1. ღარიბი ადამიანები ხშირად უყურებენ ტელევიზორს.

თუ თქვენ იმდენი თავისუფალი დრო გაქვთ, რომ ტელევიზორს უყუროთ, დიდი ალბათობაა, რომ ღარიბი ბრძანდებით. 

ადამიანები უამრავ დროს ხარჯავენ არაფრისმომცემი გადაცემების ყურებაში.

ეს ხელს გიშლით წინსვლაში! თუ იცით, რომელი ვარსკვლავი ქორწინდება უახლოეს მომავალში, გაქვთ საყვარელი თოქ- შოუ ან არხი, გამოდის რომ, თქვენ დიდ დროს უთმობთ ტელევიზორს. 
ჭორები ვარსკვლავების შესახებ არ მოგიტანთ არანაირ სარგებელს! სამაგიეროდ სარგებელს მოუტანს ვარსკვლავებს. მდიდარი ადამიანები ცდილობენ მოხვდნენ ტელევიზორში და არა უყურონ მას!
 შეიძლება თქვენ თქვათ რომ, ეს იუმორისტული შოუ გეხმარებათ პრობლემებიდან  ყურადღების გადატანაში. სწორედ ამაშია საქმე! თქვენ აიგნორებთ პრობლემებს, იმის მაგივრად რომ მოაგვაროთ1
ერთხელ ჯონ ლენონმა თქვა „ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც დროს სიამოვნებით, მაგრამ არა ფუჭად არ ვხარჯავდეთ“. 

დაფიქრდით ამაზე, ტელევიზორთან დიდი დროის გატარება მართლა სიამოვნებას განიჭებთ? თქვენ იტყვით რომ, ტელევიზორის ყურება აუცილებელია, რადგან ასე იგებთ რა ხდება მსოფლიოში, მე გეტყვით რომ ტელევიზია აშუქებს იმას, რაც მისთვის არის მომგებიანი, ამას ჯობია ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია, გადახედოთ და შემდეგ გააგრძელით თქვენი საქმიანობა.
 
2. ღარიბი ადამიანები იკვებებიან სწრაფი კვების პუნქტებში ( ფასთ ფუდით)
ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ღარიბ ადამიანებს არ აინტერესებთ, რისგან შედგება მათი ყოველდღიური რაციონი. ისინი გამოიყენებენ ზომაზე მეტ ცხიმს, შაქარს და იმ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს ძალიან მხირე რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს და ვიტამინებს. ამით ისინი აზიანებენ თავიანთ ჯანმრთელობას და სხეულს, ამის შედეგად უქვეითდებათ შრომისუნარიანობა, სამსახურში ვერ ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს. თუკი არ ხართ ჯანმრთელი, ეს თქვენი ცხოვრების  ყველა ასპექტზე მომქმედებს, თვენ განიცდით მარცხს ფიზიკურ, მენტალურ, პროფესიულ და რომანტიულ ასპეკტშიც კი...
3. ღარიბი ადამიანები პროდუქტს და სხვა ნივთებს ყიდულობენ ფასდაკლებით. 
იმ დროს, როდესაც ღარიბები ცდილობენ თანხის დაზოგვას, მდიდრები ფიქრობენ გაამრავლონ თავიანთი კაპიტალი, გიფიქრიათ ამაზე? ტანსაცმელი, რომელიც ფასდაკლებით იყიდება, არის ის ტანსაცმელი, რომლის ყიდვაც არ მოინდომეს მათ, ვისაც შეძენა შეეძლოთ. როდესაც ასეთ ტანსაცმელს ყიდულობთ, თქვენ აიძულებთ საკუთარ თავს გამოიყურებოდეთ ისე, ოგორც გამოიყურება ადამიანი, რომელმაც სრული საფასურის გადახდა ვერ შეძლო...
4. ღარიბი ადამიანები იღვიძებენ უფრო გვიან ვიდრე მდიდრები

ახალგაზრდობაში ღარიბები ბევრად ზარმაცები არიან ვიდრე მდიდრები.  შეიძლება ჩემმა ნათქვამმა შეგაშფოთოთ, მაგრამ ეს სინამდვილეა. ვინც ახალგაზრდობას იყენებს განვითარებისთვის, მათ უფრო მეტი შანსი აქვთ! თუ იღვიძებთ გვიან, არ იღებთ განათლებას, დროს ფლანგავთ უქმად, აუცილებლად ჩამორჩებით იმ კრიტერიუმებს რასაც თქვენგან ითხოვს ცხოვრება...
ადამიანებს, რომლებიც ახალგაზრდობაში არ ახდენენ ფოკუსირებას პიროვნულ ზრდაზე,  უწევთ გაცილებით მეტი მუშაობა, რეზულტატი კი ნაკლები აქვთ. 
არსებობს წარმატებული ადამიანების უამრავი მაგალითებო: ბილ გეითსი, ვორენ ბაფითი, ისინი იღვიძებდნენ ადრე....
5. ღარიბი ადამიანებს ძალიან აინტერესებთ სპორტი.
თუ თქვენ პროფესიონალი სპორტსმენი, ან ერთერთი გუნდის მფლობელი არ ხართ, მაშინ თქვენ არ გაქვთ რეალური მიზეზი სპორტის ყურებით დაკავდეთ. ეს იგივეა რაც ტელევიზია, რომელიც ფუჭად გაკარგვინეთ ძვირფას დროს. ამ მოქმედებით თქვენ ხდებით სხვისი ცხოვრების მაყურებლები და არა მომქმედი პერსონაჟი. ხდებით სხვისი ცხოვრების კრიტიკოსი, იმიტომ რომ საკუთარი ვერ შექმენით.
 
6. ღარიბი ადამიანები უფრო იშვიათად იღებენ შხაპს ვიდრე მდიდრები. ეს ფაქტია. და ასახსნელადაც მარტივია.
თუ დავფიქრდებით, დღეს  თითქმის ყველა სამსახური მოითხოვს ადამიანებთან ახლო კონტაქტს. ადამიანები, რომლებიც არ იცავენ პირად ჰიგიენას,  უფრო ნაკლებად სასიამოვნონი რიან პირადი კონტაქტისათვის, ასევე ცნობილია, რომ ნაკლებად იწვევენ ნდობას. ეს აისახება მათ წარმატებაზე, შეიძლება აფსურდულად  ჟღერდეს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დილით შხაპს იღებენ ბევრად წარმატებულები არიან .
7. ღარიბი ადამიანები თავიანთან წარუმატებლობაში სხვა ადამინებს ადანაშაულებენ.

 თქვენი ცხოვრების 99% ქვენზეა დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას თქვენს ურთიერთობებს და თქვენს შესაძლებლობებს!
ცვლილებები გინდათ ცხოვრებაში? გაკეთეთ რაიმე ამისათვის. ცხოვრება არ არის ის, რაც გვემართება, არამედ წარმოადგენს იმას, თუ როგორ რეაგირებას ვახდენთ, როდესაც ცუდი ხდება. ამ დროს ღარიბები მაშინვე მსხვერპლად გრძნობენ თავს, მდიდრები კი ცდილობენ გაარკვიონ რატომ მოხდა ასე, რომ მომავალში აღარ განმეორდეს იგივე . ღარიბები რჩებიან მსხვერპლის მდგომარეობაში, ხოლო მდიდრები იყენებენ ამ სიტუაციას პიროვნული ზრდისათვის.
 
8. ღარიბ ადამიანებს მდიდრებისგან განსხვავებით არ აქვთ ფულადი დანაზოგი.
განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის არის ის რომ, ღარიბები არ ფიქრობენ მომავალზე.  თუკი თქვენ გაქვთ ფულადი დანაზოგი, იმ შემთხვევაში თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა, გამოიყენებთ დანაზოგს პრობლემების მოსაგვარებლად  და გაგრძელებთ მშვიდ ცხოვრებას. მაგრამ თუ დანაზოგი არ გაქვთ და ხდება რაიმე გაუთვალისწინებელი, თქვენ  იღებთ კრედიტს, ან ყიდით ქონებას სახლს მანქანას და ა.შ. 
როდესაც სიტუაცია მოგვარებულია მდიდრები რჩებიან იგივე დონეზე, ხოლო ღარიბები აღმოჩდებიან დიდი პრობლემბის წინაშე...
მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი სიტუაცია. ადამიანები რომლებსაც აქვთ დანაზოგი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხა განვითარებისათვის, ხოლო ვისაც არ აქვს დანაზოგი, ხელსაყრელი შესაძლებლობის დროს ვერ გამოიყენებს მას. აი რატომ მდიდრდებიან მდიდრები კიდევ უფტო მეტად, ხოლო ღარიბები რჩებიან ღარიბებად. 
9. ღარიბი ადამიანები იღებენ კრედიტს და ფუჭად იყენებენ ამ თანხას.
კრედიტი იმ შემთხვევაში უნდა აიღოთ, თუ მას ინვესტიციაში ჩადებთ. თუკი აიეღეთ კრედიტი რათა ახალი ტელევიზორი, ახალი საათი, ან ახალი ტელეფონი შეგეძინათ, თქვენ ღარიბტა რიგებს მიეკუთვნებით! ჯერ გამოიმუშავეთ ფული და შემდეგ დახარჯეთ.
10. ღარიბ ადამიანებს ჰყავთ ბევრი შვილი ადრეულ ასაკში.

 სიმართლე იმაშია რომ, ბავშვი ძალიან ძვირი ჯდება! მითუმეტეს, თუ თქვენ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობთ. ბავშვის აღზრდა და განთლება საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ და  თუკი მას ვერ მისცემთ სათანადო განათლებას, ის  აღმოჩნდება ცუდ გარემოცვაში.  მდიდარ ადამიანებს ურჩევნიათ მოიცადონ და მხოლოდ მაშინ იყოლიონ ბავშვები, როცა შეძლებენ მისცენ მათ სათანადო აღზრდა და განათლება. როდესაც ბავშვი ღარიბების ოჯახში იბადება, იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის და ცხოვრების გაუმჯობესების შანსი პრაკტიკულად აღარ არის.
11. ღარიბი ადამიანები რეგულარულად არ დადიან ექიმებთან. 
გიფიქრიათ, რა მოხდება ტქვენს ცხოვრებაში მძიმე დაავადების შემთხვევაში? თუკი თქვენ რეგილარულად გადიხართ სამედიცინო შემოწმებას, ნებისმიერ დაავდებას აღმოაჩენთ საწყის სტადიაზე, მკურნალობა შესაძლებელი იქნება და ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ!
12. ღარიბი ადმიანები ფულს ხარჯავენ მანამ, სანამ გამომიმუშავბენ.
ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს თანხის დახარჯვა მანამდე, სანამ არ გამოვიმუშავებთ მას.  იმ ნივთების შეძენა, რომლის თანხაც ჯერ არ გაქვთ ცხოვრებას ნელნელა გააუარესებს. 
13. ღარიბი ადამიანების გარემოცვა შედგება ღარიბი ადმაინებისაგან.
 თუ თვენს გარშმო 5 ადამიანიდან 4 ღარიბია მეხუთე თქვენ ხართ. მიზეზი თუ რატომ რჩებიან ღარიბები ღარიბებად არის ის, რომ  მათ გარემოცვაში ღარიბები არიან! თქვენ გჭირდებათ ისეთი გარემოცვა, რომელიც ბიძგს, მოტივაციას და წინსვლის სურვილს მოგცემთ , ისეთი ადამიანები, რომლებიც თავად აკეთებენ სერიოზულ საქმეებს. წარმატებული ადამიანები ყოველთვის მოგცემენ მოტივაციას, რათა თქვენც გახდეთ წრმატებული.
14. ღარიბი ადამიანები არასოდეს არ ახორციელებენ თავიანთ იდეებს.
თქვენზე არ არის დამოკიდებული ვინ არიან თქვენი მშობლები ან სად დაიბადეთ...  ერთადერთი რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ, ეს არის ძალისხმევა რომელსაც თქვენი ოცნების განსახორციელებაში დებთ. ყველა ადამიანს 24 საათი აქვს დღე –ღამეში! ამ 24 საათში ზოგი მეტს ასწრებს, ზოგიც  ნაკლებს.
ალბათ გსმენიათ, რომ 10 პროექტიდან 9 წარუმატებელია და პირველი სამი წლის განმავლობში გამოიხშირება და ეს გაშინებთ... თუ არ ცდით, 10 დან 10-ვე წარუმატებელი იქნება. თუკი კიდევ და კიდევ ცდით, აუცილებლად გამოგივათ!
15. ღარიბი ადამიანები თვლიან, რომ სხვები არიან ვალდებულები მათ დაეხმარონ მწარმატების მიღწევაში.


სამყარო არაფრით არ არის ვალდებული თქვენს წინაშე! გჯერათ თუ არა, თავიდან ბოლომდე თქვენ ხართ პსუხისმგებლები იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
ახალგაზრდბაში ყველა ფიქრობს რომ წარატებული იქნება, მაგრამ რეალობაში სამყარო ასაჩუქრებს საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს, მათ ვინც არასოდეს ნებდება, მათ ვინც მუდმივად სწავლობენ, ვითარდებიან და იციან, რომ მათ პრობლემებს სხვა ვერ მოუგვარებთ. იფიქრეთ ასე და თქვენ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენსავით ფიქრობენ,  წინაღმდეგ შემთხვევაში თქვენ აღმოჩდებით იმ უმრავლესობაში ვისაც არ გაუმართლა.

როგორ ფიქრობთ თქვენ?
რას აკეთებენ კიდევ ღრიბი ადამიანები და რას არ აკეთებენ მდიდრები??
დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება!
 
 თარგმნა სალომე გოგეშვილმა. 
პროგრამა „ფინანსური კეთილდღეობა“ http://inga-bless.tilda.ws/pinansuri_ketildgeoba
© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი