დაუმტკიცეთ სამყაროს, რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ

 
ყველა დიდი მიღწევა თუ გამარჯვება ცხოვრებაში, ჯერ მხოლოდ ოცნებააა, რომელიც ჩვენში ნელ-ნელა ისახება და მკაფიო, დახვეწილი, გასაგები და ნათელი ფორმა, მხოლოდ მაშინ ეძლევა, როცა მასზე ფიქრს, მის დახვეწა-განვითარებაზე ზრუნვას არ ვწყვეტთ.
 
”როდესაც აზრებში თქვენთვის სასურველ სცენარს ძერწავთ და ბოლოს და ბოლოს გამოძერწავთ, მოთმინება გამოიჩინეთ და დაელოდეთ მის „გაშრობას“, ანუ მიეცით დრო რეალიზებისთვის. მისი სისუსტის გამო მასში ეჭვი ნუ შეგეპარებათ და ნუ დაიწყებთ აზრებშივე ამ სასურველი რეალობის დაშლას და ახალი რეალობის ძერწვას. იყავით თქვენი ოცნებებისა და თქვენი მიზნების ერთგულები”
 
დაუმტკიცეთ სამყაროს, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ყველა გიჟური ოცნების ასრულებას და გრანდიოზული მიზნების 100%-ით მიღწევას.
 
როგორ? უბრალოდ არასოდეს დანებდეთ! და გზა განაგრძეთ, თუკი ყველა გზა და ყველა ხიდი დამწვარი და არ არსებულია.
 
ხან იფრინეთ, ხან ირბინეთ, ხან იხოხეთ და ხანაც კუს ნაბიჯებით გასწიეთ გზა, ოღონდ კი არასოდეს გაჩერდეთ! გაუძელით ცხოვრებაში ყოველ მხრივ სირთულეებს და დაამტკიცეთ ყოველ ჯერზე, რომ გამარჯვება ისევ თქვენ მხარეს არის…
 
 და ყოველ ჯერზე გადალახული სირთულე და ყოველ ჯერზე წინ გადადგმული ნაბიჯით, ერთ დღესაც მოხდება ის, რასაც თქვენ ასე ელოდებით და რასაც ნამდვილად იმსახურებთ.
 
ოცნებები – რეალობაა, მიზნები მიღწეული! და თქვენ ხარ ადამიანი, რომელიც ოცნებებობს, ისახავს მიზნების, შრომობს მისთვის და აღწევს სასურველს!
 
გახსოვდეთ, ‘’ტენდენცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ადგილი, სადანაც თქვენ იღებთ სტატრტს’’. ასე, რომ განაგრძეთ!
 
ერთ დღეს კი ძალიან დიიიიდ მადლობას გადაუხდით საკუთარ თავს, რომ თქვენ არასოდეს ნებდებოდით!
 
მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ! 
 
მარიამ შარიქაძე
 
წყარო: www.mariamsharikadze.wordpress.com