ვის ვზრდით - ჩვენი დროის მშობლების მისია.

მოლოდინები..

გიფიქრიათ იმაზე რომ  ჩვენი ეპოქა ცვლილებების ეპოქაა? თურმე  არსებობს ჩინური წყევლაც კი -  „დაე ცვლილებების ერაში გეცხოვროს“
 
ჩვენი მშობლები, დედები და მამები იზრდებოდნენ სხვა ბავშობაში, სხვა  დროს, სხვა ღირებულებულებებით, შესაბამისად ჩვენი გაზრიდს დროს ისინი არაცნობიერად ცდილობდნენ იმ მესიჯების ჩადებას ჩვენში რომლითაც ისინი გაიზარდნენ, რომლებიც მათ ბავშობაში იყო აპრობირებული. ეს მოდელი მუშაობს იმ საზოგადოებაში რომელიც სტაბილურია, მაგალითად 100 წლის მანძილზე ერთი მთავრობა, ერთი მონარქია (ვთქვათ  ინგლისში) 
ჩვენ კულტურასა და საზოგადოებაში კი ყველაფერი იცვლება, თან იცვლება რადიკალურად, არაბუნებრივად, წყვეტით, ამ შემთხვევაში ღირებულებების გადაცემა თაობიდან თაობაზე, იმის გათვლით რომ ისინი იმუშავებს ცოტა სარისკოა.რადგან არ ვიცით რა ღირებულებები ექნება საზოგადოებას მაშინ როდესაც ჩვენი სამი წლის შვილები გაიზრდება.
 რა დაეხმარება მათ ადაპტაციაში?
დაეხამრება მათ ის რომ იყვნენ მუშა ფუტკარები სისტემისთვის? - როგორც გვასწავლიდნენ ჩვენ.
დაეხმარება თუა არა მათ რადიკალური გაყოფა - როგორც ჩვენ გაყოფას ცდილობს საზოგადოება, მაგალითად ქალები - კაცები, ფერადკანიანი - თეთრ კანიანი, პოლიტიკური მნიშნები, მორწმუნე - არამორწმუნე, დაეხმარება მათ ეს გახლეჩვა? თუ შეძლებენ საკუთარი ბალანსის პოვნას?
დაეხამრება ისეთი მიდგომა ჯანმრთელობისადმი როგორიც გავქვს ჩვენ?
ან ესეთი დამოკიდებულება ფულთან - როგორიც ჩვენ ? რომ ფულზე ლაპარაკი უზნეობა და უწესობაა..
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და გაზარდოს იმ საზოგადოებაში ადაპტირებული შვილი, რომელიც არც არავინ იცის როგორი იქნება?

ვასწავლოთ ბავშვს რომ  იცხოვროს თავისი ცხოვრებით და იყოს ბედნიერი.


ირმა კვაჭაძე