უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლით ჩემი წინსვლა ამ სფეროში არ შეჩერებულა, დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე ბაირონ ქეითის სამუშაოს პროგრამაში მოხვედრით და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნის(რასაც უნივერსიტეტში გვასწავლიან) არსებობს რაღაც სხვა ცოდნა, რომელიც არის პრაქტიკული და რეალურად მუშაობს და გამოსადეგია.

ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრის შემდეგ გადავწყვიტე არც აქ შევჩერებულიყავი და უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა, გამეგრძელებინა ჩემი პიროვნული ზრდა და განვითარება.

დავიწყე ინგა ბლესსის ქოუჩინგის ონლაინ აკადემიაში სწავლა. ამ სკოლაში აღმოვაჩინე სხვა უნარები და შესაძლებლობები. ვეუფლები სხვადასხვა  ტექნიკებს და ვთავისუფლდები წარსულში მომხდარი ტრავმებისგან და შინაგანი ბლოკებისგან. ვიზრდები პროფესიონალურად და პიროვნულად. ამ სკოლის დასრულების შემდეგ მჯერა  გავხდები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. სკოლაში ჰარმონია სუფევს.  მადლიერი ვარ ინგა ბლესის, რომ მომეცა ამ სკოლაში სწავლის საშუალება.

ჩემი სურვილია, რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო გახდნენ ბედნიერები და გაბრწყინებულები. ადამიანების დახმარება თავადაც ბედნიერებას მანიჭებს. ბედნიერი ვარ როცა ჩემი მუშაობის შედეგს ვხედავ, ჩემში ეს ენერგია სამმაგდება

გავხდი მეტად მოტივირებული, ენერგიული, შრომისმოყვარე ,მიზანდასახული, პოზიტიური. 

ადრე არ ვიცოდი თუ რა ნაბიჯები უნდა გადამედგა,  ჩემი მიზნები, რომ სისრულეში მომეყვანა. ახლა ცხადად ვხედავ თუ რა უნდა გავაკეთო დასახული მიზნების მიღწევაში.გაწერილი მაქვს ჩემი სამოქმედო გეგმა.ვიცი რა მინდა, რისთვის მინდა და რა შედეგს მომცემს ეს ყველაფერი.     

მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სიამოვნებას ვიღებ მათთან ურთიერთობით.უდიდეს სიყვარულს და ენერგიას ვდებ მათთან მუშაობაში.  მჯერა, რომ სასწაულები ხდება ცხოვრებაში , თუ ამას დავიჯერებთ.ვენდობი სამყაროს და გახსნილი ვარ სამყაროს მიმართ. თამამად ვუჟღერებ ჩემს სურვილებს და ოცნებებს.    გავაცნობიერე რომ ბედნიერებას არ უნდა ვეძებდე სხვა ადამიანებში არამედ ბედნიერება თავად ჩემშია.                             

     მე უფრო მეტი ვარ , ვიდრე ჩემი ფიქრები და წარმოდგენები ჩემს შესახებ. ჩემს გონებაში უდიდესი გამონათება მოხდა , როცა (მამასთან დაკავშირებულ თემებზე ვიმუშავე რაც აქამდე დიდი ხანი მაწუხებდა)გავაცნობიერე, რომ მამას ეჭვი არ ეპარებოდა ჩემს შესაძლებლობებში,არ დამავიწყდება ის დღე , როცა მამასთან მივედი და ვუთხარი გულწრფელად თუ წლების წინ როგორ მჯეროდა მცდარი  რწმუნებულების. მამას თვალზე ცრემლი მოადგა და ჩამეხუტა.  მის მიმართ მადლიერება გამოვხატე, რაც ჩემთვის გაუკეთებია.  გულწრფელად მოვუხადე ბოდიში ამ რწმუნებულების გაშვების შემდეგ  ჩემში  რაღაც უხილავმა ძალამ გაიღვიძა ჩემში. არ მაძლევს მოდუნების საშუალებას და ჩემში მეტი ენერგია შემოდის.გამეხსნა მეტი შესაძლებლობები.      

  დღეს კი მე ვარ ფსიქოლოგი, პერსონალური ქოუჩი, ვარ სერთიფიცირებული ფასილიტატორი  და ონლაინ პროგრამის’’ საკუთარ თავთან  ჰარმონიის ‘’ კურატორი სადაც ,ადამიანებს ვუზიარებ ჩემს ცოდნას , გამოცდილებას და ვეხმარები  მათ  საკუთარი თავის პოვნაში.

ქეთი ქოქაშვილი

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი