კლასიკურ სილამაზედ აღქმული სტანდარტები უბრალოდ არ ჩნდება - მას აქვს წარმოშობისა და დამკვიდრების თავისი მიზეზები და აღნიშნულ სტანდარტებად ქცევის ისტორია. ქალების მიერ სილამაზის იდეალისკენ სწრაფვას, ხშირ შემთხვევაში, შიშებამდე და საკუთარი სხეულის მიუღებლობამდე მივყავართ.
   სილამაზის სტანდარტები, რომლებსაც გვაიძულებენ, რომ მივდიოთ, დაფოტოშოპებული და რეალურად განუხორციელებელი, მიუღწეველია. თუმცა, აბსოლუტურად ხელშესახები და ნამდვილია ის კომპლექსები და დაუცველობის შეგრძნებები, რომლებსაც ეს სტანდარტები ჩვენში ამკვიდრებს.
 ქალები დღეს გარშემოტყმული არიან რეკლამებით, რომლებსაც აქვთ იმის ძალა, რომ ისინი კონკრეტული ქცევისა თუ გარეგნობის მიმდევარი გახადონ და აი, აქ ჩნდება სოციალური და ეკონომიკური წესრიგისა და იდეოლოგიის აღმნიშვნელი ახალი სიტყვა - კონსუმერიზმი,  რომელიც ადამიანებს სულ უფრო მეტი საქონლის, პროდუქციისა თუ სერვისის შეძენისკენ უბიძგებს.
    ალბათ, თქვენც, ერთხელ მაინც გამხდარხართ ისეთი პროდუქტის მომხმარებელი, რომელიც 30 დღეში სხეულის სრულ ტრანსფორმაციას მოახდენდა და იდეალურ სტანდარტებს მიგაახლოვებდათ. ან დიდი მონდომებით დაგიწყიათ სპორტული აქტივობები და მალევე დანებებიხართ რუტინულ ვარჯიშს. 
     ფსიქოლოგი ინგა ბლესი თვლის რომ, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი სასურველი ტანადობის მისაღწევად ფსიქოლოგიური მიზეზების აღმოჩენა და განეიტრალებაა, რადგან ენდოკრინოლოგის, დიეტოლოგის და ფიტნეს ტრენერის რჩევები გარეგანი დამხმარე საშუალებებია. სხეულისა და სულის ტრანსფორმაცია, მხოლოდ შინაგანი ცვლილებებით მიიღწევა.
- ქ-ნო ინგა, ჭარბი წონის შესახებ რა სტატისტიკა არსებობს საქართველოში და მსოფლიოში?


- ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემა მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, სამწუხაროდ, გამონაკლისი არც საქართველოა. მედიკოსებმა უკვე უწოდეს სიმსუქნეს ავადმყოფობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. სხვადასხვა მონაცემებით, მსოფლიოში, ამ პრობლემას 640 მილიონი ადამიანი ებრძვის. უფრო კონკრეტულად რომ წარმოვიდგინოთ სურათი, სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის 3-30 % ჭარბწონიანია. სხეულის მასის ყველაზე ნაკლები პრობლემები იაპონიაშია 3,5 %, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 31% აშშ-ია. არც  საქართველოში გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, ჩვენთან, მოსახლეობის 20-22% ებრძვის ჭარბ წონას. ერთ-ერთი ევროპული კვლე¬ვის მიხედვით, თუ 90-იან წლე¬ბამ¬დე მე-19 მე-20 ად¬გილ¬ზე ვი¬ყა¬ვით სიმ¬სუქ¬ნის შემ¬თხვე¬ვე¬ბით ევ¬რო¬პა¬ში, დღეს ათე¬ულ¬ში ვართ. 
    არსებობს ძალიან საინტერესო სტატისტიკა ქალებში არსებული ზედმეტი წონის მიზეზების შესახებ:

- ქალების 84% ზედმეტი საკვების მიღებას ემოციური დაძაბულობის დროს იწყებს;
- 72%-ს  მადა ეზრდება გემრიელი საჭმლის დანახვისას;
- 32%-ს ხელს უწყობს ალკოჰოლი;
- 20% ჭარბ საკვებს იღებს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის შემდეგ;
- 12% სთვის მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები (მაგ. მენსტრუაციის პერიოდი).
 
- რა ფსიქოლოგიური მიზეზები განაპირობებს სიმსუქნეს?
 
- თანამედროვე ფსიქოლოგიაში ითვლება, რომ ჭარბი წონა ერთ-ერთი პირველია იმ დაავადებათა შორის, რომელიც ფსიქო-სომატური ხასიათი აქვს. ანუ, სიმსუქნის გამომწვევი მიზეზი არის ფსიქოლოგიური პრობლემები და შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი. ეს მიზეზები ძალიან მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია, თუმცა მათი აღმოჩენა და განეიტრალება სპეცმომზადების მქონე ფსიქოლოგისთვის რთული არაა. ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოების მოთხოვნილება. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში და საქართველოშიც, სიცოცხლის ხელყოფის საშიშროება არ არსებობს, ადამიანებში მაინც არის საფრთხის ქვეცნობიერი, სუბიექტური განცდა, რა დროსაც ჭამის ხარჯზე ის იღებს დაცულობის და სტაბილურობის შეგრძნებას. ზედმეტი წონის მიზეზი შეიძლება გახდეს ლოიალობა საგვარეულოს და ოჯახის წევრების მიმართ. ეს ძალიან გავრცელებული ფორმაა, თუმცა იმ ტექნიკების საშუალებით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ამ პრობლემის განაიტრალებაც ადვილად ხდება.
    - რამდენად აკონტროლებს ჩვენი ქვეცნობიერი ჭარბ წონას?
- არა მხოლოდ ჭარბ წონას, ჩვენი ქვეცნობიერი, ჩვენივე ცხოვრების, ფუნქციონირების, წარმატების და წარუმატებლობის 90%ს აკონტროლებს. ჩვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი აისბერგს ჰგავს. როგორც წყლის ზედაპირიდან აისბერგის მხოლოდ 3-10% მოჩანს, დანარჩენი კი წყლის სიღრმეშია დაფარული, სწორედ ასეა ჩვენი პიროვნების და მოქმედების უდიდესი ნაწილიც ქვეცნობიერში ჩამალული. ქვეცნობიერი  ესაა ჩვენი მეორე “მე”. ეს არის ადგილი, სადაც ინახება ყველა ინფორმაცია რაც კი ოდესმე ჩვენს გონებას  სხვადასხვა საშუალებებით აღუქვია. გარემოებებიდან გამომდინარე, ქვეცნობიერი  აწვდის ცნობიერს აზრს, შეგრძნებებს… ცნობიერი კი ყოველთვის ამოწმებს ქვეცნობიერიდან  წამოსულ აზრებს და  თუ ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნა, ხშირ შემთხვევაში,  უგულველყოფს და უკუაგდებს მას.  
 
  
 
- რამდენად ეფექტურია დიეტები და ვარჯიში სასურველი შედეგის მისაღებად?
 
- დიეტები და ვარჯიში ნამდვილად ეფექტურია ჭარბ წონასთან ბრძოლაში თუ კი ადამიანს შესწევს ამის განწყობა და ნებელობა. ძალიან ხშირად, ვიცით რომ უნდა ვივარჯიშოთ, მაგრამ არ შეგვიძლია, ნებისყოფა არ გვყოფნის.  აქტიური ცხოვრების წესი მხოლოდ მძიმე შტანგების აწევა არაა, თუნდაც დღეში 10 000 ნაბიჯიც კი შესამჩნევ შედეგს იძლევა. თანამედროვე ადამიანებს ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი - ჰიპოდინამია ახასიათებთ. თუ კი ადამიანს აქვს ჭარბი წონა და სურს მიაღწიოს სასურველი აღნაგობის მუდმივ მდგომარეობას, იყოს აქტიური და ლამაზად გამოიყურებოდეს, ჰქონდეს ფიზიკური და სულიერი კომფორტი ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს ამ შედეგის ჯერ მისაღწევად და შემდეგ უკვე განსამტკიცებლად. ეს მოითხოვს ცხოვრების წესის სრულად შეცვლას. თუ კი დაიცავი დიეტა, ივარჯიშე და მიიღე სასურველი შედეგი, შემდეგ კი დაუბრუნდი ადრინდელი ცხოვრების წესს, ბუნებრივია, წონაში მატებაც არ დააყოვნებს და შესაძლოა, უფრო მეტი კგ მოიმატოთ. სიტყვა დიეტა აშინებს ადამიანებს, არადა დიეტა ჯანსაღი საკვები და სწორი რაციონია. მნიშვნელოვანია რომ დღის მან¬ძილ¬ზე 4-5-ჯერ  ვიკ¬ვე¬ბოთ. კვე¬ბა უნდა იყოს ჯე¬რა¬დი და და¬ბა¬ლან¬სე¬ბუ¬ლი, აუ¬ცი¬ლე¬ბე¬ლია დიდი რა¬ო¬დე¬ნო¬ბით წყლის მი¬ღე-ბა, შე¬ზღუ¬დუ¬ლი უნდა იყოს შა¬ქა¬რი და მა¬რი¬ლი, ნორ¬მა¬ლუ¬რი ნივ¬თი¬ე¬რე¬ბა¬თა ცვლა რომ მო¬ა¬ხერ¬ხოს ორ¬გა¬ნიზ¬მმა. თუ ძი¬ლის პრო¬ცე¬სი დარ¬ღვე¬უ¬ლია ჰორ¬მო¬ნა¬ლუ¬რი დის-ბა¬ლან¬სია ორ¬გა¬ნიზ¬მში და დღის მან¬ძილ¬ზე ნორ¬მა¬ლურ მე¬ტა¬ბო¬ლიზმს ვერ გა¬ნიც¬დის ორ¬გა¬ნიზ¬მი. ეს კი ადა¬მი¬ა¬ნის გა¬რეგ¬ნო¬ბა¬ზეც აი¬სა¬ხე¬ბა.
 
 
- აქვს თუ არა გავლენა გენეტიკურ განწყობას წონის კორექციისას?
 
- ადამიანს შესაძლოა გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდეს ზედმეტი სიგამხდრის ან სიმსუქნისკენ, მაგრამ მისი რეალური წონა კვებასა და ვარჯიშზე იქნება დამოკიდებული (და ეს ფაქტორები ხშირად გენებზე უფრო მნიშვნელოვანია).  როცა ზედმეტწონიან ადამიანს ეკითხებიან პრობლემის მიზეზს, ის ხშირად პასუხობს, რომ ეს გენეტიკურია, რომ მის ოჯახში მისნაირი ბევრია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ენდოკრინულ დარღვევასთან (რომლისადმი მიდრეკილება მართლა შეიძლება გენეტიკური იყოს), არამედ გრძელი სამუშაო დღის მერე ნოყიერი ვახშმის და ტკბილეულის მიღების სწორედ ,,ოჯახურ" წესთან . ამ შემთხვევაში, გამოდის, ,,ვაბრალებთ" გარემო პირობებს და გვავიწყდება, რომ ჩვენი ცხოვრებისეული რიტმის და კვების წესების ორგანიზება ჩვენვე შეგვიძლია. ასევე, ჩვენს წინაპრებში დალექილი სტრესი, წარუმატებლობა და უკმაყოფილება, შესაძლოა წონის მატებით გამოიხატოს და შემდეგ ეს განწყობა, მომავალ თაობასაც გადაეცეს. ჩენი პრაქტიკების საშუალებით, წინაპართა ეს კოდიც იშიფრება და ნეიტრალდება. 
 
 
- რამდენად მოქმედებს სტრესები და კონფლიქტური სიტუაციები წონის ცვალებადობაზე?
 
- სტრესი პირდაპირ კავშირშია წონასთან. გადატვირთული ცხოვრების ფონზე, გარეგანი სტრესული სიტუაციები აისახება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე, იწვევს შინაგან სტრესს, ნაკლები სიხარულის განცდას, კვებითი ჩვევების ცვლილებას - კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) ამ დროს ზემოთ იწევს. როდესაც კორტიზოლის დონე მაღალია, ხდება ცხიმების დაგროვება და მეტაბოლიზმის დაქვეითება. ამ დროს სხეული გადადის გადარჩენის რეჟიმში, ვერ აანალიზებს წონის მატებას და კიდევ უფრო ქვეითდება მეტაბოლიზმი.  როდესაც არის გააზრებული თუ გაუაზრებელი პრობლემა, გარეგანი თუ შინაგანი კონფლიქტი, ვხარჯავთ დიდი რაოდენობით ჩვენს ფსიქიკურ ენერგიას, რომლის აღდგენასაც ჩვენი ორგანიზმი ნახშირწყლების მიღებით ცდილობს, ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობა კი უდრის ჭარბ წონას.  
 
- რა როლი აქვს თვითშეფასებას და მოტივაციას?
 
- რა თქმა უნდა სიმსუქნე მოდის არამარტო ბავშვური კომპლექსებიდან. მოზრდილ ცხოვრებაშიც გვებრძვის თვიშეფასების დაქვეითება, ფსიქოლოგიური ზეწოლები, სტრესი სამსახურში, ოჯახში და ა.შ. ბანალურმა უძილობამაც კი შეიძლება ზედმეტი წონა გამოიწვიოს. ჩვენი კომპლექსური მიდგომა წონის შედეგიანი კლების გარანტიაა. ამის შედეგად ადამიანი თავისუფლდება ზედმეტი კილოგრამებისგან, კომპლექსებისგან, ხდება სტრესადმი მდგრადი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაღლდება მოტივაცია.
 
- როგორ დავთრგუნოთ ჩვევები?
 
- ადამიანი რომ ბიოკომპიუტერად აღვიქვათ, ჩვევა მასში ჩაწერილი გარკვეული პროგრამა იქნება. ნებისმიერი ჩვენი კარგი თუ ცუდი საქციელი, საჭირო თუ უსარგებლო ჩვევა არის პროგრამა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად ჩაბეჭდილია ჩვენში. მთავარი არა ჩვევის მოშორება, არამედ ჩანაცვლებაა. თუ ადამიანში ჩატვირთული კარგი და წარმატებული პროგრამა, ჩვენ მას ხელს არ ვკიდებთ, მაგრამ თუ არასწორი პროგრამა ადამიანს უშლის ხელს განვითარებაში ან აქვს მავნე ჩვევები, მაშინ ჩვენ, ფსიქოლოგები ვერთვებით საქმეში. წონასთან ბრძოლაში მხოლოდ დიეტით მუდმივი შედეგი არ დგება, საჭიროა ადამიანის თვითშეფასების შეცვლა. ადამიანმა უნდა გაიაზროს რომ მისი წონა და პიროვნული თვისებები ერთმანეთთან კავშირშია. უნდა შეიცვალოს კვებისადმი დამოკიდებულება. დაბალკალორიული დიეტა შეზღუდვად კი არ უნდა იქცეს, არამედ ერთადერთ და “ჰორმონის“ გამოყოფა. საჭმლის გემო, ტექსტურა და სუნი მალე კარგავს მიმზიდველობას და საჭიროა ეს მომენტი არ გამოგვეპაროს და ჭამა დროულად შევწყვიტოთ.
 
- როგორ შეიძლება ადამიანმა მოიცილოს ზედმეტი წონა და მიაღწიოს სასურველ ტანადობას?!
 
- სიმსუქნის დროს პირველი რიგის აუცილებლობას წარმოადგენს პროფესიული ფსიქოანალიზი და ისეთი ფსიქოთერაპიული მეთოდები, როგორიცაა ქცევითი თერაპია, პირადი ფსიქოდინამიკის გახსნა, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი.
ფსიქოთერაპია წონის კლების აუცილებელი კომპონენტია, განსაკუთრებით ჩვენს დაძაბულ და დატვირთულ დროს. ის გვეხმარება დიეტების დაცვაში და შედეგის შენარჩუნებაში. 
ჩვენი, სამთვიანი სპეცპროგრამა „სასურველი ტანადობა“დეტალებშია გაწერილი პროფესიონალი ქოუჩების მიერ, რომლებიც კონლრეტულად ამ მიმართულების მუშაობენ. 
    ჩვენ არავის ვპირდებით 10 დღეში 10 კგ დაკლებას, რადგან ასეთი შედეგები დროებითი, ჯანმრთელობისთვის საზიანო და არადამაჯერებელია. ჩვენი მიზანია სწორი და ეკოლოგიური კლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და რაც მთავარია, რეალური პრობლემების გამოაშკარავება და ახალი პროგრამებით ჩანაცვლება. ეს სამი თვე იქნება პირველი ეტაპი. პროგრამის შემდეგ, ადამიანის ქცევა, ჩვევები, თვითშეფასება იმდენად შეიცვლება, რომ უკვე დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი წონის კონტროლს და კლებას. მოწესრიგდება მეტაბოლიზმის პრობლემები და მოხდება ადამიანის როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და ნერვული სისტემის გაჯანსაღება. შესაძლებელია, სამუდამოდ დაივიწყოთ ზოგიერთი ქრონიკული დაავადების შესახებ. 

სტატია მოამზადა ნინო ბარათაშვილმა

© ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი

 წონის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირე აქ: