მე ვარ ანა ბულბულაშვილი, დაახლოებით 8 წელია ვცხოვრობ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. მყავს მეუღლე და ორი შვილი. დავამთავრე ინგა ბლესის 7 თვიანი ქოუჩინგის ონლაინ  აკადემია ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრში. სწავლა  დავიწყე 2017 წლის ოქტომბერში და  ამჟამად  უკვე ოფიციალურად ვარ ინგა ბლესსის ქოუჩინგის ონლაინ აკადემიის მთავარი კურატორი. 
ამასთან ერთად გავდივარ სხვადახხვა პროგრამებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პიროვნული განვითარების კურსებს და სულ ახლახანს დავამთავრე ბაირონ ქეითის ‘’სამუშაოს’’  პროფესიულად შესასწავლი  6 თვიანი პროგრამა და ვარ ბაირონ ქეითის სამუშაოს სერთიფიცირებული ფასილიტატორი.  
სწავლას და განვითარებას არასოდეს ვწყვეტ და ამჟამდად ვსწავლობ ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრში,  ‘’ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერებისს ’’ კურსზე  რათა შევძლო მომავალში ტრენერად მუშაობა, ხოლო ის, რასაც დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით ველოდები ლონდონის ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემიაში სწავლაა.


ანა, რა პერიოდიდან იწყება შენი ინტერესი ამ სფეროების მიმართ და რა იყო მიზეზი? 
 
ფსიქოლოგიით 2015 წელს დავინტერესდი. ამ წელს მეორე შვილი შემძინა, რასაც მოჰყვა მშობიარობის შემდგომი დეპრესია. საკმაოდ რთულ პერიოდი იყო, რომ მხოლოდ ჩემი ძალისხმევით გადამელახა, ამიტომ პირადმა ექიმმა გადაწყვიტა რომ მესაჭიროებოდა  ფსიქოლოგებთან კონსულტაციები. ჩაერთო ფსიქოლოგები ჩემს საქმეში, თუმცა მათთან სიარული ეს იყო უბრალოდ კლასიკური სესიები, მე მივდიოდი ვსაუბრობდი და ასეთ პროცესებს ძალიან ნელი   და დამღლელი შედეგები ჰქონდა.  ამის შემდეგ გადავწყვიტე მე თავად გამომეძებნა გზები და ამ გზების ძიების დროს  ინტერნეტში აღმოვაჩინე სხვადასხვა ფსიქოლოგები, ქოუჩები და სპიკერები, რომლებიც ძალიან საინტერესო მასალას გვაწვდიდნენ. სწორედ აქედან გაღვივდა ჩემი ინტერესი  გამეგო უფრო და უფრო მეტი ფსიქოლოგის და საკუთარ თავზე მუშაობის შესახებ და 2017 წლის სექტემბერში ინგა ბლესის ფსიქოლოგიური ცენტრი აღმოვაჩინე. მინდა გითხრათ, რომ ჩემში ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ფაქტმა, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია და ბაზა დამხვდა ქართულ ენაზე. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ გავიგე ქოუჩინგის აკადემიის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის სიპტომები აღარ მქონდა, ძალიან მინდოდა კიდევ უფრო ღრმად გამეცნო ჩემი თავი და მეტი გამეგო საკუთარი თავის შესახებ. 
 

რა კონკრეტული მიზნებით და მოლოდინებით  დაიწყე  ინგა ბლესის ქოუჩინგის ქოუჩინგის სკოლაში სწავლა?
 
ამ სკოლაში სწავლის დროს, მიღებულმა შედეგებმა იმდენად გამაოცა, რომ მივიღე გადაწყვეტილება პროფესიულად  დავუფლებოდი  ქოუჩინგს და ფსიქოლოგიას, რომ შემდგომ უკვე სხვებისთვის გამეწია შესაბამისი დახმარება. 
მინდოდა შევცვლილიყავი და გავმხდარიყავი პოზიტიური ადამიანი. შემეგრძნო ბედნიერება, დავმტკბარიყავი ცხოვრებით და დამეწყო სწორედ ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მინდოდა ჩემი ტრანსფორმაციული შედეგებით უკვე სხვა ადამიანებისთვის გავმხდარიყავი სტიმული რომ მათ დაეწყოთ ფიქრი ცვლილებებზე. მინდოდა ჩემი მაგალითით დაიწყოთ ოცნებებზე ფიქრი და ქმედება.  
‘’მე ყოველთვის მჯეროდა და ვიცოდი, რომ ყველა ჩემი ოცნება ახდება და ამაში სამყარო და შემოქმედი დამეხმარება’’ - გვიმხელს ანა.
 
შედეგები და ცვლილებები, რომელებიც  საკუთარ თავზე მუშაობას და ინგა ბლესის ქოუჩინგის აკადემიაში სწავლას მოჰყვა.....
 
საბედნიეროდ ასეთი შედეგები ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრია. ადრე ჩემი გონება მუდმივად  უარყოფითი ფიქრებით სავსე იყო. განსაკუთრებით მას მერე რაც საქართველოში აღარ ვცხოვრობდი,  გაორებული ცხოვრება მქონდა. ჩემი სხეული ლონდონში იყო, თუმცა მთელი ჩემი სული, გული და გონება ისევ საქართველოში ცხოვრობდა. ეს ყველაფერი ჩემში იწვევდა შფოთვებს, სიზმრებს, ნეგატიურ ფიქრებს. დღეს კი ჩემს თავში აღარ არსებობს რაიმე ნეგატიური და სტრესული ფიქრი, რომელმაც შეიძლება ხელი შემიშალოს. შესაბამისად, ჩემთვის ერთ-ერთი დიდი შედეგი, რისთვისაც მადლიერი ვარ, საკუთარი თავის ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაა. ახლა სრულიად  ფოკუსირებული  ვარ დადებით, პოზიტიურ ფიქრებზე, ვარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და ძალიან მიხარია, რომ მე ეს შევძელი ინგა ბლესის  ქოუჩინგის ონლაინ აკადემიაში სწავლით.  
 
ადრე მე ვიყავი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, არ მქონდა ჩამოყალიბებული მიზნები, სურვილები, საკუთარი მინდაც კი არ გამაჩდა და სწორედ ქოუჩინგის სკოლაში ვიპოვე საკუთარი თავი. დღეს ზუსტად ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, სად ვარ დღეს და სად უნდა მივიდე და ჩემთვის ეს ძალიან დიდი შედეგი და მიღწევაა. ადრე ჩემი ცხოვრება თუ კი ჰგავდა უიალქნო, უკაპიტნო გემს დღეს მე ვარ ჩემი ცხოვრების მთავარი კაპიტანი და შემოქმედი. 
თვალსაჩინო შედეგები მაქვს ურთიერთობების მიმართულებითაც. განსაკუთრებით ინტენსიურად ვმუშაობდი ჩემს შვილთან ურთიერთობზე. რადგანაც ადრე ჩვენ  მუდმივად გვქონდა კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა. თუმცა  საბედნიეროდ ინგა ბლესის ქოუჩინგის ონლაინ აკადემიაში აღმოვაჩინე ამ ყველაფრის გამომწვევი შინაგანი მიზეზი, რომელის გაცნობიერება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული იყო. მივხვდი, რომ ჩემში არსებული შინაგანი ბავშვი მყავდა დაბლოკილი და ის რასაც მე ჩემი შვილისგან მოვითხოვდი და მოველოდი, იყო საკუთარი სურვილები, რომლებიც მე თავის დროზე ვერ განვახორციელე და ამიტომაც ამ ყველაფრის ანაზღაურებას ჩემი შვილით ვცდილობდი.
 
და ყველაზე მთავარი, რაც ინგა ბლესის ქოუჩინგის ონლაინ აკადემიამ მომცა - საკუთარი საქმის აღმოჩენაა. საქმე, რისთვისაც მე დავიბადე და რაც მინდა რომ ვაკეთო. ქოუჩინგის აკადემიაში სწავლამდე, მე არ მქონდა არანაირი პირადი შემოსავალი და დღეს უკვე საკმაოდ გემრიელი შემოსავალი მაქვს და რაც ყველაზე მთავარია,  თანხას მე ვიღებ საქმით, რომელის კეთბაც ძალიან დიდ ძალას და  სიამოვნებას მანიჭებს. 
 
მინდა გითხრათ, რომ ქოუჩინგის აკადემიამ მომცა ძალიან დიდი ენერგია, აღმომაჩენინა ჩემი შინაგანი ძალა. ეს აკადემია - ჩემი ცხოვრების აბსოლუტურ ტრანსფორმაცის მიზეზია.


როგორ  გეგმავ  ქოუჩინგის ონლაინ აკადემიაში მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას? 
 
ვქმნი ბაზას იმ ადამიანებისა, ვისაც ფსიქოლოგიური და  ქოუჩინგური დახმარება სჭირდებათ. 
 
2018 წლის დეკემბერში შევქმენი ჩემი პირველი ონლაინ პროგრამა, რომელიც ეხებოდა ძველი ნეგატიური გამოცდილების განეიტრალებას და ახალი მიზნების დასახვას. რომელიც ენერგეტიკული, ფსიქოლოგიური და ქოუჩინგის ტექნიკებით იყო გაჯერებული. პროგრამის მონაწილეებს დაეხმარა ყველა უარყოფითი გამოცდილებებისგან გათავისუფლებაში, ახალი მიზნების დასახვაში და ახალი ენერგიის გამოთავისუფლებით ამ მიზნების მიღწევაში. 
ასევე დაგეგმილი მაქვს დავიწყო ადამიანებთან ინდივიდუალური მუშაობა, რომელიც იქნება ონლაინ ფორმატით და ყველა ამ სიახლის შესახებ ინფორმაციას ადამიანები გაიგებენ ჩემს ოფიციალურ ფესიბუქ გვერზე:
 
 ანა, შენი ტრანსფორმაციული შედეგებიდან გამომდინარე, რას ეტყოდი მათ, ვინც დღეს არის იმ სიტუაციაში, რომელშიც ოდესღაც შენც  იყავი თუმცა შენ ეს ყველაფერი დაძლიე?
როდესაც ადამიანები რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მათთვის შინაგანიც და გარეგანი სამყარო მუქ ფერებშია და ამ დროს დგება მომენტი, როდესაც ადამიანს საკუთარი თავის თრევაც კი გიჭირს და ზუსტად ვიცი რა  რთულია ამ დროს  ვიღაცის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების დაჯერება. როდესაც გრძნობ, რომ თავისუფლად სუნთქვაც კი გიჭირს ეს  ყველაფერი ვიცი, რომ ძნელად გადასატანი მომენტია, თუმცა არა შეუძლებელი. თუნდაც ამ მძიმე პერიოდში, როცა ყველაფერი მუქ ფერებშია, ხდება ხოლმე  ადამიანის გონებაში რაღაც გამონათებები და სწორედ ადამიანები, სწორედ ამ გამონათებებს უნდა ჩაეჭიდონ. და ეცადონ რომ საკუთარ ნაჭუჭში არ ჩაიკეტონ. 
როდესაც გრძნობთ შიგნიდან ბიძგს და არის სურვილი რომ კომფორტის ზონის გარეთ გავიდნენ, ვურჩევდი მათ რომ საჩქაროდ იმოქმედონ და არ დაელოდონ რამეს. ეს შესაძლებელია, ეს მე შევძელი და ეს ყველას შეუძლია. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ადამიანის სიტუაცია, აუცილებლად უნდა ჩაეჭიდონ ნათელ წერტილს, რაღაც ახალ გამონათებას რომ რაც შეიძლება მალე გავიდნენ ნათელ სივრცეში.
მჯერა, რომ  ჩემი გამოცდილებით, ტრანსფორმაციით და საყვარელი საქმიანობით ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარები. ინგა ბლესის ქოუჩინის ონლაინ აკადემიაში სწავლა, ჩემი  ცხოვრების ერთ-ერთი სწორი და საამაყო გადაწყვეტილებაა და რაც უფრო  მეტი დრო გადის, ამის ჭეშმარიტებაში, მით მეტად ვრწმუნდები. 
 
ავტორი: მარიამ შარიქაძე
© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი