ქოუჩინგის  გამაოცებელი ძალა

ქოუჩინგურ/ ფსიქოლოგიური კითხვებით და მედიტაცია/ტექნიკების  გამაოცებელი ძალის საშუალებით ქვეცნობიერის ლაბირინთებში ვმოგზაურობ.

რამოდენიმე სესიის საშუალებით მე აღმოვაჩინე, რომ ჩემში არის - გასანეიტრალებელი ბლოკები, აგრეთვე - რესურსები რომლის აღმოჩენის , გამოკვლევის და განვითარების  პროცესში ვარ.

მაბედნიერებს იმის ცოდნა, რომ უაღრესად საინტერესო ტექნიკებით მე კონკრეტულ პრობლემას გადავჭრი, აქამდე კი პერიოდული დეპრესია მიპყრობდა, მბლოკავდა და უმოქმედოდ მყინავდა.

მედიტაციისას ქვეცნობიერში ვაღვიძებთ ჩვენთვის მტკივნეულ თემებს, რომლებიც ბავშვობაში ცნობიერისა და წინაცნობიერისაგან განიდევნა.

ქოუჩინგური კითხვების ჯადოსნური და გამაოცებელი ძალით ვახერხებთ ადრეული ასაკიდან დაგროვილი ტვირთის, ნეგატიური ემოციის, შემზღუდველი რწმუნებულებების და აზრების მოშორება/განეიტრალებას.

უსაზღვროდ კმაყოფილი და მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ მომეცა საშუალება  ქოუჩინგის სკოლის  ფარგლებში დავეუფლო ახალ პროფესიას, შევისწავლო სხვადასხვა ტექნიკა, მოვახდინო დაკვირვება საკუთარ თავზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დავეხმარო სხვა ადამიანებს.

მადლობა ინგა ბლესის ქოუჩინგის სკოლას
ლელა ცხელიშვილი

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი