ხშირად საოჯახო სისტემის წესების არ ცოდნა და შეცდომები ძალიან ძვირი გვიჯდება. საოჯახო სისტემის ყოველი წევრის ქმედება ზემოქმედებას ახდენს საოჯახო სისტემის სხვა წევრების ცხოვრებისეულ მოვლენებზე. უახლოესი ნათესავების ხასიათი, საქციელი, მათი აზროვნების წესი და ფორმა, რომლებიც ხშირად ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმების ხასიათს ატარებს, გამოვლინდება სხვადასხვა ჩახლართულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ხანდახან საკმაისია ოჯახის ერთმა წევრმა შეძლოს თავისი საქციელის, ფიქრის წესის ალგორითმის, შეცდომითი ქცევის, ფიქრის აღმოჩენა და გამოსწორება, რომ ამის ხარჯზე მთელი საოჯახო სისტემის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, მათ შორის გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობაც და ზოგადად მთელი საგვარეულო სისტემის ენერგეტიკა გააუმჯობესოს. ყოველი ახლო ნათესავის როლი ჩვენს საოჯახო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში თუ ამ მნიშვნელობას ვერ აღვიქვამთ და სათანადოდ ვერ ვაფასებთ ეს იგივეა არ ვიცოდეთ ელემენტარული ცხოვრებისეული ცხოვრების წესები. რაში გამოიხატება შეცდომები კონკრეტულად? თვალნათლივ რომ დავინახოთ განვიხილოთ ზოგიერთი წესი, რომლის მიხედვითაც უნდა ფუნქციონირებდეს საოჯახო სისტემა, დიახ, დიახ სიტყვა „უნდა“ სწორედაც რომ მართებულია ამ კონტექსტში. საოჯახო სისტემამ თავად უნდა შექმნას თავისი ჯანსაღად ფუნქციონირების წესები. 

1) იერარქიის წესი -  საგვარეულო მხოლოდ წინ იყურება. უფროსი თაობების ძალა ექვემდებარება და ემსახურება ახალ თაობებს. ანუ წინაპრების ენერგია მიმართულია შთამომავლებზე. საგვარეულოს ხანდაზმული წევრები თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ მომავალ თაობას, ანუ ახალგაზრდებს, აძლევენ და უზიარებენ თუმცა თავს არ ახვევენ. სრულიად უსასყიდლოდ მათი, ახალგაზრდების, და მთლიანად საოჯახო სისტემის კეთილდღეობისთვის. მზრუნველობა, ცოდნა, გამოცდილება, ის ყველაფერი რასაც უფროსი თაობები უმცროს თაობებს გადასცემენ საჩუქარად, და იმ შემთხვევაში, როდესაც უფროსი თაობები ამას იმის იმედით  გასცემენ, რომ უკან დაუბრუნდებათ, ამას ვალი ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ უფროსი თაობა თავის შტამომავლობას ვალს ადებს. თუ კი ჩვენ გვინდა სიმშვიდე, თანხმობა, და შეხმატკბილებული ცხოვრება, მაშინ მზრუნველობა, ყურადღება და ენერგია სრულიად უსასყიდლოდ უნდა გავცეთ ჩვენს შთამომავლებზე. ხოლო წინა თაობებსაგან მიღებულ ენერგიას შვილები თავის შტამომალებს გადასცემენ და ამგვარად მზრუნველობის, სიყვარულის და სასიცოცხლო ენერგიის გადაცემის ესტაფეტა გაგრძლდება. იერარქიის კანონი ერთერთი უმთავრესი კანონია საგვარეულო სისტემაში და ყველა სხვა კანონები მას ექვემდებარება.

2) მომდევნო კანონი - მზრუნველობის თანაბრად განაწილება

საგვარეულო სისტემაში მზრუნველობა ყოველთვის ძლიერიდან სუსტზე ნაწილდება. ყოველ მოცემულ მომენტში მეტი მზრუნველობა უნდა ჰქონდეს მას, ვინც სუსტია და ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამავდროულად გადანაწილება უნდა ხდებოდეს მიზანშეწონილობის პრინციპითაც. მაგალითად, თუ საგვარეულო სისტემის ხანდაზმულ და ასევე ახალგაზრდა წევრს ესაჭირობა მზრუნველობა, ოჯახის წევრებმა მეტი მზრუნველობა ახალგაზრდის მიმართ უნდა გამოიჩინონ. ვინაიდან ახალგაზრდა, ეს სიცოცხლის გაგრძლებაა და როდესაც ის მიიღებს სათანადო მხარდაჭერას, თავად დადგება ფეხზე, გახდება ძლიერი და შემდეგ შეძლებს სხვებზე მზრუნველობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი თაობა ეს არის საგვარეულოსათვის ახალი სასიცოცხლო ენერგიის გენერატორი. ამიტომ მას ყოველთვის სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, რათა საგვარეულომ გაგრძელოს არსებობა. თუ კი ახალგაზრდა თაობაზე სათანადო რაოდენბით მზრუნველობა არ გაიცმა და მისთვის სასიცოცხლო ენერგია დაბლოკილია, მაშინ თვითონ საგვარეულოს გაგრძელებაც აღარ ხდება და იბლოკება მოცემული შტო.

3) სიყარულის წესი

ქალი და მამაკაცი ერთად უნდა ცხოვრობდეს მხოლოდ სიყვარულის საფუძველზე, სხვა არანაირი ენერგია და ვალდებულება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას ძლიერი წყვილი, რომელიც გაუძლებს დროს, ცხოვრებისულ ქარიშხალებს და შექმნის ოჯახის სათანადო მოდელს, რომელიც იქნება მათი შვილებისთვის მაგალითი. სიყვარულის გარეშე შექმნილ ნებისმიერ მოდელს ექნება თავისი ცდომილებები და არ იქნება სწორი მაგალითი.

4) ახალი წევრის კანონი

საოჯახო სისტემაში შემავალი ახალი წევრი ისევე თანაბრად მოქმედებს საოჯახო სისტემაზე, როგორც ყველა სხვა წევრი. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითვალისწინონ ეს ყველაფერი, როდესაც მათ შვილებს ოჯახის ახალი წევრი მოჰყავთ რძლისა თუ სიძის სახით. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ახალი წევრი მათ მიიღონ, როგორც უახლოესი ნათესავი, ძვირფასი ადამიანი და შეუქმნან მას პირობები კომფორტული არსებობისათვის. ეს მთელი საოჯახო სისტემის კლიმატს აუმჯობესებს. ამ ერთიშეხევით უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კანონების დაცვა და გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გააჯანსაღებს  ყოველი ჩვენთაგანის საოჯახო სისტემას.

 პროგრამა "ოჯახი, საგვარეულო, სანათესაო-შენი ენერგიისა და წარმატების ფუნდამენტი"

 © ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი