მითი № 2. ქალი უნდა იყოს სუსტი
 "სისუსტე – ქალის მთავარი იარაღია", - დაწერს ნებისმიერი ქალური ჟურნალი. მე დავაზუსტებდი: სუსტი იმაში, რაშიც მამაკაცს შეუძლია თავისი სიძლიერის გამოვლენა, რაშიც მისი ბუნება გამოავლენს მამაკაცურ სიძლიერეს.
 
მე დავამთავრე ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. სწავლის ბოლოს, ბიჭებზე არანაკლებ კარგად, ვხსნიდი ძალიან რთულ ამოცანებს. კი მე შემიძლია, კი მე  ძალისხმევას არ დავიშურებ, მაგრამ ეს მე მჭირდება? რისთვის, თუკი კაცი ამას მარტივად აკეთებს?
 
ქალებიდან ცოტა ვინმე თუ დაწერს html კოდს საიტისთვის, დახატავს შენობის ექსკიზს კვეთებში, შეაკეთებს კომპიუტერს…. მაგრამ კაცებიდან ცოტა ვინმე თუ ერთი შეხედვით მიხვდება, რა სჭირდება ბავშვს, ან რა მოხდა რაღაც სიტუაციაში. უსიტყვოდ. შინაგანი გრძნობით. ერთი შეხედვით.
 
როცა ქალი იწყებს თავისი ქალურობის წარმოჩენას, ის ხვდება ისეთ ილუზიაში, რომ ქალური ქალი - ეს რაღაც ჰაეროვანი ქმნილებაა, ყველას მოყვარული, ნაზი, ყველანაირი მნიშვნელობით მშვენიერი, სუსტი, რბილი, მიმღები.და გაუგებარია, როგორ უნდა იყოს ამ სამყაროში, იცხოვროს და იმოქმედოს.
 
 
ეს ქალურობის ერთი მხარეა. მაგრამ მეორე მხარეც არის – მიწიერი ქალი, რომელიც იყენებს თავის ძალას, მატერიის ძალას – მიწის, სტიქიის ძალას, სექსუალურობის ძალას, იმისთვის რომ შექმნას, იყოს სიყვარულის წყარო, გააჩინოს ბავშვები, შთაგონების წყარო იყოს კაცებისთვის… შეასრულოს თავისი მიწიერი მისიის ნებისმიერი დავალება.
 
სინაზისა და სიმტკიცის შეხამება, მოქნილობისა და მოთმინების, შთაგონების და მოქმედების… თავისი თავის სხვადასხვა ნაწილების გაერთიანება, თითქოსდა ერთმანეთდან დაუკავშირებელი ნაწილების - ძალა და სისუსტე ქალს ხდის საოცრად მოქნილს, ქალურს, პირველქმნილს.

ქალს აქვს ძალა სიცოცხლის გაჩენის. მასში - სიცოცხლის წყაროა. შინაგანი განახლების  ძალა, შემოქმედების და შთაგონების ძალა. გრძნობების ძალა, რომლებიც შობენ ინტუიციას. ინსტინქტური სიბრძნის ბუნება... ქალისთვის მთავარია ცხოვრებაში გამოიყენოს თავისი ძალა.
 
როცა ქალი აღიარებს თავის ძალას, ნამდვილ, ჭეშმარიტ ძალას, ის ხდება პირველქმნილი ქალი. ის არ იქნება შებოჭილი და შეზღუდული, რადგან ძალა – მის მიწიერ ნაწილში, მუცლის ქვევითაა, იქ ის უერთდება ღვთაებრივ ნაწილს და მოაქვს სიცოცხლე. "დიახ, მე ვიღებ ჩემს ქალურ ძალას, დიახ, მე ჩემ თავს ვუბრუნებ მას", - შექმენით ესეთი განზრახვა თქვენს თავში, და ის, თქვენს ცხოვრებაში, ჰარმონიულად შემოგიბრუნდებათ.
 
იგივე მითი ვრცელდება კაცებზეც: კაცი უნდა იყოს ძლიერი, არ უნდა ამჟღავნებდეს თავის სისუსტეს, არ უნდა აჩვენებდეს თავის გრძნობებს, არ უნდა აჩვენებდეს ცრემლებს, ტკივილს, იმედგაცრუებას… არ უნდა იყოს დაუცველი, არასოდეს, მხოლოდ მამაცი, ძლიერი. ეს დისბალანსი, გრძნობების იგნორირებამ მივიდა იმამდე, რომ კაცის ენერგია გახდა ზედმეტად სასტიკი, ხშირად ხისტი, ცივი.
 
ეხლახანს დავინტერესდი წინა ცხოვრებებით და წინა განსახიერებებში ვმოგზაურობდი. ერთხელ მოვხვდი ჩემს კაცის განსახიერებაში, სადაც შევიგრძენი, რას ნიშნავს იყო კაცი შინაგანად, რა არის კაცური. რადგან ჩვენ ქალები ამას ვერ გავიგებთ. ხშირად ჩვენ გვინდა დავინახოთ კაცები ისეთებად როგორებიც ცვენ ვართ.
 
მე გამაოცა ნათელმა აზრებმა, გონების ძალამ და იმან თუ როგორ ფიქრობს და აღითქვამს კაცი სამყაროს. კაცს აქვს უნარი მართოს აზრები – მოახდინოს აზრების კონცენტრაცია, იმდენად ზუსტად და ნათლად, чრომ რაღაცა შექმნას… კომპიუტერი, შენობა, ავტომობილი, ფიზიკის ახალი კანონი გახსნას, სრულყოს მექანიზმები… მამონტი დაამარცხოს ისრის ზუსტ გასროლით.
 
მოახდინო ფოკუსირება ამოცანაზე და გონებრივი ძალით ამოხსნა ის, ქალი ამოცანებს ხსნის ინტუიციის ძალით.
 
გონების ძალა – კაცის ძალის საფუძველია.
 
გრძნობების ძალა – ქალური ძალის საფუძველია.
 
მაგრამ გრძნობა შთაააგონებს გონებას მოქმედებისაკენ, ანუ აზრს ახორციელებს ცხოვრებაში.
 
გრძნობა გადამდებია, მუხტავს, ქმნის სურვილს, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. ეს შეიძლება იყოს მიღწევის, გამარჯვების, რაიმეს ფლობის, მნიშვნელოვანობის, ძალის აღიარების და ღირსების შეგრძნება. და ვინ იცის რომელმა გრძნობამ შეიძლება შთააგონოს მამაკას.
 
 შეადარეთ, არის აზრი «მინდა შოკოლადი». არის უბრალოდ აზრი, აზრის რომლის უკან არაფერი არ დგას, იწყება ყოყმანი «მჭირდება? მერე გავაკებ? და საერთო მაგის გარეშეც შემიძლია ვიყო…».
 
იქნება და  აზრის თანმხლები არის ნეტარების, სიამოვნების გრძნობა, მაშინ ჩნდება სურვილი, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს, და თქვენ ხტუნვით გაიქცევიტ შოკოლადისკენ, რათა შეიგრძნოთ ეს ნეტარება.
 
ქალის აზრები ძირითადად უმართავია, თავში ისეთი აზრების ქაოსია, რომელთაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი მნიშვნელობა, ისინი ერთი მეორის მიყოლებით ჩაიქროლებენ, სანამ რომელიმე აზრს არ გაებმევა ემოცია, ემოცია ამძიმებს აზრს, წონას აძლევს, მნიშვნელობას.
 
მე, მაგალითად, სტატიასაც როცა ვწერ, ყველა აზრი მაშინვე მიჩნდება, წარმოქმნილი აზრების ქაოსიდან უნდა შევადგინო ლოგიკური მიმდევრობის აზრები, გასაგები და აღქმადი სხვებისთვის.
 
ეს, ესე ვთქვათ, საერთო დაკვირვებაა, მთლიანობაში რაც დამახასიათებელია ქალებისათვის და კაცებისათვის. მაგრამ ჩვენში არის რაღაც კაცური ისევე როგორც ქალური, ამიტომ, ის რომ თითოეულ ადაამიანში ქალური და კაცური თვისებების შეხამებული გამოვლენა, ძალიან მრავალფეროვანია და უნიკალური.
 
არა, არსებობს, რათქმაუნდა, ისეთი ქალები, რომლებიც მარტივად ხსნიან ლოგიკურ «ამოცანას» ნებისმიერი სურვილის. მე 20 წელი ვსწავლობდი ამას, ძლივს ვისწავლე,  და მერე მომიწია მესწავლა ამ ამოცანების ამოხსნა შეგრძნების და ინტუიციის ძალით. ჩვენ გვასწავლეს ლოგიკით სარგებლობა, გვჯეროდეს რაციონალური აზროვნების, ნაბიჯების გათვლა. და ის აუცილებელია, რომ შეავსო დოკუმენტები, ისარგებლო კომპიუტერით, იდეის რეალობად გადასაქცევად: ჩვენ ჩვეულებრივ ნაბიჯ ნაბიჯ, ვხმარობთ სწორხაზოვნებას.
 
თუმცა ახლა ქალებს გაუჩნდათ ისეთი უნარები, როცა, ისინი ინსტინქტურად აკეთებენ ყველაფერს სწორად და საბოლოო ჯამში ღებულობენ იმას, რაც საჭიროა, ისე როგორც საჭიროა. ახლა გავაკეთებ ამას, ამით და იმით მივიღებ ამას.
 
მე, მაგალითად, ჩემი თავის გამოჭერა დავიწყე ისეთ მომენტებზე, როდესაც გავაკეთე რაღაცა, ვხედავ, რომ სწორადაა გაკეთებული., რადგან სწორედ ეს იყო საჭირო, მაგრამ ახსნით, როგორ გავაკეთე, და ლოგიკურად მიხვედრას – მე ვერ ვხვდებოდი. მე ვხედავდ როგორც ძალა, ხარისხობრივად სხვა ძალა, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა მასზე წარმოდგენასთან, მოქმედებდა ჩემით, მივეცემოდი მას, ვენდობოდი... და ყველაფერი გამოვიდა.
 
 ასე, რომ რაში არის ქალის ძალა?
 
გაზიარეთ და  თქვენი მოსაზრება დააფიქსირეთ კომენტარებში :))
 
ქალურობის სილამაზით, 
 
ევგენია მედვედევა
 
 
თარგმნა ოქსანა გოგოხიამ  
© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი