ახლა ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქალი. ქალი უნდა იყოს მოსიყვარულე, მზრუნველი, შთამაგონებელი, მიმზიდველი სექსუალური, ბრძენი, დიასახლისი და ა.შ.

რატომ არ შეიძლება ქალი იყოს მგზნებარე, ვნებიანი? რატომ არ შეიძლება ქალი იყოს თვითკმაყოფილი და მოსიყვარულე, ძლიერი (ქალურად) და საყვარელი?

რატომ არ შეიძლება ჩამოთვლილი თვისებები მამაკაცს ეკუთვნოდეს? მასაც ხომ შეუძლია იყოს სექსუალური, კარგი მეოჯახე სახლში, მოსიყვარულე და მზურველი??? მაშინ რატომ ითვლება ეს თვისებები სუფთა ქალურად?

ყველა შეხედულებას და წესებს შორის ძნელია იპოვო თავი როგორც ქალმა. რადანაც ხშირად ამ შეხედულებებს ცხოვრებისეული ძალა არ აქვთ, სანამ ის არ იქნება შიგნით, როგორც ბუნებრივი შინაგანი შეგრძნება, სპონტანური რეაქცია, მაგრამ არაფორმალური (და აუცილებელი) „ატრიბუტი“ ქალისთვის.

მე კი მაინც გთავაზობთ დავუბრუნდეთ ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას და გავხდეთ მგრძნობიარენი. რადგან ქალი თავისი ბუნებით ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ ბუნების სწორედ ამ ნაწილს გამოყოფს, და არ რთავს თავის თავს ნებას ბოლომდე გრძნობდეს ( ეს გულისხმობს არა მარტო სიხარულს და სხვა ნათელ გრძნობებს, არამედ ტკივილს, სისუსტეს და სხვა) და მიიღოს მგრძნობიარე გამოცდილება.

მე ძალიან მინდა რომ, თუნდაც ერთი წამით გამოხვიდეთ თქვენი წარმოდგენებიდან იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ქალი და როგორი ქალი უნდა იყოთ თქვენ და უბრალოდ იგრძნოთ თავი ქალად.

არ იფიქროთ და არ ეცადოთ განავითაროთ თქვენში ქალური თვისებები, არამედ გრძნოთ თქვენი ქალური საწყისი, იმ ქალში, რომელიც თქვენ ხართ.

დიახ, თქვენ არ მარტო აბსტრაქტული ადამიანი ხართ, თქვენ ქალი ხართ, თქვენ ქალური ბუნება გაქვთ და თქვენს ქალურ არსებას სურს თავისუფლებაზე გამოსვლა.

ასე რომ დართეთ  თავს ნება იგრძნოთ თავი ქალად.

მიეცით ნება ამ გრძნობას, შეგრძნებით გამოვიდეს შიგნიდან, ვთქვათ როგორც დაბადოს შიგნიდან და გახდეს თქვენი საერთო მდგომარეობა და შეგრძნება. ამასთან თქვენ აუციებლად უნდა იგრძნოთ თავი არა სექსუალურად, არა ნაზად, არ რაიმე სხვანაირად.. ეს ყველაფერი ზღვარია, ქალურობის ასპექტები, არამედ სწორედ ქალად.

შემდეგ საჭიროა იყოთ ამ ქალურ მდგომარეობაში და  დააკვირდეთ, რა ხდება თქვენს თავს და რა ხდება გარშემო, როცა თქვენ თავიდან ფეხებამდე, მთლიანად და სრულებით გრძნობთ თავს ქალად.

რამდენიმე ასეთი მომენტი ცვლის სამყაროს აღქმას, რამდენადაც თქვენ იხსნებით, იმდენად აღიქვამთ სიტუაციას და ხედავთ საუკეთესო გამოსავალს მისგან, არ შეეწინააღმდეგოთ, რადგანაც ყველაფერი იოლი ხდება, რადგან თქვენ თავს გრძნობთ ავსებულად და ამ მდგომარეობიდან იღებთ და გასცემთ,  თქვენ იწყებთ დინებაში ცხოვრებას, ხედავთ შესაძლებლობების იმ კარებებს რომლებიც იღება თქვენს წინაშე და მათ რომლებმაც უკვე ამოწურეს თავისი თავი და საჭიროა მათი გაშვება.

ყველაზე საკვირველ გარდასახვას ნახავთ სწორედ მაშინ როდესაც თავს იგრძნობთ ქალად. სწორედ გრძნობის და შეგრძნების შემდეგ მოვა საკუთარი ქალურობის არსის გაგება, თქვენი სილამაზის და უნიკალურობის აღქმა. თქვენი შინაგანი არსის გაცნობასთა ერთად ქალურობის ყველა ატრიბუტი წყვეტს ფორმალურად არსებობას და მთლიანად ასახავს ქალის შინაგან სამყაროს.

მაგრამ თუ თქვენ ამას არ გრძნობთ რა გიშლით ხელს თავი ქალად იგრძნოთ?

ეს კითხვა ჯერ საკუთარ თავს დავუსვი, შემდეგ ძალიან ბევრ ქალს, ასევე პროექტის „ჩემი შემოქმედებითი გენიოსის“ მონაწილეებს, რათა გამომეჩინა მათი შინაგანი მუხრუჭები, დაბრკოლებები მათი როგორც ქალის გზაზე.

ხშირად პირველი პასუხია გვერდში მამაკაცის არ არსებობა (ან რომ კაცი არ არის მამაკაცური). - რომ მე თავს ქალად ვგრძნობ მამაკაცის გვერდით, ან მაშინ როდესაც რაიმე ლამაზი მაცვია, მთელი „შეიარაღებით“, როდესაც ეს უფრო დამოკიდებულებაა და შინაგანი სიცარიელის ამოვსება. ქალად თავს ყოველთვის გრძნობენ.

ამიტომაც როდესაც მე ვკითხულობ, გრძნობთ თუ არა თავს ქალად, იგულისხმება მტკიცე შინაგანი ქალურობის შეგრძნება, რომელიც ყველა სიტუაციაში თქვენთან რჩება, ყველა გარემოებაში, გყავთ თუ არა ვინმე გვერდით, ჩაცმული ხართ თუ გახდილი, რამდენი გაქვთ ფული და ა.შ და რა გვიშვლის ხელს რომ ვიგრძნოთ თავი ასე და ვიცხოვროთ ქალურობის შეგრძნებით მუდამ?

იმიტომ რომ თუ ქალი თავს ასეთად არ გრძნობს, ის ასეთი არ არის, ვინაიდან არ გამოხატავს თავს ქალად. ის შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი თანამოსაუბრე, მოცეკვავე, მეგობარი, თითქმის იდეალური ყველა ურთიერთობაში, მაგრამ არა ქალი. და შესაბამისად ვერც მიიქცევს ყურადღებას როგორც ქალი.

სწორედ ამის გამო ერთ ერთ ტრენინგზე დავსვი კითხვა: როგორ განვავითარო რომელიმე თისება, თუ თავს არ ვგრძნობ ქალად? იქნებ დასაწყისისთვის თავი ვიგრძნო ქალად, შემდეგ კი ქალური საზღვრების გახსნის პროცესი (მაგალითად შენში განავითარო გოგოა, დედოფალი და სხვა) უფრო იოლად ჩაივლის? ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

და თქვენ გრძნობთ თავს ქალად? და თუ არა, რა გიშლით ხელს  ასე იგრძნოთ თავი?

თუ მოგეწონათ სტატია გააზიარეთ და თქვენი მოსაზრებები დაგვიტოვეთ კოენტარებში

ევგენია მედვედევა
თარგმნა: მარიამ ბაგაურმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი