გააკეთე ის, რისიც გეშინია!

 
ხშირად გვესმის „კომფორტის ზონის“ შესახებ, მაგრამ ცოტას თუ ესმის მისი მნიშვნელობა და ის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დატოვება. ბევრი თვლის, რომ ეს არის მდგომარეობა, სადაც თავს ფიზიკურად ან ემოციურად ყველაზე კარგად გრძნობ. სინამდვილეში, „კომფორტის ზონა“ სულაც არ იწვევს სასიამოვნო ემოციებს. ხშირად იგი ემთხვევა მარტოობას, წყენას, წუხილსა და სასოწარკვეთას. „კომფორტის ზონა“ სხვა არაფერია, თუ არა „ნაცნობი ზონა“. ეს არის ემოციური ან ფიზიკური მდგომარეობა, რომელსაც უბრალოდ შევეჩვიეთ. ადამიანები არ ინარჩუნებენ დაბალანაზღაურებად სამსახურს იმის გამო, რომ ეს კომფორტულია, ისინი რჩებიან იმიტომ, რომ ეს ადგილი მათთვის ნაცნობია. მათზე მანიპულირებს შეგრძნება, რომ იციან რას მოელოდნენ, შესაბამისად, მომხდარზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას შეძლებენ. ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი.
 
აქედან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, თუ რას წარმოადგენს დისკომფორტი. ეს არის ნაბიჯი უცნობ გარემოში დიდი რისკით. ბავშვობიდანვე გვიფრთხილდებიან და გვიცავენ დამარცხებისგან, გვიცავენ იმდენად, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება შესაძლო მარცხს, იმედგაცრუებას, ასოცირდება ქმედებებთან, რომელის გაკეთებაც არ შეიძლება.
 
დავტოვოთ კომფორტის ზონა!
 
მოკლედ რომ ვთქვათ, მოეშვით “სირაქლებას პოზაში” ყოფნას, თვალი გაუსწორეთ სირთულეებს. იმის ნაცვლად, რომ იკითხოთ: „იქნებ უარესი იყოს?!“, საკუთარ თავს გაუმეორეთ: „წავალ და გავიგებ როგორია!“. ცხოვრება კომფორტის ზონის მიღმა – ეს არის ცხოვრება მუდმივ შემეცნებაში, ახლის ძიებაში. დღეს წახვალ სპორტულ დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გრცხვენია შენი სხეულის, ხვალ ახალ სამსახურს ნახავთ, ზეგ – ჩამოშორდებით უსარგებლო გარემოს. დისკომფორტის შეგრძნება უნდა გახდეს თქვენი ჩვეული მდგომარეობა.
 
სულ მალე, თქვენი „კომფორტის ზონა“ გახდება „დისკომფორტის ზონა“, რადგან ორგანიზმი ყველაფერთან ადაპტირდება.
 
წყარო: http://b2p.ge