საინტერესო ინსაიტი მქონდა დღეს განწმენდის რიტუალის გაკეთებისას. იქნებ თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იყოს, ამიტომ გადავწყვიტე გამეზიარებინა:
შემოქმედს ვთხოვე, რომ გამანთავისუფლოს მერყევი ხასიათისგან, არასტაბილური შინაგანი მდგომარეობისგან, რომელიც როგორც მეგონა ჩემი ზოდიაქოს ნიშნის გამო მქონდა - სასწორი ვარ. ვფიქრობდი - ნუ რას ვიზამთ, ასეთი ორმაგი ნიშანია. ჩემმა სულმა ამქვეყნად მოსვლა გადაწყვიტა სწორად მაშინ, როდესაც მზე სასწორის ნიშანში იმყოფებოდა და ალბათ, ეს მერყეობის ენერგიები მომეცა იმისთვის, რომ მიმეღო ის გამოცდილება, რომლისთვისაც მიწიერად მოვედითქო...

ბევრი კარგი თვისება აქვს სასწორს, მაგრამ ბევრი სუსტიც. მაგალითად ეს შინაგანი აიწონა-დაიწონა, ყოველგვარი ხილული მიზეზების გარეშე. უფრო სწორად, ასე ვფიქრობდი ინსაიტამდე, ეხლა კი გავიგე, რომ მიზეზები ყოველთვის არსებობს. უბრალოდ მათ ვერ ვაცნობიერებთ და როგორც წესი არ ვართ მზად, პირდაპირ „თვალებში ჩავხედოთ"

იმიტომ, რომ ეს მიზეზები დამალულია უამრავ „ასე უნდა"-სა და „ვალდებული ხარ"-ში, ჩვენივე შიშებსა და წაროდგენებში. გონება ტყუის! გვაწვდის სხვასასხვა დამაჯერებელ მოსაზრებებს, იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოითმინო, დახუჭო თვალები და არ შეამჩნიო და შეიმჩნიო ის, რაც შენთვის უსიამოვნო ან აუტანელიც კია, ვითომდა რაღაცა მნიშვნელოვანი, საჭირო და დიადის გამო!!!

შინაგანი ხმა და ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არ იტყუება არასდროს! ეხლა უკვე ვიცი, რომ თუკი შინაგანი სევდა და ტკივილი გაჩნდა, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, სიცოცხლის ყოველი წამით დავტკბე - ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას საკუთარი თავის, სულისა და გულის და ესეიგი შემოქმედის საწინააღმდეგოს ვაკეთებ, იმიტომ რომ ყოველი ჩვენთაგანის სული ხომ ღმერთის პატარა ნაწილია...

ეხლა უკვე ვიცი, რომ თუკი გულში ნაღველი გაჩნდა, ეს არც ჰორმონების, არც ამინდის და არც ზოდიაქოს ბრალია (როდესაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვართ, ასეთ რაღაცეებს არც კი ვამჩნევთ!)... არამედ არსებობს ამოცანა, რომელსაც მე არ ვიმჩნევ და რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.

გპირდებით, რომ ამიერიდან ცხოვრებისეულ ამოცანებს თვალს გავუსწორებ, და ვიზრუნებ მათ მოგვარებაზე ჩემი გულისა და სულის მოთხოვნილებების გათვალისწინებით! გპირდებით, რომ მეხსომება ყოველთვის - მე არავისი ვალი არ მაქვს! და ნებისმიერი დიდი თუ პატარა გადაწყვეტილების მიღებისას ვიხელმძღვანელებ არა იმით, თუ ვის რა გაეხარდება ან ეწყინება, არამედ მთავარი კრიტერიუმით - მინდა თუ არა მე ამის გაკეთება. თუკი მინდა და სიამოვნებით გავაკეთებ - ესეიგი სწორია არჩევანი. თუკი არ მინდა, მაგრამ „ვალდებული ვარ" და ვაკეთებ, იმიტომ რომ ვიღაცას არ ვაწყეინო, ესეიგი არჩევანი არასწორია და ის გამოიწვევს შემდგომში უარყოფით და დათრგუნულ განწყობას.



გისურვებთ საკუთარი შინაგანი ხმის "ყურად ღებას" და გაგონებას-).

სიყვარულით, ინგა ბლესსი.