თქვენს თვითშეფასებაზე უდიდეს გავენას ახდენს ბავშვების გამოცდილება, ასევე ახლანდელი ურთიერთობები თქვენს ოჯახის  წევრებთან. როდესაც ბავშვი იყავით მარტივი იყო თქვენზე გავლენის მოხდენა, რადგან მიმღებლობა ქონდათ ყველაფერი იმის მიმართ რაც თქვენს გარშემო ხდებოდა. თქვენ ვერ აკონტრლებდით იმას თუ რა გესმოდათ, რას ხედავდით ან რა გამოგიცდიათ ცხოვრებაში.

წარმოიდგინეთ თითქოს ახლა აკვირდებით იმას რაც თქვენს წარსულში, თქვენს ბავშვობაში გადაგხდენიათ თავს. გაიხსენეთ როდის მოგეპყრნენ სიყვარულით? რამდენად ყურადღებიანები იყვნენ თქვენს მიმართ? როდის შეგაქეს როდესაც რაიმე კარგი გააკეთეთ? რამდენად თბილები იყვნენ თქვენთან ურთიერთობაში?

როდესაც მშობლები აფასებენ თავიანთ შვილებს და გზას უკვალავენ მათ ძლიერი მხარეებისკენ , ბავშვები ჯანსაღად ვითარდებიან და გამოიმუშავებენ საჭირო თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობას.

მეორესმხივ, ოჯახში მიღებული კონკრეტული გამოცდილებები იწვევს შემდგომში დაბალ თვითშეფასებას. ამ ორის შედარებით თქვენ ნათლად შეგიძლიათ დაინახოთ თუ რამ გამოიწვია თქვენში საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა.

ქვემოთ მოცემულია მშობლების ქცევები ბავშვთან მიმართებაში, რაც ხელს უწყობს შემდგომში ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

·         სითბოს გაცემა, ჩახუტება

·         ზრდილობიანად საუბარი

·         ყურადღებით მოსმენა

·         შექება

·         მაღალი და ამასთანავე მიღწევადი მოლოდინების ქონა

·         სწავლება, რომ ძალისხმევა დროთაგანმავლობაში შედეგის მომტანია და დაბრკოლებები ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

·         თქმა იმისა, რომ ყველა განიცდის მარცხს და იმედგაცრუება ჩვეულებრივი მოვლენაა.

·         დააფასება იმისთვის როგორებიც არიან

·         ყურადღება და მზრუნველობა

                                             

ქვემოთ მოცემული ქცევები მეორესმხრივ განაპირობებს შემდგომში დაბალ თვითშეფასებას.

·         მკაცრი დისციპლინირება

·         ყვირილი და მბრძანებლობა

·         იგნორირება

·         დამცირება და გამუდმებით შენიშვნების მიცემა

·         მაღალი და შეუძლებელი მოლოდინების ქონა მშობლების მხრიდან

·         თქმა იმისა, რომ მხოლოდ ბედს და იღბალს შეუძლია წარმატების მოტანა

·         განცხადება, რომ წარუმატებლობა ცუდია

·         სხვა ბავშვებთან ან დედმამიშვილებთან შედარება

·         ბავშვის უგულებელყოფა

ახლა კი გადახედეთ თქვენს წარსულის გამოცდილებას, როგორც წესი თქვენთვის ნაცნობი იქნება ეს ქმდებები როგორც პოზიტიური ისე ნეგატური ჩამონათვალიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი გავლენას იქონიებდნენ თქვენზე და იმაზე თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს უკვე ზრდასრულობაში წარმატებისა თუ წარუმატებლობის დროს.

შეხედეთ ამ ჩამონათვალს და განსაზღვრეთ რა გავლენა იქონია თქვენმა ოჯახმა თქვენს მაღალ თუ დაბალ თვითშეფასებაზე. ჩამოწერეთ ერთ გვერდზე ის ქმედებები რაც გადაგხდენიათ და დაგეხმარათ გქონოდათ მაღალი თვითშეფასება, ხოლო მეორე გვერდზე ჩამოწერეთ ის ქმედებები რამაც ხელი შეუწყო თქვენი დაბალი თვითშეფასების განვითარებას. რომელი ჩამონათვალი უფრო დიდია? გაუსვით ხაზი რამაც უდიდესი გავლენა იქონია თქვენზე. ახლა კი დაფიქრდით თქვენს მშობლებზე თუ აღმზრდელებზე. რა გამონათქვამები იყო მათი ფავორიტი? რას გეუბნებოდნენ ისინი ყველაზე შირად? ჩამოწერეთ ეს ფრაზებიც და თქვენ აღმოაჩენთ თუ რა დებულებებით, რწმენითა და ღირებულებებით გზრდიდნენ.

თუმცა აქვე გახსოვდეთ! ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაადანაშაულოთ თქვენი აღმზრდელები. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, იმის მაგივრად რომ სხვას დასდოთ ბრალი. არ დაელოდოთ რომ სხვები შეიცვლებიან, ეს არასდროს მოხდება. შეცვალეთ საკუთარი თავი და დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.

 პროგრამა "ოჯახი, საგვარეულო, სანათესაო-შენი ენერგიისა და წარმატების ფუნდამენტი"

ავტორი: რენე სმიტი და ვივიან ჰარტი

თარგმანი: სალომე ხუციშვილი

© ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი