"10 საშიში ჩვევა, რომელიც ნელ-ნელა კლავს შენს ტვინს და აზროვნების უნარს."

 
ტვინი – ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. მის გარეშე ვერ ვიარსებებდით. 21-ე საუკუნეში პროფესიების უმეტესობა გონებრივ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ ჩვენს ტვინს ბევრი საფრტხე ემუქრება. ჩვენი ქმედებებით მას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მივაყენოთ. აი, ის 10 ჩვევა, რომელიც ტვინს ნელ-ნელა აზიანებს.
 
1. საუზმეზე უარის თქმა:
ადამიანებს, რომლებიც არ საუზმობენ, სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა აქვთ, რაც თავის ტვინის აქტივობის შემცირებას იწვევს.
 
2. ზედმეტი ჭამა:
თუ თავს აძლევ უფლებას, ბევრი ჭამო, შენს ორგანიზმში გროვდება ქოლესტერინი, სისხლძარღვებში და განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვებში.
 
3. მოწევა:
თამბაქო ვნებს თავის ტვინის მუშაობას და კლავს მის უჯრედებს. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მოწევა შეიძლება ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზეი გახდეს.
 
4. დიდი ოდენობით შაქრის მიღება:
რაც მეტია შაქარი – მით მეტი ტოქსინები და ზედმეტი წონაა და ორგანიზმში ნაკლები სასარგებლო ნივთიერება.
 
5. დაბინძურებული ჰაერი:
ეს ფაქტი შენზე ნაკლებადაა დამოკიდებული, მაგრამ უნდა იცოდე, რომ თუ ტვინს არ ჰყოფნის ჟანგბადი, მისი აქტივობა მცირდება. აქედან გამომდინარეობს, რომ რაც მეტადაა დაბინძურებული ჰაერი, მით ნაკლებად აქტიურია შენი ტვინი.
 
6. გამოუძინებლობა:
თუ ხანმოკლე ძილს ბოროტად იყენებ, არაფერი კარგი არ გელის, რადგან გამოუძინებლობა იწვევს თავის ტვინის უჯრედების სიკვდილს.
 
7. ნარკოტიკები და ალკოჰოლი:
ეს ნივთიერებები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს თავის ტვინს.
 
8. ავადმყოფობის დროს მუშაობა:
როცა ადამიანი ავადაა, ინტენსიური გონებრივი სამუშაო ვნებს თავის ტვინს, რადგანაც ორგანიზმი მთელ რესურსებს ავადმყოფობასთან საბრძოლველად იყენებს. ასეთ დროს ტვინს საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდება.
 
9. სტიმულირებისა და განვითარების არარსებობა:
ტვინს სჭირდება მუდმივი განვითარება, ამიტომ, ტელევიზორის ყურების ნაცვლად წაიკითხე წიგნი, შეავსე კროსვორდი ან ითამაშე ჭადრაკი.
 
10. ცოტა ლაპარაკი:
ლაპარაკიც ტვინის გავარჯიშების ერთ-ერთი ხერხია. ამ დროს იმახსოვრებ ფაქტებს, სწავლობ ახალ სიტყვებს, რითაც ავარჯიშებ ტვინს და მუდმივ აქტივობისკენ უბიძგებ მას.
 
მოიცილე ეს მავნე ჩვევები, გაუფრთხილდი საკუთარ თავს!