...რა საყვარლები არიან ადამიანები...მათ თითქმის ყოველთვის იციან რა უნდა "ქნას" პრეზიდენტმა, პრემიერმა,მერმა, ვიღაც მდიდარმა ადამიანმე, ვიღაცის ცოლმა ან ქმარმა, თურქეთის პრეზიდენტმაც კი.....
მაგრამ იშვიათად იციან რა გააკეთონ იმისათვის, რომ უკეთ გაუგონ შვილებს ან მშობლებს, იქონიონ მეტი შემოსავალი, წავიდნენ წინ, მეტად ცხოველმყოფელი იყოს მათ სიყვარულის განცდა და ა.შ.
რატომ?
(ნუუუ, რა თქმა უნდა თქვენს უნიკალურობაზე არ მაქვს საუბარი, ვინც ახერხებთ ერდოღანის და საკუთარი თავის მაგივრად ერთროულად ეფექტურად იაზროვნოთ)))
იმიტომ რომ , რატომაღაც ადამიანები ნაკლებ დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ იპოვონ გამოსავალი. ისინი უფრო იმაზე ფიქრით კავდებიან, რომ გამოსავალი არ არის....ან ოდესმე იქნება, და ეს ოდესმე მაშინ დადგება 
*როცა ღმერთი ინებებს,
*როცა მთავრობა შეიცვლება.
*როცა ბოროტება აღარ იარსებებს,
*როცა ადამიანები ერთმანეთს დააფასებენ,
*როცა საქართველოში სამსახურში მისაღებად ნაცნობობა აღარ იქნება საჭირო,
*როცა "კარგი ადამიანობა" დაფასდება...და მათ ვისაც "კარგი გული აქვთ" სახლში მიაკითხავენ მდიდარი ადამიანები რომელბიც იმ დროისათვის უკვე უგულოები აღარ იქნებიან და ზარმაც "გულიანებს" სახლში მიართმევენ  "ფულებს"...და თან ეტყვიან "აჰა, შენ კაი კაცი (ქალი) ხარ და გეკუთვნისო:)
...როდესაც ტვინს აძლევ დავალებას მონახოს გამოსავალი, ის მას აუცილებლად იპოვის, ოღონდ მიენდეთ მას....ნუ ჩაკლავთ წინსვლის სურვილს ისეთ აზრებით როგორიცაა:
"მე ვინ მომცემს", "ეს ასე რომ იყოს სხვები ჩემზე ადრე მოიფიქრებდნენ" და ა.შ.
მაგრამ
თუ ტვინს აძლევ დავალებას მონახოს არგუმენტი, რომელიც საკუთარი უუნარობის დასამტკიცებლად გესაჭიროვებათ, ის აქაც აუცილებლად მოგინახავთ ამ არგუმენტს:)
ისევე როგორც უამრავმა ადამიანმა დღეს დილიდან უკვე მისცა ტვინს დავალება მოეფიქრებინა თუ რა უნდა ექნა, პრეზიდენტს, პრემიერს , მერს და პასუხიც მიიღო:)
მე მჯერა შენი!
მე მჯერა იმ ფენომენის, რომელსაც ადამიანი, მისი ღირსება, მისი სურვილის ძალა ქვია...
იყავი ღირსეული, 
გაბედე!
...და მთელი სამყარო დაგეხმარებ......რადგან სამყარო ბუმერანგია.იმისათვის რომ იგი შენი გამარჯვების მხარეზე გადმოვიდეს, შენ უნდა დადგე შენი გამარჯვების მხარეზე:)
წარმატებები:)

ხათუნა მუზაშვილი