...ყველას თავისი ბუნება აქვს და მის მიხედვითაც უნდა ცხოვრობდეს... მაგრამ გარკვეული თავსმოხვეული იდეების, კრიტერიუმების, უნდების, აღზრდის შედეგად ადამიანი ინდომებს რომ სხვა გახდეს, იღწვის სხვა ვინმედ გახდომისთვის,

... არადა ის უკვე არის და არავისად გახდომა არ სჭირდება,.. მისი ბუნება მის ხასიათში იმალება, მის შიგნითვე იმალება... ხოდე ესეთი ადამიანი რომელიც სხვად გახდომას მიილტვის, შინაგანად ყოველთვის ფორიაქობს, განიცდის რაღაცას მაგრამ ვერ ხვდება, შეიძლება მიზეზები მოუფიქროს, ახსნას, მაგრამ მაინც ვერ ხვდება... ასეთმა ადამიანმა არ იცის რას აკეთებს, და როდესაც უყურებ მას, გეუფლება განცდა ხელოვნურობის,, მას სხვა აზრები აქვს ვიდრე მოქმედებს, მას გულის კარნახი აღარ ესმის და ასეთი ადამიანზე იტყვი რომ გზააბნეულია, ხელოვნურადაა დაჭიმული თავის კანში ვერ ეტევა, თავის ჭეშმარიტი ბუნებისაკენ გზა აბნევია, იგონებს წესებს, კანონებს და ვალდებულებებს და თავს იმართლებს და ამართლებს თავის ქმედებებს ამით ...არადა ერთადერთი კანონი და ვალდებულებულება შენი ბუნებაა, აქ გადის ზღვარი...
...ხოდა ესე ადამიანს, თავისი ბუნება ეძახის და არ ასვენებს, როგორც ჯიხვი რომელსაც სიმაღლე ეძახის და არ ასევნებს, და სიმშვიდე ეუფლება როდესაც ციცაბო კლდეებზე დაძვრება, თითქოს მოუხელთებელი ფეხებით, საოცრად გამოსდის იდეალურად... 
...ხოდა მეგობრებო, ადამიანი რომელიც აენთება და სხვად გახდომას გადაწყვეტს, გავს მოფართხალე არსებას, ცდილობს და არ გამოსდის, არც კი იცის როგორ გააკეთოს, ხალხს სახეში შესცქერის და ელის რომ რაიმეს ისწავლის...
... მეგობრებო ადამიანი რომელიც თავის გზას ადგას, თავისი ბუნებისგან ნაკარნახევ გზას, მისი მოძრაობა ლომის ნადირობას მოგაგონებს, ან ირმის სეირნობას ტყეებში, მან იცის რას აკეთებს, მას სწავლებაც კი არ სჭირდება, ის თითქოს თავის გზაზე მიდის... მისი მასწავლებელი მისივე ბუნებაა, მისი წინამძღოლი მისივე გულია, მისი შუქურა მისივე თვალებია... აი აქ მოდის უდიდესი სიმშვიდე, აი ამ ადამიანს უყურებ და ბუნების ძალას გრძნობ, არანაირი ხელოვნურობა არ იგრძნობა, ეს არის ნამდვილი სილამაზე...ასეთ ადამიანს ძალდატანება არ სჭირდება, ... 
... ამიტომ ჩვენ თითქოს ყველაფერი შეგვიძლია, თითქოს უამრავი როლია და უამრავი მასალა, რასაც შეგვიძლია დავემგვანოთ, და რაც შეგვიძლია გავხდეთ,.. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ თქვენი თავები უკვე ხართ და ვერავინ გახდებით, ეს უბადრუკი მიმგვანება იქნება... მიენდე შენს თავს, პატივი ეცი შენს ბუნებას, შენ გჭირდება მისი გაღვიძება, ძალიან მარტივია...საით გეძახის, რის გაკეთებისას გენთება თვალები და შინაგანი ენერგია აფეთქებას განიცდია, რის გახსენების ან წარმოდგენის შედეგად მუნჯდები და ყოველი სიტყვა კარგავს ძალას, რის გაკეთებისას გრძნობ რომ სწავლა არ გჭირდება, რომ შიგნით რაღაცა გაქვს ისეთი, რაც ვერ ითმენს რომ გადმოვიდეს და განხორციელდეს, თითქოს სხეული უკვე მოიმართა საკეთებლად, მოიქეცი მისი კარნახით...

სიყვარულით თქვენი ანნა ♡

წყარო: ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი