სიცილის მნიშვნელობა და ეფექტები

ვიქტორ ჰიუგო:  როცა ვიცინი ვარ 25 წლის ,ხოლო როცა მოვიწყენ 60. როდესაც ვიცინით ვახალგაზრდავდებით.ბავშვები იღიმიან და იცინიან საშუალოდ დღეში 400 ჯერ, ზრდასრულები კი 15 ჯერ. ვინაიდან ბავშვებს არ აქვთ პრობლემები ღიმილთან ისინი აფასებენ და აღფრთოვანდებიან.

ბედნიერების სიმბოლო ღიმილია. რა არის ბედნიერება? როცა მინდა ესა თუ ის, ამ დროს განვიცდი კმაყოფილებას საკუთარ თავთან და სწორედ ესაა ბედნიერება. ბედნიერება ხანგრძლივია თუ მომენტალური? ყველაფერი მომენტალურია ყველა მომენტისთვის. ვისარგებლებ მანამ არსებობს .რაც ნიშნავს იმას რომ აქვს დასაწყისი და დასასრული.ვერაფერს წავიღებთ იმ ქვეყნად.

ერთადერთი შესაძლებლობა იყო ბედნიერი ,არის მისცე ადგილი ბედნიერებას შენს ცხოვრებაში. ზოგადად პრობლემას წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ ჩვენ გვსურს ვიყოთ ბედნიერნი თუმცა ამისთვის თითქმის არაფერს არ ვაკეთებთ. ან ტავად არ ვიცით რა არის ჩვენთვის ბედნიერება.

წაშალე ყველაფერი უსარგებლო რაც არ გჭირდება: შეფასებები,გადაწყვეტილებები,ყველაფერი რაც წარსულს გახსენებს განსაკუთრებით ნეგატიური აზრები. მწუხარება ჩნდება მაშინ, როცა ვეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. მივბაძოთ ბავშვებს რომლებიც აღფრთოვანდებიან ცხოველების, ნივთების,მოვლენების დანახვისას.

როდესაც ბავშვი ტირის და მას სათამაშოს მისცემ იგი უმალვე აღფრთოვანებას გამოხატავს. ყველაფერი გაგვაჩნია, რაც გვინდა და მიუხედავად ამისა არ ვართ ბედნიერნი. რა გვინდა ამაზე მეტი?როცა ვიცინით გვეუფლება თავისუფლება, ხოლო ტირილისას – შეკუმშვა. ორივე შემთხვევაში გამოიყოფა ცრემლი. როდესაც ტირი სიცილისგან ფართოვდება დიაგრამა და ჟანგბადიც მატულობს. ხოლო როდესაც მწუხარებისგან ტირი, როდესაც კარგავ რამეს ან ვინმეს- ორივე შემთხვევაში ტირილის საშუალებით გამოხატავ მდგომარეობას და ის გეხმარება თავი იგრძნო შედარებით უკეთესად, ვიდრე იმ მომენტში. ტირილის დროს ჩვენი ორგანიზმიდან ხდება უარყოფითი ემოციების და ე.წ ბლოკების გამოსვლა.

ამიტომ იტირეთ როდესაც გინდათ ტირილი და იცინეთ როცა გეცინებათ.

სიცილის დროს ენერგია იმატებს ჩვენს სხეულში, ტირილისას კი გამოდის ტოქსინები. ვტირით მაშინ, როცა თავს გარე სამყაროსთან მიმართებაში შედარებით "სუსტად" ვგრძნობთ. როდესაც ჩვენ ვსვამთ, ვიღებთ ნარკოტიკებს, ვთამაშობთ, ამ დროს ჩვენ ვართ ბედნიერი, ხოლო როდესაც მათი ზემოქმედება მცირდება ვუბრუნდები საწყის მდგომარეობას, ამიტომაც ვაორმაგებთ დოზას  და ასე ჩნდება დამოკიდებულება რაიმეზე, რადგან ეს მომენტი ჩვენს ცნობიერში აღქმულია,როგორც ბედნიერების წყარო, სწორედ ამიტომ ვცდილობთ ზემოთ აღნიშნული შემთხვევებიდან მივიღოთ ბედნიერება , რადგან  სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღეთ ის რაოდენობა ბედნიერება, რომელიც გვჭირდებოდა. 

როცა ბავშვები იცინიან ბევრს, მათ უწოდებენ სულელებს და მათ უჩნდებათ აზრი, რომ ბევრი სიცილი ტოლია სისულელის. რიგ სამსახურებში თუ შენ ხარ პროფესიონალი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არასდროს არ უნდა იცინო. ე.ი დამოკიდებული ხარ სოციუმზე. როცა იცინი სხეული ხდება მსუბუქი ,თვისუფალი, ამ დროს კონცენტრირებას კარგავ ნეგატიურ აზრებზე მაშასადამე სიცილი წარმოადგენს ადამიანებისთვის  ანტი დეპრესანტს. ხოლო სტრესი ვნებს სხეულს და სულს, მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. როდესაც ცდილობ დამალო ემოციები და გრძნობები გული სუსტდება. სიცილი ხელს უწყობს იმუნურ სისტემას, ამრავლებს ანტიკორპებს და ამასაჟებს ყველა ორგანოს. ასევე ამყარებს ურთიერთობებსა და კონტაქტებს.

სასიამოვნოა ისეთ ადამიანთან შეხვედრა და ურთიერთობა, რომელიც ხშირად იცინის, ის მისი ღიმილითა და სიცილით გადმოგცემს პოზიტივს, გიზიარებს დადებით ემოციებს, იმუხტები ახალი ენერგიით, ხოლო მოსაწყენ ადამიანთან დროთა განმავლობაში გეკარგება შეხვედრის სურვილი.

სერენა პატტარო.

თარგმნა თამარ რეხვიაშვილმა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი