ურთიერთობის აგება შესაძლებელია, სიყვარულის არა. 

 

ის რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, სინამდვილეში ეგოიზმი და ინფანტილიზმია.

მიხარია, რომ გავაცნობიერე : მეორე ადამიანს თავი შევაყვარო - ეს არ არის სიყვარულის არსი.

ჩვენ მივეჩვიეთ რაც გვსურს, იმის სიმართლედ გასაღებას... საკუთარი შეცდომების რომანტიზება და პატარა, თითქოს საყვარელი უარყოფითი მხარეების საუკეთესო ჭრილში წარმოჩენა გვიყვარს.

როდესაც გსურთ, რომ შეგეხონ, მოგეფერონ, აღგაგზნონ, ალერსით დაგათრონ - ეს არის ვნება.

ხოლო როცა თქვენ გსურთ, რომ ყველანაირად ზრუნავდნენ თქვენზე, მოგიგვარონ პრობლემები, გაგანებივრონ საჩუქრებით, გარჩინონ - ეს არის ინფანტილიზმი.

როცა თქვენ გინდათ,  რომ არაამქვეყნიურად უყვარდეთ, თქვენს გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ, მთელ თავის დროს და ენერგიას თქვენზე ხარჯავდნენ, სხვა დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანი იყოს - ეს ეგოიზმია.

როდესაც თქვენ გსურთ, რაც შეიძლება სწრაფად დაფეხმძიმდეთ და გააჩინოთ შვილი კონკრეტული ადამიანისგან - ეს ბიოლოგიაა.

როდესაც თქვენ გინდათ, რომ თქვენ სასწრაფოდ შექმნათ ოჯახი - ეს არის დამოკიდებულება საზოგადოებრივ აზრზე.

როდესაც თქვენ გიყვართ-თქვენ არაფერი არ გინდათ, უბრალოდ გიყვართ.

თქვენ გადაადგილდებით სახლში, იხეხავთ კბილებს, აგზავნით სამსახურის წერილებს, ყიდულობთ პურს, სვამთ ჩაის, ურეკავთ დედას - და ამავდროულად გიყვართ ეს ადამიანი. ამ დროს ის შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სხვა ადამიანთან. მან შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ის თქვენ გიყვართ. ცხოვრება განაგრძობს სვლას და სხვადასხვა პრობლემები მუდამ იჩენენ თავს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს თქვენ მუდამ გეღიმებათ.

დიახ, ცხადია ეს ყველაფერი არც ისე პრაქტიკულია, ირაციონალურიც კია, და უცნაურიც.

მაგრამ ზუსტად ეს არის სიყვარული.

ყველა დანარჩენი - უბრალოდ ადამიანური სისუსტეებია.

 ურთიერთობის აგება შესაძლებელია, სიყვარულის არა.

ბრძოლა შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლისთვის, კონკურსში პირველი ადგილისთვის, საკუთარი უფლებებისთვის, მაგრამ არა სიყვარულისთვის.

შეიძლება გქონდეთ მოლოდინი სიტყვებზე და საქციელზე პასუხისმგებლობის აღების, ურთიერთგაგების და გულწრფელობის, მაგრამ არა სიყვარულის. სიყვარულს აქ გააჩნია პრაქტიკული შედეგი. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ყველაფრისთვის შესაფერისი სახელის დარქმევა, ამის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

სიყვარული - ეს არის უბრალოდ სასიამოვნო სითბო, რომელიც თქვენს სხეულში გეღვრებათ.

ეს კი საუკეთესო რამ არის, რაც კი ოდესმე მიგრძვნია.

 

 ავტორი : თამრიკო შოლი.

თარგმნა მარიკა გეგიძემ.

პროგრამა „სიყვარულის ანბანი“: http://inga-bless.tilda.ws/sikvaruli_da_piradi_cxovreba

© ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი