როგორ უნდა შევხვდეთ მშვიდად ცხოვრების სირთულეებს

 
თითოეულ სირთულეს ჩვენს ცხოვრებაში აქვს თავსი ეფექტი და თითოეული სირთულის ღირსეულად გადალახვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ მისგან გაკვეთილს და ვხდებით გამოცდილი და ძლიერი ადამიანი. შესაბამისად, ყველა სირთულეს აქვს თავის სარგებლის ეფექტი. ზოგისგან ვსწავლობთ, მოთმინებას, მიტევებას, ბოდიშის მოხდას, შეუპოვრობას, საკუთარ თავში ღრმად ჩახედვას და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი რაც ხდება, თუნდაც მას,  პრობლემის და დროებითი ამოცანის სახე ჰქონდეს, ხდება არა ჩვენს წინააღმდეგ, რომ რამე დაგვაკლოს ან დაგავზიანოს,  არამედ ჩვენს საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ, იმისათვის რომ ჩვენ კიდევ უფრო გავიზარდოთ და ჩვენში ესა თუ ის უნარი განვავითაროთ ან გავაუმჯობესოთ. მედალს ორი მხარე აქვს და გააჩნია ჩვენ რომელ მხარეს დავაკვირდებით. ანუ, სრულიად ჩვენი გადასაწყვეტია, სირთულეში დავინახავთ ჩვენი გაუმჯობესების და გაზრდის შესაძლებლობას, თუ ჩავთვლით, რომ ვართ ცხოვრების მსხვერპლი და ა.შ.
 
მერე რა თუ ადამიანები გპირდებიან რაღაცეებს და მას არ ასრულებენ, მერე რა თუ მოლოდინები არ გამართლდა, მერე რა თუ რაღაც მე-20 ცდაზეც არ გამოვიდა. ამ ყველაფერის გაანალიზება და სწორად აღქმა იმ მომენტში არის ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, დრო რომ გადის,  გასულ ცხოვრებას რომ გადახედავ და აანალიზებ რა და როგორ მოხდა შენ ცხოვრებაში, ხვდები, რომ თითოეულ სირთულეს თავის ენა აქვს და სანამ ამ ენას ჩვენ არ ვისწავლით, ყოველთვის გვეგონება, რომ ცხოვრება რთული, უსამართლო და მჩაგვრელია.
 
მაგრამ, როგორც კი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებით იცი, რომ ყველა სირთულე რაღაც მნიშვნელოვანს გვასწავლის და თავის ენაზე გვესაუბრება, როცა აანალიზებ, რომ რეალობა ყველაზე დიდი საჩუქარია და ყველაფერი ხდება, არა ჩვენ წინააღმდეგ არამედ, ჩვენთვის და ჩვენს საკეთილდღეოდ ამის ცოდნა საოცარ სიძლიერეს, სიმამაცეს, და შინაგან რწმენას გმატებს. როდესაც იცი, რომ მთელი სამყარო და ადამიანები სხვადასხვა ფორმით გვეხმარება გავხდეთ უკეთესები, ძლიერები, გამოცდილები და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. როცა იცი, რომ მომავალში როცა იქნება სირთულეები, ყველაფერი იქნება შენი უკეთესობისთვის და როცა ამ გზით უყურებ ყველაფერს, შენ ხდები  ძლიერი, თითქოს ყველაფერი, საყარო და ადამიანები ცდილობს სხვადასხვა გზებით დაგეხმაროს და დაგიდგეს გვერდით, რომ შენ იყო უფრო ძლიერი, გამოცდილი, ამტანი, კარგად იცოდე ადამიანების, ცნობა და გამოიმუაშაო ერთგვარი იმუნიტეტი, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სირთულეებთან გამნკლავებისთვის. ეს ყველაფერი გეხმარება ისწავლო, ის რაც ამჯერად არ იცი, ან გაამჯობესო რაღაც. როცა ასე, აზროვნებ  რომ ყველაფერი ამ ცხოვრებაში ხდება შენი უკეთესობისთვის, შენი გაზრდისთვის და შენი პიროვნების ხასიათის განმტკიცებისთვის, სრულიად თავისუფლდები მომავლის შიშისგან და რადგან ყველა ადამიანს აქვს მომავლის გარკვეული შიში და მოლოდინები, განსხვავებული აზროვნებით და მიდგომით, სრულიად მზად ხარ ცხოვრების გამოწვევების მისაღებად და იცი, რომ ყველაფერს ექნება მტკივნეული მაგრამ წამლის ეფექტი, ყოველგვარი მომავლის შიში და ფორიაქი ქრება და რჩება სრული მზაობა და მიმღებლობა, რაც უკვე ძლიერ პიროვნებას ახასიათებს. ხარ მინდობილი რეალობაზე, აღარ ეჭიდავები რეალობას და ადამიანებს, აღარ ცდილობ რომ აირჩიო მსხვერპლის პოზიცია და მოსთხოვო პასუხი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც გადაგაგდეს, სიტყვა არ შეასრულეს, გული გატკინეს ასე შემდეგ და ასე შემდეგ…. უბრალოდ სწავლობ გაკვეთილს მათგან და სამუდამოდ შორდები.
 
იცი რომ ცხოვრება ასეთია, იქნება სირთულეები და დროებითი ამოცანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ უიღბლო, წარუმატებელი ან არასწორი გადაწყვეტილებების მიმღები ხარ, არამედ იმიტომ რომ ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოწვევა, არის ის, რაც იმ კონკრეტულ მომენტში წამალივით გჭირდება, რომ რაღაც ისწავლო, რაღაცაზე დაფიქრდე, რაღაც გაანალიზო და შემდეგისთვის უფრო იგივე სიტუაციაში ერთი და იგივე შეცდომა არ დაუშვა. რომ შემდეგისთვის იცოდე, რომ არ ღირს ისეთ ადამიანებთან ურთიერობა, რომელთან ცხოვრებისეული პრინციპები და ფასეულობები არ ემთხვევა თქვენსას და ურთიერთობას მათთან მხოლოდ ტკივილი ან პრობლემები მოჰყვება.
 
“ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ შეგემთხვევა, შთააგონე შენს თავს:“ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება…” – მარკუს ავრელიუსი
 
გისურვებთ წარმატებებს!
 
მარიამ შარიქაძე
 
წყარო: www.mariamsharikadze.wordpress.com