...როგორ ფიქრობთ, ვის რა მოაკლდება თუ თქვენ ბედნიერი არ იქნებით?

არა....ვერ დაგეთანხმებით.....ამიტომ მოდით განვმარტოთ 

თუ თქვენ ბედნიერი არ ხართ, უკვე გასაგებია რომ პირადი ცხოვრება დაულაგებელი გაქვთ;
თუ პირადი ცხოვრება არ გაქვთ დალაგებული, ჯანსაღ ოჯახურ გარემოს ვერ შექმნით;
თუ ჯანსაღი არ იქნება ოჯახი, ვერ გაიზრდებიან ჯანმრთელი ფსიქიკის ბავშვები;
თუ ბავშვებს არ ექნებათ ჯანსაღი ფსიქიკა, ისინი არ იქნებიან ბედნიერები...
უბედური თაობა, ჯანსაღ მომავალს ვერ ქმნის და მითმეტეს ვერ შეცვლის ერის და ქვეყნის ფასეულობებს....

ყველა, ვისზეც დამოკიდებულია ქვეყნის თუ სხვა ადამიანების კარგად ყოფნა და ვერ ართმევს თავის დავალებას თავს, სწორედაც რომ იმ გამოცდილების მატარებელია, ზემოთ რომ მოგახსენეთ....
მე ახლა არც პოლიტიკაზე ვსაუბრობ და მითუმეტეს არც ცხოვრების უსამართლობაზე...
შენ რომ ბედნიერი იქნები - უამრავი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეგიძლია...

დაიწყე შენი თავით!

ხათუნა მუზაშვილი