურება? ეს არის ფული რომელიც საკმარისია რათა კომფორტი შევიქმნათ, შევიძინოთ სხვადასხვა სასარგებლო და საჭირო ნივთები და მათი მეშვეობით გამოვავლინოთ საკუთარი თავისადმი სიყვარული და ზრუნვა.
ზახგასმით - კარგი სამსახური არის: როდესაც დაფასებული ხარ, ხოლო მაღალი ანაზღაურება: გვაძლევს საშუალებას, გამოვამღავნოთ საკუთარი თავისადმი სიყვარული და ზრუნვა.
პრობლემა იმაშია რომ, თუ არ გვიყვარს საკუთარი თავი, ჩვენ არ შეგვიძლია სურვილი დავმუხტოთ ადეკვატური ენერგიით. ჩვენ გვაქვს ენერგია რომელიც დამუხტულია მხოლოდ საკუთარი თავის არ სიყვარულით. ასეთ ენერგიას არ შეუძლია, მიზანი - "შეიგრძნოთ საკუთარი ღირებულება"- განახორციელოს თქვენს ცხოვრებაში. 
გარდა ამისა, პრობლემა მწვავდება იმითაც, რომ მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი ასევე დამუხტულია უარყოფითი ენერგიით. ჩვენ არ გვიყვარს საკუთარი თავი, ამიტომ ქვეცნობიერის დონეზე უარს ვამბობთ მაღალ ანაზღაურებაზე, იმიტომ რომ, საკუთარი თავის მიმართ ვერ ვგრძნობთ სიყვარულს და ზრუნვას - ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვიხმაროთ მაღალი ანაზღაურება! შედეგად ვიღებთ სამსახურს, რომელიც არ მოგვწონს და ხელფასს, რომელზეც საუბარიც კი არ ღირს. კარმამ გააკეთა თავისი საქმე - მიზეზი მიიყვანა შედეგამდე.
კარმა ძალიან ჰგავს ფიზიკის კანონებს: მაგალითად გიჭირავთ ჩაქუჩი, რომელიც შეგიძლიათ დაარტყათ ლურსმანს ან დაირტყათ თითში, ორივე შემთხვევაში ერთი და იგევე ძალის დახარჯვა მოგიწევთ. გადამწყვეტი არის ის, თუ რომელი მიმართულებით გიჭირავთ ჩაქუჩი. ჩვენს შემთხვევაში ჩაქუჩის მიმართულება განსაზღვრავს, საკუთარი თავის სიყვარულს ან პირიქით...
 

მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ, სწორად ეს არის - საკუთარი ძალისთვის სწორი მიმართულების მიცემა. ჩვენს შემთხვევაში - სტაბილურად უნდა ვგრძნობდეთ საკუთარი თავის სიყვარულს. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სტაბილურობის შენარჩუნებაა. ჩაქუჩი ხან თითზე გვხვდება, მაგრამ ხანდახან პირდაპირ მიზანშიც ვარტყამთ. რით განსხვავდება ეს მომენტები? როგორ ხდება ამ მომენტების მართვა?
როგორც წესი - ამაზე მოქმედებს გარე ფაქტორები.
როდესაც ჩვენს გარემოცვაში ყველაფერი კარგადაა, როდესაც მოდუნებულები ვართ, როდესაც არავინ არ გვაწუხებს - ამ დროს გაუცნობიერებლად ვიმყოფებით სიყვარულში და ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სამყაროსთანაც. გარეგანი ჰარმონია წარმოქმნის, შინაგან ჰარმონიას. სწორედ ეს ჰარმონია გვიღებს საკუთარი თავის სიყვარულისკენ მიმავალ კარს, რომელსაც ვერც კი ვაცნობიერებთ. მაგრამ ცხოვრება ცოცხალია! როგორც ცვალებადი ამინდი, ისე იცვლება ჩვენი გარეგანი მდგომარეობა. როდესაც გარეგანი ჰარმონია მიდის, მას თან მიჰყვება საკუთარი თავის სიყვარულიც... და ისევ და ისევ თითში ვიხვედრებთ ჩაქუჩს... გამოდის რომ, მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია, გარეგან ცვლილებებზე, ისე თითქოს არ გვქონდეს სახლი, თითქოს ქუჩაში ვცხოვრობდეთ: თავზე გვაწვიმდეს, გვათოვდეს ან მზე გვაცხუნებდეს....
სინამდვილეში, სწორად საკუთარი თავის სიყვარული არის ის სახლი რომელიც ჩვენშია, სადაც სულ თბილა, სადაც სიმშვიდე და სიმყუდროვეა! როდესაც ჩვენში არის ასეთი სახლი, აღარ ვართ გარე მდგომარეობებზე დამოკიდებულები. უკვე თავად ვირჩევთ, როდის გამოვიდეთ სახლიდან გარე სამყაროსთან შესახვედრად. მაშინ როცა გარე მდგომარეობები არასასურველია, ვზივართ ჩვენთვის სახლსი და ვზრდით  საკუთარი თავის მიმართსიყვარულს (ჩაქუჩს ვურტყამთ ლურსმანს და არა თითს).
 
საკუთარი თავის სიყვარული გვაძლევს თავისუფლებას გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ავირჩიოთ ჩვენი კარმა. კარმის კანონები ისევე როგორც ფიზიკის კანონები, ბრმაა. ისინი უბრალოდ არსებობენ ჩვენგან დამოუკიდებლად. როდესაც ჩვენ საკუთარი თავის სიყვარილით ვიყურებით, ვხედავთ, საით მივმართავთ კარმას, ვხედავთ მიზეზებს და შედეგებს,  ვმართავთ მთელ ჩვენს ცხოვრებას. დიახ მეგობრებო, კარმის მართვა შესაძლებელია! კარმა აუცილებლად უნდა მართოთ!  კარმა იმისთვის კი არ არის, რომ ჩვენ დავისაჯოთ, არამედ იმისთვის რომ, თავად შევქმნათ მიზეზები და შედეგები. კარმა - არ არის ჩვენს გარეთ, ის ჩვენშია! ხოლო კარმის ფესვები გადგმულია საკუთარი თავის სიყვარულში. როდესაც საკუთარი თავის სიყვარული სტაბილური ხდება, ჩვენი კარმაც სტაბილური და მართვადი ხდება, სწორად იმ სიყვარულის მეშვეობით, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ განვიცდით. მაშინ ყველა ჩვენი ოცნება სრულდება: ბედნიერი პირადი ცხოვრება, კარიერა, ჰარმონიული ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან,  კოლეგებთან, ფინანსური კეთილდღეობა, თვითრეალიზაცია - ეს ყველაფერი ხორციელდება საკუთარი თავის მიმართ სიყვარულით დამუხტული ენერგიით. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიღაც ასპექტში კარმა უკუღმართად ამუშავდა და გამუდმებით „თითში გირტყამთ“, არ დააყოვნოთ! ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია შევცვალოთ მუხტი და კორექტირება შევიტანოთ კარმაში! 

თუკი გვეჩვენება რომ არასოდეს ვიქნებით ბედნიერები, არასოდეს გვექნება კარგი სამსახური, მაღალი ანაზღაურება და სხვა დანარჩენი... ეს ყველაფერი უბრალოდ გვეჩვენება! გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია შევცვალოთ მოვლენების რაკურსი, შევცვალოთ ბედისწერის ხაზი!
ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია! არ ველოდოთ შესაფერის გარემოებეს, იმისთვის რომ საკუთარი თავის შეყვარება დავიწყოთ, ასეთი გარემოებები არასოდეს არ იქნება. ეს გარემოებები ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენში!
თარგმნა სალომე გოგეშვილმა.

პროგრამა „კრიზისები ადამიანის ცხოვრებაში“  http://inga-bless.tilda.ws/krizisebisgadalaxva
© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი