1             მშვიდობა დაამყარეთ თქვენს წარსულთან,  რათა მან არ გააფუჭოს აწმყო.  თქვენი წარსული არ განსაზღვრავს თქვენს მომავალს, მომავალს განსაზღვრავს თქვენი მოქმედებები და რწმუნებულებები.

2.            რას ფიქრობენ სხვები თქვენზეეს არ არის თქვენი პრობლემა.  მნიშვნელოვანია თქვენ რას ფიქრობთ და როგორ აფასებთ საკუთარ თავს!

3.            დრო ყველაფერს ჰკურნავს. უბრალოდ ცოტა მოითმინეთ, ტკივილი ყუჩდება. იარები გვაძლიერებს და გვხდის ისეთებს, როგორებიც ვართ სინამდვილეში, სწორედ გამოწვევები გვაძლიერებს!

4.            არავინაა ბედნიერების მიზეზი, საკუთარი თავის გარდა.  არ დაკარგოთ დრო და ენერგია ბედნიერების ძიებაში, სიხარული და ჰარმონია თქვენშია.

5.            არასოდეს შეადაროთ თქვენი ცხოვრება სხვისას.  რომ შეგეძლოთ თქვენი ცხოვრების დატოვება და ცოტა ხნით სხვების ცხოვრებით ცხოვრება, დამერწმუნეთ ისევ თქვენსას არჩევდით.

6.            შეწყვიტეთ ამდენი ფიქრი. ხანდახან სასარგებლოცაა, ყველა კითხვაზე რომ არ გვაქვს პასუხი.  ზოგჯერ პასუხი არ გვაქვს, არ გვქონდა, არც გვექნება და სწორედ ეს არის პასუხი!  უბრალოდ მიიღეთ ეს და გააგრძელეთ წინსვლა.

გაიღიმეთ. თქვენ არ შეგიძლიათ მთელი სამყაროს პრობლემებზე იყოთ პასუხისმგებლები. ღიმილს ჩვენი ცხოვრების  განათება შეუძლია. ღიმილი ის მიმართულებაა, რომელსაც შეუძლია მთელი თქვენი ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლა!

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი