თუ გინდა, რომ შეცვალო სამყარო, შეიყვარე მამაკაცი. სინამდვილეში გიყვარდეს ის.  აირჩიე ის, ვისი სულის ძახილიც გესმის, ვინც გხედავს, ის ვინც იმდენად გამბედავია,  რომ არაფრის არ ეშინია.

 
 მიიღე ის, ფრთხილად მიიყვანე შენს გულთან, იქ სადაც სითბოს იგრძნობს და დაისვენებს. დაწვი მისი მძიმე ტვირთი შენში ანთებული ცეცხლით.  ჩახედე თვალების სიღრმეში და დაინახე, რა არის მასში მიძინებული, რა არის ცოცხალი, რა გადაწყვეტილების მიღება უჭირს და რას ელოდება.
 
ჩაიხედე თვალებში და იქ იპოვე მისი მამა და ბაბუები, ყველა ომი და სიგიჟე რაც მათ ოდესღაც, სადღაც გამოიარეს. შეხედე მათ ტკივილსა და ჭრილობებს, შრომას და დანაშაულს, ყველანაირი განსჯის გარეშე... და გაუშვი ეს ყველაფერი. იგრძენი მისი დაბადების დრო და იცოდე, რასაც ის ეძებს, იმის უსაფრთხო მტკიცებულება შენშია.  მიეცი მას უფლება, უფლება გაიხნას შენი და იცოდე რომ, შენ არ გჭირდება აირეკლო ბრაზი და რისხვა, რადგანაც შენში არის ტკბილი და ღრმა ქალურობა, რომელიც მის ძველ ტკივილსა და ჭრილობებს განკურნავს.
 
თუ გინდა შეცვალო სამყარო, შეიყვარე მამაკაცი. სინამდვილეში გიყვარდეს ის. დაჯექი მის წინ. მთელი შენი  დიდებული ქალურობით, შენი მოუხელთებელი ხასიათით, ბავშვური უმანკოებით...  შენი სიკვდილის სიღრმეში დაპატიჟე.. მიეცი ამის უფლება, ჩუმად დაუთმე მის მამაკაცურ ძალას გადმოდგას ნაბიჯი შენთან შესახვედრად... რათა ერთად გაცუროთ დედამიწის გულში, უსიტყვო სიბრძნეში, და როდესაც ის გაიწევს განზე (ამას აუცილებლად გააკეთებს... შიშით გაიქცევა თავის გამოქვაბულში), შეკრიბე შენს ირგვლივ შენი ბებიები.... გადაიფარე მათი სიბრძნე.... მოუსმინე მათი რბილ მოძრაობებს… დააწყნარე შენი შეშინებული გოგოს გული... დაარწმუნე, რომ უნდა მოდუნდეს.... და მოთმინებით დაელოდე  შენი მამაკაცის დაბრუნებას, დაჯექი და მის ხის ქვეშ იმღერე, მოგონებებზე...
თუ გინდა შეცვალო სამყარო შეიყვარე მამაკაცი. სინამდვილეში გიყვარდეს იგი.
 
არ მიიტყუო მისი პატარა ბიჭუნა ეშმაკობით, ხაფანგით, ილუზიებით, ტყუილით... ქსელში კი გაებმება, მაგრამ ეს გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე მისი ძმების მიერ გადატანილი ნებისმიერი ომი. ეს არ არის ქალურობა, ეს არის შურისძიება.  ეს არის შხამი, რომელიც ამრუდებს სწორ ხაზებს, ეს არის სამყაროზე ძალადობა.  ასეთი ქალს არ აძლევს კაცს ძალას, პირიქით ასუსტებს მას, კასტრაციას უკეთებს! საბოლოო ჯამში, ასეთი ქმედებების სედეგად ყველა წაგებული რცება...
 
არ აქვს მნიშვნელობა საკუთარმა დედამ გაათბო თუ არა ის, ანახე ახლა ნამდვილი დედა! ეალერსე, შეუშვი შენს სიღრმეში და გაუზუარე დედამიწის გულის მხურვალება.  
ნუ დასჯი მას იმ ჭრილობებისათვის, რომლებიც შენს მოთხოვნებს და კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. 
 
თუ გინდა შეცვალო სამყარო შეიყვარე მამაკაცი. სინამდვილეში გიყვარდეს იგი.
გიყვარდეს ისე რომ, იყო სრულიად შიშველი და გახსნილი.  ისე გიყვარდეს, რომ გახსნა შენი სული და სხეული სიცოცხლისათვის და სიკვდილისათვის, იყავი მადლიერი შესაძლებლობისათვის რომ, ერთად იცეკვოთ ჩუმი ტყეებისა და ბობოქარი ქარის მიღმა. იყავი იმდენად ძლიერი, რომ იყო სუსტი, მიეცი მას უფლება დალიოს შენი რბილი და მათრობელა სურნელი.  მიეცი უფლება, რომ დაგიცვას და მხარი დაგიჭიროს. დავარდი მის ხელებზე და ენდე, რათა მან დაგიჭიროს, თუნდაც მანამდე ათასჯერ იყო დალეწილი. 
თუ გინდა შეცვალო სამყარო შეიყვარე მამაკაცი. სინამდვილეში გიყვარდეს იგი.  მხარში დაუდექი, აჭამე, მიეცი უფლება, მოუსმინე მას, უმკურნალე და ის აუცილებლად გაგიფრთხილდება, გაგამხნევებს, დაგიცავს თავისი ძლიერი ხელებით, ჩამოყალიბებული აზრებით და მკვეთრი გადაწყვეტილებებით.  თუკი შენ მისცემ მას უფლებას, მას შეუძლია იყოს ის ყველაფერი, რაზეც შენ ოცნებობ...
 
თუ გინდა რომ გიყვარდეს მამაკაცი, შეიყვარე საკუთარი თავი, გიყვარდეს მამა, ძმა, შენი შვილი, ყოფილი მამაკაცი: დაწყებული იქიდან ვისაც პირველად აკოცე, ბოლოთი დამთავრებული, რომელიც გამოიტირე... მადლიერი იყავი იმ საჩუქრებისთვის, როლებიც გზაში შეგხვდა, რათა შეხვედროდი  მას ვინც ახლა შენს წინაშე დგას...
 
თარგმნა სალომე გოგეშვილმა.
 
პროგრამა „ქალურობის სკოლა - რიგითი ქალიდან ქალღმერთამდე“
 
© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი