მთავარი მიზეზი წარუმატებლობისა – მოუთმენლობაა. ასევე, სხვადასხვა მარცხისა და “ჩავარდნის” მიზეზი, ხშირად,  დაუყოვნებლივ შედეგის მიღების  და ყველა სურვილის ასრულების მოლოდინია. რეალობა კი ისაა, რომ წარმატება მოითხოვს დიდ შრომასა და დროს.
 
რიჩარდ ბენსონი, ერთ დღეში არ გამხდარა მილიონერი, მადონას პოპ-მუსიკის დედოფლად არ გაუღვიძია, დევიდ ბექჰემი, საუკეთესო ფეხბურთელად, რამდენიმე ვარჯიშის შედეგად არ ქცეულა…
 
მიუხედავად ამისა, არსებობს გზა, რომელიც მუშაობს ყველასთვის და ყველა სიტუაციაში. ადამიანთა უმეტესობამ, თეორიულად, იცის ამის შესახებ, მაგრამ არ იყენებენ ცხოვრებაში.  რატომ?  ალბათ იმიტომ, რომ ლოდინი უფრო მარტივია, სანამ სამყარო ჩვენს ფეხქვეშ არ გაეგება. თუმცა, სამყარო, როგორც წესი, არ ჩქარობს საპასუხო ნაბიჯს.
 
აირჩიეთ ერთ-ერთი მარტივი ხერხი, რომელიც აუცილებლად, წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ ხერხს – “ნახევარი საათის თეორია” ეწოდება. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ განკუთვნილია ყველასთვის და  ადვილად შეგვიძლია ნებისმიერი სახის გრაფიკს  შევუთავსოთ. საერთო იდეა, გულისხმობს იმას, რომ თქვენ, ერთი პატარა და მარტივი  საქმით, ყოველდღიურად, 30 წთ.  კავდებით.  დროთა განმავლობაში კი, საქმის სრულყოფილებისათვის,  უფრო ართულებთ.
 
ამ თეორიას, ბევრი ადამიანი, ბანალურად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უცდიათ. ეს დრო, შეგიძლიათ წიგნის კითხვა დაუთმოთ. სისულელეა ხო? მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ გზით, ერთი წლის განმავლობაში, თქვენ წაიკითხავთ, დაახლოვებით – 24 წიგნს. ეს რიცხვი კი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანთა უმეტესობის წაკითხული წიგნები, 10 წლის განმავლობაში.
 
ასევე, 30 წთ. შეგიძლიათ, უცხო ენის სწავლას ან სხვადასხვა სასარგებლო უნარის შეძენას დაუთმოთ. გაიღრმავეთ ცოდნა და უპასუხეთ თქვენთვის საინტერესო  კითხვებს, მიიღეთ გამოცდილება. გამოიყენეთ ნახევარი საათი, რომელიც დაგეხმარებათ ოცნებების ახდენაში. დაკავდით იმით, რაც დროის სიმცირის გამო გადადეთ.
 
არკვეული დროის, თუნდაც ნახევარი წლის შემდეგ,  გახედეთ წარსულს და გაიხსენეთ, საიდან  და რითი დაიწყეთ “ნახევარი საათის თეორია”.
 
თქვენ გაოცებული დარჩებით თქვენი პროგრესით, რომელსაც სულ რაღაც – 30 წთ-ს უთმობდით. გახსოვდეთ, რომ თქვენ, უკვე იმაზე მეტს აკეთებთ , ვიდრე დანარჩენები. იყავით მომთმენნი და არ ელოდოთ დაუყოვნებლივ შედეგებს!  ყველაფერს დრო ესაჭიროება. ასევე გაითვალისწინეთ: რაც უფრო დიდია მიზანი, მით უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
 
წყარო: presa.ge