მითი 1. ქალი უნდა იყოს უნაკლო

(იდეალური, სრულყოფილი).

ყველგან და ყოველთვის უნდა ეცვას და გამოიყურებოდეს სრულყოფილად,ღმერთმა ნუ ქნას  ისაუბაროს სისულელე და დაარღვიოს მანერები ან ჟესტები  ...

ეს სურათი  გვხვდება ძირითადად სატელევიზიო რეკლამებსა  და ფილმებში, რომელიც გვიჩვენებს, "სრულყოფილი" ქალების განათლებას,სადაც ნათლად აღინიშნება,ჩვენი ხარვეზები, რომ ჩვენ მიჩვეულნი ვართ მათ ფოკუსირებას...

მაგრამ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში ...

ისე ხდება, რომ გამოიყურებით გრანდიოზულად , მაგრამ როდესაც  ავადმყოფობთ - ცხვირი წითლდება ,თვალები წყლიანია და სარკეში ჩახედვა არ გინდათ, რომ არ უყუროთ საკუთარ თავს ...

ზოგჯერ ენერგიის დახარჯვის გარეშე გამოდის  ყველაფერი ,ხდება ისეც რომ   ყოველი მცდელობა მარცხით სრულდება.ამ დროს ტირილი გინდებათ და  საკუთარ თავს ეკითხებით: "რატომ?" ...

სახლში სუფევს წესრიგი, მაგრამ ყველაზე ხშირად შემოქმედებითი ქაოსი მეფობს ...

ზოგჯერ გსურთ ჩაცვიათ გამჭირვალე წინდა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიზოგჯერ კი სააბაზანო ხალათი  და თბილი წინდებით შეიმოსოთ ...

ზოგჯერ, საუბრობთ, ტკბილად,ზოგჯერ, აფეთქდებით და კიდევ უფრო მეტს ამოაფრქვევთ ვიდრე ფიქრობთ ...

ზოგჯერ, ჩვეული ნაბიჯით მიდიხართ ფეხით , და ზოგჯერ გაიქცევით...

ჩვენ ყველანი სულით ვართ სრულყოფილნი, მაგრამ აქ დედამიწაზე ვცხოვრობთ რათა მივიღოთ ადამიანური  გამოცდილება, ცუდი გვეხმარება, რომ დავინახოთ კარგით და ნეგატივით - პოზიტივი.

უნაკლოდ -საყვედურის გარეშე ... პირველ რიგში, საკუთარი თავის ადანაშაულებთ, სიცოცხლეს, მამაკაცებს  სხვადასხვა  სიტუაციებში.

ხანდახან, ქალი დუმილით შემოგხედავთ, თითქოს არაფერი არ უთქვამს,თუმცა ხშირად ის შეურაცხყოფილია - შინაგანად საყვედურობს. 

საკუთარი თავის შიდა შეურაცხყოფა - არასრულყოფილების, არა იდეალიზმის, ბრალია

საკუთარი ცხოვრებისადმი საყვედური - უსამართლობა, შეცდომები რომ ვერ გათვალა და უზრუნველყო სირთულის გზა.

შინაგანად საყვედურობს მამაკაცებს - რადგან ხშირად ისინი არ არიან მამაკაცები, ან არ იქცევიან ნამდვილი მამაკაცებივით.

სრულყოფილება - შინაგანი შეურაცხყოფის გარეშე.

დიახ, თქვენ მრავალფეროვანი ხართ, მაგრამ- ნამდვილი, ცოცხალი, ცვალებადი, მჩქეფარე, თქვენ სპეციალურად და საგანგებოთ არ ინარჩუნებთ მუდმივად ნიღაბს .

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ზრუნავთ საკუთარ თავზე, არ იმოსებით ლამაზად, არ გაინტერესებთ  მაკიაჟი და ჟესტები, სხეულის პოზიცია, თუ როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს მსოფლიოს ...

დიახ, მე ყურადღებას ვაქცევ ყოველივეს , თუმცა არა იმიტომ, რომ  სრულყოფილება შევიგრძნო, არამედ იმიტომ, რომ საშუალებას მაძლევს  გავეცნო თავს უკეთ,აღმოვაჩინო  შიდა საგანძური და ვისიამოვნო -საკუთარი თავის  აღმოჩენის პროცესით.

გაზიარეთ და  თქვენი მოსაზრება დააფიქსირეთ კომენტარებში :))

ქალურობის სილამაზით

ევგენია მედვედევა


თარგმნა თამარ რეხვიაშვილმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი