ნაწილი I

საიდან უნდა დავიწყოთ გზა ამ ქალურ ბედნიერებამდე? საკუთარი ცხოვრების რეალური არსის გაცნობიერებით. სული იმყოფება მიწაზე, ქალის სხეულში იმისთვის, რომ ისწავლოს სიყვარულის სივრცის შექმნა და ისწავლოს მამაკაცის სიყვარული.

რას ნიშნავს ეს?! რასაკვირველია, ერთოულად ყველა კაცის სიყვარული შეუძლებელია. ამიტომ დასაწყსისთვის საჭიროა ვისწავლოთ მათი პატივისცემა. და პირველი, ვისგანაც უნდა დაიწყოთ, ეს მამათქვენია. სწორედ ის- პირველი კაცი რომელიც ჩნდება გოგონას სივრცეში და სწორედ მასთან ერთად უნდა გაიაროს მამაკაცთან ურთიერთობის ბევრი ეტაპი. იმაზე, თუ როგორ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს ქალიშვილი მამასთან, დამოკიდებულია მისი სამომავლო ურთიერთობა მამაკაცებთან. და თუ ეს საკითხი ბავშვობაში არ არის გადაწყვეტილი, მისი გადაწყვეტა მოგვიანებითაც შეიძლება, მაშინაც კი თუ მამა გვერით არ არის.  რადგანა თქვენს მასთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ისაა რაც ქვეცნობიერში გაქვთ. სჭიროა ვისწავლოთ მამაში მამაკაცის დანახვა. ვიგრძნოთ მასში მამაკაცი, მოვექცეთ როგორც მამაკაცს, ვესაუბროთ როგორც მამაკაცს, და ეს ყველაფერი უსაზღვრო პატივისცემით და სიყვარულით. ყურადღება, ზრუნვა, მოფერება. ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში თქვენთვის. ამგვარად, თქვენი ქალურობა მიიღებს ძალიან ძლიერ საგვარეულო ენერგიას, და ისინი თქვენს ირგვლივ ბედნიერების და წარმატების სივრცეს შექმნიან.

თუ უკვე ქორწინებაში ხართ, გყავთ შვილი, ამ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი ცხოვრების უფრო პოზიტიური კურსისკენ მიმართვა. თუ თქვენი ქორწინება სათანადოდ ბედნიერად არ მიგაჩნიათ, საჭიროა ქმრისადმი დამოკიდებულების გადახედვა. ეს აუცილებელი პირობაა თქვენი ამოცანების ამოსახსნელად. გაიხსენეთ როგორ იწყებოდა ყველაფერი, ალბთ რაღაც კარგით და თქვენი მოვალეობა  იყო ეს კარგი გაგეღვივებინათ, და შეგენარჩუნებინათ ყველაფერი საუკეთესო. ბევრი ქალი გათხოვების შემდეგ ელოდება რომ ქმარი შეუქმნის ბედნიერებას. აიღეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედნიერება საკუთარ ხელში. გახდით გონიერი ახლა, აპატიეთ ქმარს ყველაფრისთვის, შეწყვიტეთ მისთვის პრეტენზიების წაყენება, მიაქციეთ ყურადღება მის საუკეთესო მხარეს - ის აუცილებლად აქვს მას (სხვაგვარად, რატომ გაჰყვებოდით მას ცოლად?) .

რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ ძვირფასო ქალებო, თუ უკვე ბევრი წელია ნაცხოვრები და მოგბეზრდათ შეცდომების სიმრავლე, არ ღირს ფარ-ხმალის დაყრა - საკუთარი თავის შეცვლა, საკუთარი საუკეთესო მხარეების წარმოჩენა არასდროს არის გვიან!!!

უბრალოდ გამოიყენეთ რამდენიმე „საიდუმლო“ წესი:

-  ყოველი მამაკაცი, რომელიც თქვენს გზაზე გხვდებათ, შესაძლოა განიხილოთ როგორც სიყვარულის, პატივისცემის, ქალურობის წარმოჩენის  მორიგი გაკვეთილი;

- ყოველი შეხვედრა ხდება იმიტომ რომ წარმოაჩნოთ თქვენი ქალურობის რომელიმე ზღვარი, სიყვარულის, პატივისცემის; რომ მიიღოთ სიხარული და გაუზიაროთ ის სხვებს;

- სიყვარულით და პატივიცემით ნაცხოვრები ყოველი „შეხვედრა“ მამაკაცთან (ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში კოლეგასთან, ლიფტში მეზობელთან და ა.შ) სულის რაღაც ზღვარს ხსნის, ქალურობის სასმისს კიდევ ერთი წვეთი ემატება, ამცირებს კარმულად, საგვარეულო ტვირთს, უიოლებს შვილებს ცხოვრებას და ხდის ცხოვრებას უფრო ბედნიერს.

ცხოვრების უმაღლესი რეალიზაცია მდგომარეობს იმაში რომ შეიქმნას სიყვარულის ისეთი სივრცე, რომელშიც მიმდინარეობს მხიარული, ლამაზი, ბედნიერი ცხოვრება. რაც უფრო მეტია ქალის ცხოვრებაში სიხარული, სილამაზე, სიყვარული, მით მეტად რეალიზდება იგი. ასეთ სივრცეში მოვა შესაბამისი კაციც და ასეთი ქალის გვერდით ის გასაოცარ შედეგებს მიაღწევს, მის სივრცეში გაჩნდება ის რაც მას სჭირდება!!!

კიდევ ერთი დაბრკოლება ბედნიერებისკენ სავალ გზაზე, ეს არის ურთიერთობები სამსახურში! ყველა მიეჩვია აზრს რომ სამსახურში ქალმა უნდა იმუშავოს. სხვანაირად როგორ? ამაშია პრობლემა, რომ განსხვავებულად ფიქრობს და მოქმედებს ძალიან ცოტა ქალი.

დაუფქრდით შემდეგ სიტყვებს, შეიგრძენით მათი ჟღერადობა, გაიხსენეთ საკუთარი თავი! ქალი მიდის სამსახურში რომ მიიღოს სიამოვნება ურთიერთობებისგან, საქმიანობისგან, თავისი სილამაზით და სიყვარულით სხვების დაჯილდოვებისგან, მისდამი გამოჩენილი ყურადღებისგან. ამგვარად ის ქმნის სიყვარულის სივრცეს, რომლშიც ყველა მისი სურვილი სრულდება და ამისთვის ის ფულს იღებს. სწორედაც იღებს და არა გამოიმუშავებს! იღებს ხელფასის , ქმრის მიერ კარგი უზრუნველყოფით და საჩუქრების სახით.. ქალის სიყვარულის სივრცეში ნამდვილი სასწაულები ხდება!

ძვირფასო ქალებო, გახსოვრეთ, რომ ნამდილი ქალისთვის მამაკაცი ყველაფერზე წავა! სწორედაც, ნამდვილი ქალისთვის!

გისურვებთ იპოვოთ ნამდვილი ქალური ბედნიერება!!!

თუ მოგეწონათ სტატია გააზიარეთ და თქვენი მოსაზრებები დაგვიტოვეთ კომენტარებში

წყარო: იაროსლავის აღორძინების ცენტრი

თარგმნა: მარიამ ბაგაურმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი