რა არის ქალური ბედნიერება? და რატომ არ არის ასეთი ტერმინი როგორიცაა „მამაკაცური ბედნიერება“?! როგორც ჩანს, ქალური ბედნიერება რაღაც განსაკუთრებულია?!

ზოგჯერ ჩვენ, ქალები, თავს ვუსვამთ კითხვას: „ რატომ ვარ ასე უბედური? რას ვაკეთებ არასწორად? ნუთუ არ დამიმსახურებია ბედნიერება?!“  ჩვენგან უფრო გონიერები ღმერთს მიმართავენ:“ რა გავაკეთო, რომ უფრო ბედნიერი ვიყო? რა შევცვალო ჩემს თავში?“

ანატოლი ნეკრასოვი წიგნში „ვისწავლოთ სიყვარული“ წარმოგვიდგენს ღმერთის პასუხს ასეთ შეკითხვებზე, მიმართავს რა თითოეულ ჩვენგანს, შემდეგნაირად:“ ძვირფასო, მე შენ მოგეცი ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომამ მიწაზე ბედნიერი იყო. აქ ყველაფერია შენი განვითარებისთვის, შენი სიხაულისთვის. მე მოგეცი შენ შესანიშნავი ულამაზესი სხეული, ეს ძალიან რთული, განსაცვიფრებელი ორგანიზმია, მაგრამ როგორ ექცევი მას?! მე მოგეცი შენ ღრმა გონება, მაგრამ არ ცდილობ მის განვითარბას, შენ მისი შესაძლებლობების 10% ზე ნაკლები აივისე. მეორეს მხრივ, შენ გონებას მიეცი ნება აიღოს ძალაუფლება შენზე და ის მბრძანებლობს, გეგმავს შენს ცხოვრებას. რადგან ასე ფიქრობ, ასე ცხოვრობ! ინტუიციას არცერთი პროცენტით არ იყენებ. არადა ეს გარესამყაროსთან შენი ურთიერთობის მთავარი ორგანოა, მაგრამ შენ მას თითქმის არ იყენებ. ამიტომაც შენ ძალიან ბევრ პრობლემას და ტანჯვას იქ, სადაც ისინი არ უნდა იყოს.

შენი სული ძლივს კონტაქტობს შენთან, იმიტომ რომ სწორედ შენ შექმენი უამრავი დაბრკოლება მისთვის გულისკენ მიმავალ გზაზე. არც კი ცდილობ მოუსმინო მას, ეკონტაქტო, მას კი შეეძლო შეეხსენებინა შენთვის, თავადვე, თავისუფალი ნების გამოვლენით, როგორ აირჩიე როდის და სად დაბადებულიყავი, რომელი განსაცდელი გაგევლო, რა გესწავლა, ანუ შენ თვითონ დაწერე შენი ცხოვრების მოცემული სცენარი.

მე შენ მოგეცი თავისუფალი ნება, და არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას  შენს ცხოვრებაში ჩავერიო, შევზღუდო შენი თავისუფალი ნება, თუ შენ თვითონ არ გსურს ეს. და და ყველაზე ხშირად შენ ავლენ თავისუფალ ნებას, რომ უარესი დამართო შენს თავს! მე ამას ვხედავ შენთან პრეტენზიები არ მაქვს, მე შენს არჩევანს პატივს ვცემ. თავისუფლება ნაბოძები გაქვს შემოქმედებისთვის. შექმენი სიხარული, ბედნიერება შენს ცხოვრებაში - შენ შეგწევს ამის ძალა და ნება, და შემდეგ ტანჯვა აღარ იქნება.

მე მოგეცი შენ ყველაზე კარგი რაც მაქვს - სიყვარული. როგორ გამოიყენე ეს საჩუქარი? შენი სიყვარულით შეგეძლო შეგექმნა სიყვარულის უშველებელი სივრცე, რომელშიც შენც და ბევრი სხვაც ბედნიერები იქნებოდით. იცოდე, რომ შენი სიყვარულით შენ მეთელი მსოფლიოს დაპყრობა და სატანჯველის მოცილება შეგიძლია არა მხოლოდ შენი ცხოვრებიდან!  აი ასეთია შენი შესაძლებლობები!“

აი ასეთ პასუხს მიიღებდით ღმერთისგან რომ შეგძლებოდათ გაგეგონათ მისი.

ამგვარად, შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, რომ ბედნიერ ქალად ყოფნა საკმაოდ ადვილია. ბედნიერების მთავარი დაბრკოლება  ჩვენი გონებაა. სწორედ ის ერევა თქვენს ბედნიერ ცხოვრებაში და იღებს ძალაუფლებას მასზე. შემდეგ კი „ქალური ბედნიერებისკენ“ მიმავალი გზა ძნელი და რთულადმისაღწევი გვეჩვენება. ყოველი ჩვენგანი ამ პრობლემის წინაშე მარტო არ დგას. ძალიან ბევრ ქალს გონება აგზავნის ნებისმიერი მიმართულებით: მეცნიერებაში, ბიზნესში  და სხვა სფეროებში, იმისთის რომ მათ არ გადაწყვიტომ თავიანთი მთავარი ამოცანა - სიყვარულის სივრცის შექმნა და მისი უმთავრესი ნაწილი - მამაკაცის სიყვარული, რადგანაც მამაკაცის მიმართ სიყვარულის გარეშე სიყვარულის სივრცე ვერ შეიქმნება!

ნაწილი II

თუ მოგეწონათ სტატია გააზიარეთ და თქვენი მოსაზრებები დაგვიტოვეთ კომენტარებში

წყარო: იაროსლავის აღორძინების ცენტრი

თარგმნა: მარიამ ბაგაურმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი