რამდენიმე რჩევა, რომელიც ჩამოყალიბდა მრავალი გამოკვლევის შედეგთა საფუძველძე:

 
● გააცნობიერეთ, რომ ხანგრძლივი ბედნიერება არ მოდის თავისთავად.
 
● დატკბით თითოეული წუთით, როგორც ამბობდა ფრანკლინი: "ბედნიერება უფრო ხშირად მოდის პატარ–პატარა ყოველდღიური და თითქოს უმნიშვნელო მიღწევებით, ვიდრე მოულოდნელი და დიდი წარმატებების სახით. შეჩერდით და დატკბით თითოეული დღის პატარ–პატარა წარმატებებით.
 
● დაგეგმეთ თქვენი დრო. ბედნიერი ადამიანი გრძნობს, რომ თვითონ არის საკუთარი ცხოვრების პატრონი
 
● მოიქეცით და იმოქმედეთ ისე, როგორც ბედნიერმა ადამიანმა, დაიმახსოვრეთ! პოზიტიური ქმედება, ქცევა, აუცილებლად იწვევს პოზიტიურ გრძნობებს.
 
● იცხოვრეთ აქტიურად. ეძებეთ ისეთი სამუშაო, გასართობი, რომელშიც მოახერხებთ საკუთარი თავის რეალიზაციას და მიიღებთ სიამოვნებას.