...რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი მიზნის მიღწევაში?

აბსოლიტურად ყველაფერმა და აბსოლიტურად არაფერმა - გააჩნია შენ რა გინდა - 
რომ მიზეზები აღმოაჩინო?
თუ რომ აღმოაჩინო გზა?

"მე კი მინდა სამსახურის შოვნა, მაგრამ თუ კი არ ამიყვანა დამსაქმებელმა ( იმ ცუდმა და დაუნახავმა , იმან)?
"მე კი მინდა, დილით ადგომა და სირბილი, მაგრამ რომ ვერ ვიღვიძებ და მაღვიძარას ხმა არ მესმის?"
"მე კი მინდა ბიზნესი, მაგრამ აბა ფული არ მაქვს და როგორ დავიწყო?"

ყველა ეს ფრაზა მოწმობს იმას, რომ მათი პატრონი ჯერ "ვერ გაიზარდა" ანუ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომ დიდი გოგოა ( ბიჭია) და რომ საკუთარ ცხოვრებაში თავადაა შედეგებზე პასუხისმგებელი...

არ დაიდარდოთ !
მე საკუთარი თავი რომ მახსენდება - ხელის შემშლელი მიზეზების ჩამონათალით 1 რვეულს გავავსებდი:)

აგრეთვე...
უამრავი წარმატებული ადაიანი ყვება თავისი ცხოვრების ისტორიას, რომელიც სწორედ იმ წუთიდან იწყება, როცა მათ გადაწყვიტეს, რომ თავად უნდა ემართათ პირველ როგში საკუთარი თავი და მხოლოდ შემდეგ უკვე - საკუთარი ცხოვრება:)

ეს "სხვებზე გადაბრალების" სინდრომი, უბრალოდ ერთი არც თუ ისეთი ღრმა ორმოა... ერთი ომახიანი "ოპას" დაძახება და რამოდენიმე ქმედებაც კი საკმარისია რომ 'ზევით' ამოხვიდეთ და დაინახოთ რომ ცხოვრების გზები, რეალურად თქვენი ასარჩევია - ყოველგვარი გადამეტებული პოზიტიური აზროვნების გარეშე რ ე ა ლ უ რ ა დ !!!

მე ძალიან მიყვარს დაკვირვება ადამიანებზე, რომლებიც "მოწუწუნე" მსხვერპლებიდან, უეცრად ტრანსფორმირდებიან ძალიან ჩამოყალიბებულ, მყარად მდგომ ლიდერებათ...

და როდესაც ასეთ ლიდერს ხედავთ, რომელიც კარგად ჩაცმულ- დახურული, ძვირად ღირებული მანქანიდან დარწმუნებული ნაბიჯებით გადმოდის და მის ყოველ ნაბიჯს "კარგად ცხოვრების" იერსახე აქვს, თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ ამ ძლიერი პიროვნების უკან შესაძლოა სწორედ ის "უსუსური" არსება იდგა ოდესღაც, რომელსაც ეგონა, რომ ბედნიერების უფლეაბა ვიღაცამ უნდა მისცეს და სამსახური ვიღაცამ უნდა უშოვოს:)

...კი, ისიც არის, რომ ასეთი დარწმუნებული და რეალიზებული ადამიანი, შეიძლება გვაღიზიანებდეს კიდეც. რითი?
მხოლოდ იმით, რომ იმან შეძლო ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით:) - ეს გრძნობაც კარგადაა ნაცნობი ჩემთვის, რადგან მახსოვს განცდა, როცა ყველა რეალიზებული და მდიდარი ადამიანი გულქვა, სნობი, ცხვირაწეული და "რაღაცნაირი" მეგონა:))))
ჩვენში დარჩეს და ამას "კომპლექსებში გადაზელილი შური ქვია", თუმცა...
ესეც დაძლევადია...
და ყველაფერი დაძევადია, მთავარია თქვენ რას ეძებთ?
გზას, თუ მიზეზებს?

ხათუნა მუზაშვილი