ყოველი ქალი ოცნებობს იყოს  საყვარელი, სასურველი და ...ქალური, ხშირად ქალურობის გამჟღავნებისას მას ავიწყდება მნიშვნელოვანი კითხვა, ნიშანდობლივ,საიდანაც ყველაფერი იწყება:

რად მინდა ვიყო ქალური?

„ქალურობა“, „ქალური ქალი“...როგორი სასურველია იყო ასეთი ნაზი, ქალური ქალი.

 

რატომ?

იმიტომ, რომ ცხოვრების ყველა სიკეთე სიუხვის რქიდან მას აცვივა. მაგრამ არაქალური ქალისთვის ცხოვრება მძიმეა, მას უწევს გამოიყენოს მამაკაცური სტრატეგიები, იბრძოლოს, იმუშაოს ლუკმა პურისთვის, აქვს პრობლემები მამაკაცებსა და ჯანმრთელობასთან და ასე შემდეგ.

 

მაგრამ აი, მე ვიქნები ქალური, მაშინ ვიცხოვრებ ჩემს საყვარელ მამაკაცთან დიდხანს და ბედნიერად, იგი არ მიღალატებს და მატერიალური პრობლემები ადვილად მოგვარდება. და საერთოდ, ცხოვრება იქნება საამური.

 

ამიტომ „ გავხდები ქალური ქალი „--ვთქვი დიდი ხნის წინ და დავიწყე ამ მიმართულებით მოქმედება.

 

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ გზაზე და გიამბოთ იმ ერთი შეუმჩნეველი, მაგრამ ეშმაკური ხაფანგის შესახებ.

 

როგორც ამბობენ, ადვილი მხოლოდ შავით თეთრზე წერაა, და დაავიწყდათ დაბრკოლებები. წიგნები, პრაქტიკები, ტრენინგები, სემინარები... დიდი მადლობა ყველა ოსტატს, რომლებიც ატარებენ ამ ცოდნას და გასცემენ,. დაე, მათ ყველაფერი რიგზე ჰქონდეთ ქალურობასთან  და მამაკაცურობასთან მიმართებაში.

 

კითხვა ის არის რომ, როგორ იყენებ შენ ამ ცოდნას? ყველაზე მთავარი კითხვა: რისთვის, უფრო ზუსტად, ვისთვის?

 

მე ვერ მივხვდი დამესვა ეს შეკითხვა საკუთარი თავისთვის გზის დასაწყისში და ამიტომ ამ სიარულში მივადექი უფსკრულს, რომელიც მოიცავდა აპათიას,საყვარელ მამაკაცთან მიმართებაში, მათ შორის სექსუალურ ურთიერთობაშიც,ლექციების მოსმენის არავითარ სურვილს ამ დაწყევლილ ქალურობაზე და ამ თემის გაგონებასაც კი.

 

მომიწია ჩამეხედა სიმართლისათვის თვალებში: ეს ყველაფერი ჩემთვის არაა. მაშინ ვისთვის? შევეცადე გამერკვია. როცა რაიმეს პასუხი გინდა, ის აუცილებლად მოვა. აღმოჩნდა, ვისთვის და რისთვის  იყო უპრიანი : იმისათვის რომ ქმარს ვუყვარდე, რომ მთვლიდნენ ქალურად, რომ ჩემით აღფრთოვანდნენ, რომ ვიყო საუკეთესო, რომ მამაკაცები მაქცევდნენ ყურადღებას.

 

მე ვიქნები ქალური,ნაზი, მხიარული, მიმღები, სათუთი, კეთილი, ვივლი კაბებითა და თმით, ვიქნები ისეთი, როგორ თქვენ, მამაკაცებო გსურთ.   

 

მაგრამ რად უნდა ეს ყველაფერი ჩემს სულს? მას არ სჭირდება ეს, მას სურს მხოლოდ ჩემი ყურადღება.

 

ბრწყინვალე ფსიქოლოგი  ლუულე ვიილმა თავის წიგნებში შესანიშნავად მოგვითხრობს სტრესებზე, მათ შორის შიშზე „ მე არავის ვუყვარვარ“ ყველაზე დიდი შიში შიშებიდან, რომელიც გვასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს.

 

მადდლობა „შიშო, რომ არავის ვუყვარვარ“ იმისათვის რომ ამ ვიწრო ლიპიან ბილიკზე  მატარებ... საკუთარი თავთან შესახვედრად. აქ   ვაღიარე:  ყველაფერს ვაკეთებ მხოლოდ იმისათვის, რომ დავიმსახურო ვიღაცის სიყვარული, დადასტურდა.

თითქოს ამდენხანს ვთვლიდი და ვაჩვენებდი თავს, „ ყოფნა-- მოქმედება-- ქონა“ მესმოდა ამ ფრაზის არსი. ბოლოსკენ ფარსი გამჟღავნდება და იქნება  ძალიან მტკივნეული. ჩატვირთო შენში რწმუნებულება „ უნდა განვითარდე“, მე განვაგრძნობდი შეუცნობლად  სიყვარულის დამსახურებას დაგაკვირვებას, რატომ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი  გაურკვეველი.

 

ამიტომ ჩემი რჩევაა: გამოსცადეთ , გეთაყვა, თქვენი სურვილების ჭეშმარიტება. გახსოვდეთ  სურვილების სიწრფელე. მხოლოდ წრფელ ჩანაფიქრებს აქვთ ყველაზე დიდი ძალა, ძალა თვითრეალიზაციისა და შემოქმედებისა ცხოვრებაში.

 

მაგალითად: ცოტა ხნით ადრე ჩემს დაქალს ვესაუბრებოდი: ვსაუბრობდით ფიზიკურ აქტივობაზე. აღმოჩნდა რომ მას არც თუ ძალიან მოსწონს აუზში ცურვა, მაგრამ იგი თავს აიძულებს მოითმინოს ცივი წყალი და ვარჯიში.

 

კითხვა: რატომ? -- მე მჭირდება დავეუფლო ლამაზად და სწრაფად ცურვას. და რისთვის გჭირდება ეს? გაირკვა, რომ ქმარს მოსწონდეს. ის კარგად ცურავს, მე -- არა. და ამისათვის, რომ დაუმტკიცოს მამაკაცს, ისიც ისეთივე კარგია და ყოჩაღი, იგი აწვალებს სულსა და სხეულს.

 

და რომ იყოს სხვა მოტივი-- დაკავდეს საკუთარი ჯანმრთელობით , პლასტიკით, განავითაროს უნარები  ს ა კ უ თ ა რ ი.  თ ა ვ ი ს თ ვ ი ს, მაშინ ცივი წყალი გაამხნევებდა და გააკაჟებდა სხეულს, ან საერთოდ ის დაკავებულიყო მაგალითად ცეკვით.

 

და  ვამტკიცებთ, ვამტკიცებთ.  და ჩემი ჭეშმარიტი მოტივაცია იყო შემდეგი: მე დაგიმტკიცებთ თქვენ , რომ მე ვიმსახურებ  სიყვარულს, თქვენ გაგიკვირდებათ, რა არასწორნი იყავით , როგორი სანიმუშო, ქალური და მოსიყვარულე  ქალი ვარ. მამაკაცები თაყვანს მცემენ და აღფრთოვანდებიან ჩემით.

 

ე.ი. ჩემი განვითარების საფუძველს შეადგენდა, წყენა საკუთარ თავსა და მამაკაცებზე, ბედზე, მანიპულაციების, შურისძიების, მბრძანებლობა, ეჭვების, ნარევს. და როცა ერთ მშვენიერ წამს ამას შეიცნობ, აღმოჩნდები ბრიყვულ მდგომარეობაში. როცა შენს შიშს, დარჩე სიყვარულის გარეშე, სახეში უყურებ და ხედავ, როგორ ატყუებდი საკუთარ თავს.

 

შემდეგ ჩნდება ბრაზი მათ მიმართ, ვისაც ნებაყოფლობით აძლევდი მას, რაც პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა მიგეცა: მთელი ყურადღება, საკუთარი შეცნობა, შენი დრო და ენერგია, შენი სიყვარული.

 

ამ ბრაზს შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ზომები: შეიძლება გაიაროს სწრაფად ან როგორც ქარიშხალმა, გამოიწვიოს დიდი ნგრევა.  და ისიც გაივლის.

 

და ამ იმედგაცრუებაში არის დიდი აზრი. თუკი ის მიიღე და აღიარე , აღმოჩნდება, რომ ეს სპექტაკლი სინამდვილეში ტყუილად არ ყოფილა. თითქოს თვალებიდან სახვევს გხსნიან, და იწყებ ხედვას სად გახვევს თავის სურვილებს  გ ო ნ ე ბ ა და სად ჩურჩულებს გ უ ლ ი.

შეიგრძენით, ვინ გკარნახობთ ახლა თავის სურვილს: გ ო ნ ე ბ ა(„ აჰაა, გავავარჯიშებ ინტიმურ კუნთებს და ვიქნები ყველაზე მაგარი“ ან „აი, დამდევენ კაცები, დაინახავ რა სულელიც ხარ“ ან  კიდევ „ აჰ, ჩემს ირგვლივ თაყვანისმცემელთა არმიაა, მე მეცოდინება რომ მე  საყვარელი და ღირსეული ქალი ვარ“ ან  ის საერთოდ არ მაქცევ ყურადღებას, ქალურობით დავკავდები, რათა მ ა ს  მ ო ვ ე წ ო ნ ო“) ან იქნებ გ უ ლ ი(„ მე მინდა მე, ვიყო ჩემს სულთან ერთიანობაში, ვვითარდებოდე, ვავლენდე სხვადასხვა საზღვრებს და ვინაწილებდე სიყვარულს ჩემს საყვარელ ადამიანთან“) განსხვავება კოლოსალურია.

 

არ წამოეგოთ განვლილი შიშისა და წყენის, ტრავმებისა და მოგონებების ანკესზე, უმჯობესია დაკავდეთ მათით , შეიყვარეთ და განიხილეთ ყოველმხრივ, აპატიეთ-- მათ სინამდვილეში ჩვენთვის სიკეთე სურთ.

 

ეს ისეთი რამაა, როგორც კაპიტალური რემონტი. რაც უფრო მცირეა ეს სტრესი,  მით უფრო ძლიერია კონტაქტი ს უ ლ ს ა  და  ქ ა ლ ი ს არსთან. და ქალურობის შესაძენად დახარჯული ძალისხმევის ლომის წილი, შეიძლება არც იყოს საჭირო, რადგან  შ ი ნ ა გ ა ნ ი ქ ა ლ ი თვითონ გამოავლენს თავს.

 

კიდევ ბევრი წერს „ ცუდ გოგონებზე“ .ჩემი  აზრით, ცუდი გოგონა--ეს ჩვეულებრივი გოგონაა, გოგო, ქალი.  უბრალოდ ის არ არის „ კარგი“ ,  ნამდვილი. ამ ნამდვილობის მიღწევას შეიძლება დავეხმარო საკუთარი თავის მიღებით, ისეთის როგორიც ვარ, მთელი ჩემი წინანდელი გამოცდილებითა და შიშის ენერგიებით, წყენით, საკუთარი გულისა და სხეულის  სურვილების მიღებით და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებით „ ღ ი რ ს ე ბ ა.“

უკიდურესობა კარგი არ არის. ყველაზფერი ზედმეტი მაწყინარია. ისევე როგორც განმარტება: კარგი, ცუდი. მე ყველაზე მეტად  „ ნამდვილი“ მომწონს.

 

შეიძლება ბევრი უმტკიცო საკუთარ თავს, რომ ჩემი განვითარება  ვიღაცას სჭირდება, ათასობის ადამიანს აბედნიერებს და ასე შემდეგ.მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ყველაფერს პირველ რიგში ჩვენთვის ვაკეთებთ.

 

მსხვერპლად ვწირავთ ჩვენს სურვილებს, აზრებსა და ენერგიას სხვას ხოლოდ იმის გამო, რომ კრიზისის დროს ისინი დაგვეხმარნენ  ბოლოსდაბოლოს საკუთარი თავისკენ მოვტრიალდეთ,  შევიცნოთ ჩვენი სურვილები და სული.

 

ასე რომ ყველაფერი კარგადაა!

ავტორი: ანნა მოლოკოვა

თარგმნა ლელა დალაქიშვილმა

 

და რისთვის გვჭირდება ქალურობა? რა გაიძულებთ ქალურობის შესაძენად?--გაგვიზიარე შენი გამოცდილება და მოტივაცია კომენტარებში ქვემოთ.

  © ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი