აღქმისუნარიანობა - კიდევ ერთი თვისება, რომელიც ქალს განსაკუთრებულ მომხიბლელობას ჰმატებს მამაკაცის თვალში.

რა არის ეს? მოდით, შევეცადოთ გავერკეთ.

ხდება ხოლმე, რომ ქალების ერთი ნაწილი პაემანზე იოლად უვლის გვერდს ბასრ კუთხეებს, ხოლო მეორეს არ ჰყოფნის მოქნილობა და მოთმინება. და სწორედ აღქმისუნარიანობა აძლევს ნებას ქალს იყოს მოქნილი და ბრძენი ურთიერთობებში.

აღქმისუნარიანობა - ეს არც მორჩილებაა და არც თავის მსხვერპლად შეწირვა. რათქმაუნდა, დღეისთვის ბევრ არ აწყენდა კიდეც მორჩილების სწავლა. მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს..

ახლა კი მინდა გითხრათ, რომ როცა ქალს უყვარდება... მისი თავი სადღაც ქრება.. ანუ მას ეკარგება საღად აზროვნების უნარი.. და რა? ის იწყებს გაუაზრებლად თავის და ცხოვრების მსხვერპლად გაღებას. რატომ? ის გულუბრყვილოდ იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი ორმხრივი იქნება. უბრალოდ დაფიქრდით...

ნუთუ ჩვენი უმეტესობა არ არის დარწმუნებული რომ სიყვარული ეს ორმხრივი თავგანწირვაა. მაგრამ ეს ასე არ არის. მამაკაცს ეს არ სჭირდება. რაც მთავარია, ღირსეული მამაკაცი, რომელიც თავს პატივს სცემს, ამას არ მოითხოვს.

ქალების უმეტესობა კი ასეთ მამაკაცთან შეხვედრისას იწყებს თავდაუზოგავ მცდელობას მოაწონოს მას თავი და ასიამოვნოს. და როდესაც ეს ხდება საკმარისად დიდი დროის განმავლობაში, ქალი რისკავს რომ რაღაც მომენტში იგრძნობს წყენას იმ მამაკაცისგან, რომელიც არ არის მზად ასეთ მსხვრეპლზე წასასვლელად. სწორედ ამ დროს იწყება პრობლემები.

აღქმისუნარიანობა- ეს არის მზაობა მივიღოთ ის, რასაც გვთავაზობენ მოცემულ გარემოებებში, და არ გავნაწყენდეთ  რომ ვიღებთ იმაზე ნაკლებს ვიდრე შეგვეძლო რომ მიგვეღო. ეს არის უნარი იპოვო რაღაც კარგი ნებისმიერ სიტუაციაში. ყველაზე რთულ მომენტშიც კი გქონდეს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

აღქმისუნარიან ქალს შეუძლია დათანხმებაც და უარის თქმაც თუ მას ეს სჭირდება. ის არა მარტო მზადაა მიიღოს ის რაც მას სურს, არამედ აქვს უნარი კატეგორიულად უარყოს ის, რაც მას არ მოსწონს.

აღქმისუნარიანი ქალი არ ელის მამაკაცისგან იმაზე მეტს, რისი მიცემაც მას შეუძლია. არ ექცევა მამაკაცს ისე თითქოს კაცი ვალდებულია მისი მოლოდინები გაამართლოს. ის ხედავს რეალურ მამაკაცს და არა თავის მოფიქრებულ იდეალს.

 

თანაგრძნობა

მსუბუქები და მხიარულები!

მამაკაცებს მოსწონთ ქალები რომლებიც იღიმიან. მამაკაცს სურს იყოს იმ ქალის გვერდით, რომელიც მას აგრძნობინებს, რომ კაცს შეუძლია ის გააბედნიეროს. ეს მას აძლევს ძალას, რომ მართლაც გახადოს ქალი ბედნიერი.

ქალი რომელსაც შეუძლია აღფრთოვანება. ქალის აღფრთოვანება, თუ ის ბუნებრუვად და ძალის დატანების გარეშეა გამოხატული, განსაკუთრებით მიმზიდველია მამაკაცებისთვის. მაგრამ არა პირფერობა, ეს არის უნარი გულწრფელად გამოხატო შენი აღფრთოვანება, იმის მიმართ, რაც ნამდვილად მოგეწონა. კაცები გრძნობენ ტყუილს. ბევრი ქალისთვის კი არ იქნებოდა ცუდი ესწალათ გაემახვილებინათ ყურადღება პოზიტივზე. რაც არ უნდა გაჩუქონ, სადაც არ უნდა დაგპატიჟონ - ყველაფერში შეიძლება დადებითი მომენტის პოვნა.

შეიძლება ვარჯიშის დაწყება ნებისმიერ სიტუაციაზე თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერში ეძებოთ ის რაც მოგწონთ.
  

ოთხი სემინარი მამაკაცის ფსიქოლოგიასა და ბუნებაზე: http://inga-bless.tilda.ws/prtxilad_mamakaci_2

თუ მოგეწონათ სტატია გააზიარეთ და თქვენი მოსაზრებები დაგვიტოვეთ კოენტარებში

ი. კრილოვა
თარგმნა მარიამ ბაგაურმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი