გქონდეთ თქვენი მიზანი : გათვლილი და გადანაწილებული დროში,აკეთე თქვენი საქმე კარგად ..და ყოველ დღე გაეჯიბრე შენს გუშინდელ მეს .

 

უსმინე შენს გულისკარნახს : ყველა ჩვენგანს გვაქვს უფლისაგან მომადლებული ჩვენი გზა და მისია.. თუ კი ამ გზას ავცდებით ჩვენ დავკარგავთ საკუთარ თავს და საკუთარ მოწოდებას.. უსმინე შენს გულის კარნახს  და მის ხმას მიჰყევი

 

იცხოვრე საკუთრი კანონებით: შენი გზა ,შენი გამოცდილება . შენი ნაბიჯები გიყვარდეს, არავის უსმინო არავინ იცის რა გსურს შენ.... შექმენი შენი გამარჯვების სქემა... შენი ხელწერა და შენი სტილი .. ეს შენ ხარ ..

 

შემოიკრიბე წარმატებული ადამიანები: შენი გარემოცვა არის შენი მოტივაცია , ჯანსაღი გარემო ყოველთვის გიბიძგებს იმისაკენ რომ შენც იყო საქმიანი , ლიდერი და შენი სიტყვა იყოს ფასი

 

არასოდეს დანებდე:  დიდების გვირგვინს ის იდგამსვინც იცის დაბრკოლებების გადალახვა .. მასზე გამარჯვება და ყოველი მარცხიდან გამოცდილების მიღება.. სწორედ ასეთი ადამიანი აღწევს დიად გამარჯვებას ...და სამაგალითო ხდება ყველასთვის 

 

დააგროვე შენს თავთან კრედიტი:  იზეიმე ყოველი შენი წინ გადადგმული ნაბიჯით, მიეცი შენს თავს უფლება დატკბე და კიდევ ერთი პლუსი დაუწერო შენს თავს... ეს მოგცემს  თვითდაჯერებაის შეგრძნებას.

 

იმოქმედე აქ და ახლავე: არასოდეს გადადო საქმე ხვალისათვის  გააკეეთე აქ და ახლავე..  ხვალ იგივე შესაძლებლობა აღარ მოგეცემა.

ნინო გვაზავა

© ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი