ინფობიზნესი

დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს, არ იყოს დაქირავებული მუშაკი და სხვისთვის არ მუშაობდეს. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება გაცილებით უფრო აადვილებს საკუთარი საქმის წამოწყებას. ესაა შესაძლებლობა წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე, მთავარია გქონდეთ ინტერესი და ენთუზიაზმი, რომ აკეთოთ რაღაც ახალი და ამასთანავე არ შეუშინდეთ სიახლეებსა და გამოწვევებს. ნებისმიერი ბიზნესი ეს არის მომსახურების, ან რაიმე პროდუქტის რეალიზაცია, ასევე მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ურთიერთქმედება გარკვეული სქემების ურთიერთქმედებით. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ცოდნა ამა თუ იმ სფეროში შეუძლიათ წამოიწყონ  საკუთარი ბიზნესი, თავისი ინფობიზნესი. რა არის ეს? ეს არის შემოსავალი იმ ინფორმაციისა და ცოდნის სანაცვლოდ, რომელსაც ეს კონკრეტული ადამიანი ფლობს. ნებისმიერი ადამიანს შეუძლია დღესვე წამოიწყოს თავისი ინფობიზნესი.

ძითადი ასპექტები:

ყველას შეუძლია იშოვოს ფული, ყველას შეუძლია რომ იქონიოს შემოსავალი თავისი ცოდნის გაზიარების და სხვების სწავლების ხარჯზე. რას ნიშნავს ეს? ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს რეპეტიტორობას, ნებისმიერ რეპეტიტორს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ წვრილი მეწარმე ან ბიზნესმენი. თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი, თუ კი თქვენ თავისუფალ დროს მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემაში დახარჯავთ, თქვენ ვერ შეძლებთ საგრძნობლად გაზარდოთ შემოსავალი. ინფობიზნესის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო და მნიშვნელოვანი ნაწილი მდგომარეობს ისეთი პროდუქტის შექმნაში, რომელიც მოიტანს შემოსავალს მაშინაც კი, როდესაც ინფობიზნესმენს მშვიდად სძინავს. პასიური შემოსავალი -  სწორედ ეს წარმოადგენს ნებისმიერი მომგებიანი ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს. ინფორმაციული ტექნოლოგიები ხომ შეუზღუდავ საშუალებას იძლევა, რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ვებგვერდი, დახურული ჯგუფი ან ლაიქ ფეიჯი სოციალურ ქსელში, მოიწვიოთ ადამიანები ვებინარებზე და შესთავაზოთ მათ თქვენი ფასიანი მომსახურება. რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ სრულიად შესაძლებელია ნულიდან დაიწყოთ თქვენი ინფობიზნესი. ამაში დაგეხმარებათ სხვადასხვა უფასო საცდელი რესურსები, რომლებიც მრავლადაა ბაზარზე წარმოდგენილი. თუნდაც მხოლოდ სოციალური ქსელითაც კი შესაძლებელია სათანადო ცნობადობის და შესაბამისად მაღალი შემოსავლის წყაროს შექმნა. მთავარია, რომ ის ინფორმაცია რასაც მსმენელს სთავაზობთ იყოს საინტერესო, მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი და აქტუალური.

ინფობიზნესის სახეობები:

დღევანდელი ინფობიზნესი შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ.

პირველი - მინიბიზნესი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ყოველგვარი სპეციალური უნარებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე. ხშირად ასეთი ბიზნესი ძირითადი ბიზნესის ერთ-ერთი განხრაა, მაგალითად თუ კომპანია ყიდის სხვადასხვა სახის გასახდომ ტრენაჟორებს, მას შეუძლია შექმნას ინფობიზნესი, და ასწავლოს მომხმარებელს თუ როგორ გამოიყენოს ესა თუ ის ტრენაჟორი სწორად. მოყვანილ მაგალითში თუ კი პროცესები სწორად ორგანიზებული იქნება, ბიზნესის მფლობელს შეუძლია მნიშვნელოვანი ეკონომია გააკეთოს გამყიდველ-კონსულტანტებზე და ამის ნაცვალად ტრენაჟორების მოხმარებაზე ინფორმაცია ფასიანად მიაწოდოს მომხმარებელს და მნიშვნელოვნად გაზარდოს ძირითადი ბიზნესის ბრუნვები.

ინფობიზნესის მეორე კატეგორიას წარმოადგენენ ე.წ. დამწყები ინფობიზნესმენები, რომლებმაც ამა თუ იმ სფეროში მიაღწიეს წარმატებას და აქვთ თავისი ოფლაინ ბიზნესი, ახლა კი ასწავლიან სხვა ადამიანებს თუ როგორ შექმნან მათ საკუთარი ბიზნესი. ამ შემთხვევაში ისინი ყიდიან თავის ცოდნას, დისკების ან ონლაინ სემინარების საშუალებით.

მესამე კატეგორია კი არის დახვეწილი ინფობიზნესი, რომელიც სრულიად შესაძლებელია, რომ წარმოიქმნას პირველი ორიდან. წიგნებსა და დისკებს ემატება ონლაინ სემინარები, ონლაინ და ოფლაინ ტრენინგები, ასევე სხვადასხვა სახის სემინარები.

როგორ შევქმანთ საკუთარი ინფობიზნესი მინიმალური დანახარჯებით?

ამგვარი შემოსავლის ძირითადი რესურსი არის თქვენი ცოდნა, რომელიც აქამდე დაგიგროვებიათ. მთავარია მოიფიქროთ როგორ მოახდინოთ კონკრეტული ცოდნის მომგებიანად რეალიზება. ნებისმიერს შეუძლია წამოიწყოს ინფობიზნესი, ამისათვის საკმარისია შექმნათ სოციალურ ქსელებში თქვენი ჯგუფი და მოწვიოთ ამ ჯგუფში დაინტერესებული ადამიანები. იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ შეთავაზებუი ინფორმაცია ჯგუფის წევრებისათვის საინტერესო და სასარგებლო იქნება შედეგი არ დააყოვნებს. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პირველ ეტაპზე, განსაკუთრებულად დიდი შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. ყველა არ იქნება მზად ფული გადაიხადოს თქვენს მიერ შეთავაზებულ ინფორმაციაში. თუმცა არსებობს პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც დაგეხმარებათ გაცილებით უფრო მალე მიაღწიოთ სასურველი შემოსავლის დონეს. სწორედ ამ ნიუანსებს შეგიძლიათ გაეცნოთ და დაეუფლოთ საქართველოში ყველაზე წარმატებული ინფობიზნესმენის ინგა ბლესსის საავტორო კურსზე, ინფობიზნესი ქალურად.