რატომ არ უნდა გაიაროთ ფსიქოთერაპიის კურსი :
ფსიქოთერაპიის ბნელი მხარე

ინტერნეტში შემხვდა გამოგონილი ამბავი მოსკოვის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის შესახებ, რომელიც პირველ ლექციას იწყებდა გაფრთხილებით : „რაც უფრო ჩაუღრმავდებით ფსიქოლოგიას, ყველა თქვენი ურთიერთობა დაინგრევა, მეგობრები ჩამოგშორდებიან და სანაცნობო წრე სრულიად შეიცვლება“.

ამაზე ლაპარაკი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება და დაკვირვება ფსიქოლოგებსა და მათ კლიენტებზე გვაჩვენებს, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება. მე პირადად ვადევნებდი თვალს ზემოთ აღწერილ მოვლენებს , თანაც არაერთხელ, მათ შორის საკუთარ გამოცდილებაშიც. რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება ადამიანის თერაპია, მით უფრო ნაკლებად აინტერესებს და მოსწონს მას ურთიერთობები და კომუნიკაციის ის სახეები, რომლებიც გულისხმობს პროექციებს, პასიურ აგრესიას, საკუთარი ემოციების სხვებზე გადატანას და მანიპულაციას. ამ ყველაფრის გამო მას უფრო და უფრო უძნელდება ადამიანებთან ურთიერთობების აწყობა, რადგან ადამიანები მიჩვეულნი არიან ურთიერთობის ასეთ ფორმებს.

ორი სიტყვით იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს ადამიანი, რომელიც პირველად მივიდა ფსიქოთერაპევტთან ხანგრძლივი ფსიქოთერაპიის გასავლელად :

1. პირველი შეგრძნება ეს არის იმედგაცრუება იმაში, თუ რა ზედაპირული და ნევროტული საფუძველი ჰქონია თითქმის ყველა მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობასა და კავშირს. ცხოვრების გადაფასებისას წარსული შოკისმომგვრელი და უხერხული ხდება.

2. ოჯახში პირადი საზღვრებისა და მოთხოვნების დაწესების პირველივე მცდელობა იწვევს ოჯახის წევრების გაღიზიანებას და აღშფოთებას.

3. მეგობრებსა და ახლობლებთან უფრო გულწრფელი საუბრის მცდელობები, რომელიც არ შეიცავს ყოველდღიურ ტყუილსა და პირფერობას გამოიწვევს იმას, რომ თქვენი მეგობრები ერთი მეორის მიყოლებით ჩამოგშორდებიან და გაქრებიან რადარიდან. ყველაზე გულჩვილები უზომოდ განაწყენდებიან და მტრად ჩაგთვლიან.

4. თუ თქვენ რომანტიული ურთიერთობა გაქვთ და თქვენი პარტნიორი არასდროს ყოფილა ფსიქოთერაპევტთან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა 1 დან 3 წლამდე პერიოდში დამთავრდება. თქვენთვის კი რამდენიმეჯერ უფრო რთული იქნება ახალი პარტნიორის პოვნა-მუდამ იპოვით უარყოფით მხარეს.

5. დიდი ალბათობით აღმოაჩენთ, რომ მთელი ცხოვრება დაკავებული იყავით იმ საქმით, რომელიც არ გიყვართ, გადაწყვეტთ პროფესიის შეცვლას, ან სამსახურის შეცვლას მაინც. თქვენი ჩვეული ცხოვრების სტილისგან აღარაფერი დარჩება.

6. დროთა განმავლობაში თქვენი ცხოვრება აივსება სულ სხვა, ახალი ადამიანებითა და მოვლენებით, თქვენ ბევრად უფრო ბედნიერი გახდებით.

იცოდეთ , რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ

 
ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი