პატიება

 

 -მე არ გთხოვ -უთხრა მან,

-მე მემახსოვრება;

-აპატიე - სთხოვა ანგელოზმა. აპატიე და მოგეშვება. უკეთესად იქნები.

-რისთვის?-ჯიუტად იკვნეტდა ტუჩებს.

-არა, ამის პატიება არ შეიძლება! არასოდეს!!

-შენ რა შურს იძიებ?-შეშფოთებულმა კითხა ანგელოზმა.

-არა, შურს არ ვიძიებ...მე უფრო მაღლა ვდგავარ;

-შენ  მისი მკაცრად დასჯა გინდა?

-მე არ ვიცი რა ფორმის დასჯა  იქნება ამისთვის საკმარისი. ყველამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ საქციელზე. ადრე თუ გვიან, მაგრამ ყველამ!!!

-ეს გარდაუვალია.

-დიახ, მე ვიცი!

-ჰოდა აპატიე. მოიშორე მძიმე ტვირთი. შენ ხომ ახლა შორს ხარ მისგან .

-არა, არ შემიძლია და არც მინდა! ეს უპატიებელია.

-კარგი შენი საქმეა.-ამოიოხრა ანგელოზმა.

-სად აპირებ ამ წყენის შენახვას?

-აი აქ და აქ - ხელით შეეხო თავსა და გულს.

-გთხოვ ფრთხილად იყავი.შხამიანი წყენა საშიშია - სთხოვა ანგელოზმა, -მას შეუძლია ლოდივით ჩამოგეკიდოს და უფსკრულში ჩაგითრიოს,  ან  წარმოქმნას მრისხანების ცეცხლი და გაანადგუროს თუ კი რამე ცოცხალია;

- ეს არის მეხსიერების ქვა და კეთილშობილი მრისხანება!

და სწორედ  ამ  წყენამ, ამ ქვამ დაისადგურა იქ, სადაც მან   მიუთითა - თავსა და გულში.

    ის იყო ახალგაზრდა და ჯანმრთელი, ცდილობდა  თავის ცხოვრება აეწყო, მის ძარღვებში ჩქეფდა სისხლი და ფილტვებით ხარბად შეისრუტავდა თავისუფლების ჰაერს. მას ჰყავდა მეუღლე, შვილები. შეიძინა მეგობრები, ზოგჯერ კამათობდნენ, ბრაზდებოდა ხშირად  და ისინიც ბრაზდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს პატიობდნენ. მის ცხოვრებაში იყო ყველაფერი. ტკივილიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და ა.შ.

    გავიდა წლები,ის კიდევ ერთხელ შეეჯახა სიტყვა-„პატიება“-ს. 

-მე ქმარმა მიღალატა, ბავშვებთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს.ფულს მე არ  ვუყვარვარ. რა ვქნა?-ჰკითხა მან ასაკოვან ფსიქოლოგს.

ფსიქოლოგმა ყურადღბით მოუსმინა, ბევრი საკითხიც დააზუსტა. რატომღაც სულ ბავშვობაზე ეკითხებოდა და ეს ქალს არ სიამოვნებდა, როცა ამ თემას ეხებოდა,  ცდილობდა თავი აერიდებინა.

მაგრამ ფსიქოლოგი ჯიუტად უბრუნდებოდა მის ბავშვობას. ის  მიხვდა, რომ ფსიქოლოგი ცდილობდა სააშკარაოზე  გამოეტანა მისი ძველი წყენა, რომელიც ბავშვობიდან სტანჯავდა. მას ეს არ უნდოდა და ეწინააღმდეგებოდა. ფსიქოლოგი მიუხვდა და უთხრა - თქვენ განწმენდა გჭირდებათ, თქვენი წყენა გაიზარდა, მიემატა ახალი წყენები, როგორც მარჯნის რიფს  და ამან გამოიწვია სასიცოცხლო ენერგიის დაბლოკვა. ამიტომაც  გაქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში და ფინანსურადაც ვერ გაიმართეთ. ამ რიფს აქვს ბასრი გვერდები  და  ჭრილობას აყენებს თქვენს სათუთ სულს. რიფის შიგნით დასახლდნენ  სხვადასხვა ემოციები. ისინი გიწამლავენ სისხლს და ამით იზიდავენ ახალ ახალ პრობლემებს.

-ნამდვილად, რაღაც ამდაგვარს ვგრძნობ -თქვა ქალმა, - დრო და დრო ნერვიული ვხვდები, პერიოდულად დეპრესია მაწვება,ზოგჯერ კი ვინმეს მოკვლაც კი მინდა;

-კარგი -უნდა განიწმინდოთ;

-აბა როგორ?

-აპატიეთ, გაუშვით  პირველი  წყენა - ურჩია ფსიქოლოგმა,-  არ იქნება ფუნდამენტი   და მარჯნის  რიფიც აღარ იქნება;

-არავითარ შემთხვევაში!-გაბრაზდა ქალი, - ეს სამართლიანი წყენაა! ეს ხომ მართლა  მოხდა. მე მაქვს უფლება გავბრაზდე.!

ფსიქოლოგმა ჰკითხა - თქვენ გინდათ იყოთ მართალი თუ ბედნიერი?

 ქალმა არ უპასუხა. ის უბრალოდ ცივად  ადგა და გავიდა. თან გაიყოლა თავისი სევდით გაჯერებული მარჯნის რიფი.

გავიდა რამოდენიმე წელი. ქალი ისევ იჯდა მიმღებში, ოღონდ უკვე ექიმთან. ექიმი ათვალიერებდა სურათებს, ფურცლავდა ანალიზების პასუხებს  და ტუჩებს იკვნეტდა.

-ექიმო, რატომ არაფერს ამბობთ.? ნერვიულად იკითხა ქალმა.

-ნათესავები გყავთ?

-არა, მშობლები დამეღუპნენ. ქმარს გაშორებული ვარ... შვილები და შვილიშვილები მყავს და ჩემი ნათესავები რაში გჭირდებათ.?

-ნახეთ  თქვენ სიმსივნე გაქვთ და ქალს აჩვენა თავის ქალის სურათი,  ანალიზების მიხედვით ავთვისებიანი სიმსივნეა. ეს აიხსნება თქვენი ხშირი თავის ტკივილებით, უძილობებით და დაღლილობით. სამწუხაროდ სწრაფმავალია. ის იზრდება,  ეს უკვე ცუდია.

-ე.ი. ოპერაცია უნდა გავიკეთო?-კითხა ქალმა ცივი გამომეტყველებით.

-არა. აი თქვენი კარდიოგრამა. თქვენ გული ძალიან სუსტად გაქვთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ვიღაც იჭერს  ყველა მხრიდან და მუშაობა არ შეუძლია. ასეთი გულით თქვენ ოპერაციას ვერ გადაიტანთ. ამიტომ ჯერ გულს უმკურნალეთ დანარჩენი მერე...

 მას არ უთქვამს, მაგრამ ქალი მიხვდა,“მერე“...  შეიძლება აღარასოდეს არ ყოფილიყო . ან გული ვერ გაუძლებს- ან კიდევ სიმსივნით დაიღუპება, სისხლის ანალიზიც ცუდია , ჰემოგლობინი დაბალი აქვს,  ლეიკოციტები მაღალი...

-მე წამალს გამოგიწერთ-უთხრა ექიმმა. ისე თქვენც უნდა დაეხმაროთ თქვენს თავს. ორგანიზმი განაწყოთ დადებითად და მორალურად უნდა იყოთ მზად ოპერაციისთვის.

-და ეს  როგორ?

-დადებითი ემოციები ,თბილი ურთიერთობები, კონტაქტი საყვარელ ადამიანებთან, ბოლოს და ბოლოს შეიყვარეთ ვინმე. დაათვალიერეთ სურათების ალბომი. გაიხსენეთ ბედნიერი ბავშვობა .

 ქალმა გვერდულად ჩაიცინა.

-ეს შეგიმსუბუქებთ  სულს... ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა პატიებას სასწაულები მოუხდენია.

-უი მართლა ?-ირონიულად უპასუხა ქალმა.

-თქვენ წარმოიდგინეთ მედიცინაში არის დამხმარე ინსტრუმენტები. ხარისხიანი მოვლა, მაგალითად....ზრუნვა. პატიებაც შეიძლება გახდეს წამალი... თანაც უფასოდ და ურეცეპტოდ. პატიება თუ სიკვდილი? სიკვდილი, მაგრამ არა პატიება! - როცა არჩევანი ხდება კითხვა, სიკვდილი თუ პატიება,უბრალოდ უნდა გადაწყვიტო, რომელ მხარეს იყურები. თავი გტკივა, გული გაწუხებს .“სად უნდა  შეინახო  შენი  წყენა?“,  „აქ და იქ“, უკვე იქ გტკივა. წყენა საკმაოდ გაიზარდა, მას მეტი და მეტი მოუნდა. მოუნდა თავისი პატრონი გააგდოს  და დაეუფლოს მის სხეულს. სულელი წყენა კი, ვერ ხვდება, რომ სხეული ვერ გაუძლებს, მოკვდება. ქალმა გაიხსენა ის ადამიანები, ვინც მას გული დასწყვიტა ბავშვობაში: დედ-მამა, რომლებიც მთელი დღე სამსახურში იყვნენ, ან ჩხუბობდნენ. ქალს ეგონა, რომ მათ ის ისე არ უყვარდათ, როგორც მას უნდოდა. არაფერი არ შველიდა, არც ფრიადები სკოლაში, არც სიგელები, არც პროტესტი არც ბუნტი... შემდეგ მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, ორივემ ცალ-ცალკე შექმნა ოჯახი, სადაც მისი ადგილი აღარ იყო. თექსვმეტი წლის გაამგზავრეს სასწვლებელში, სხვა ქალაქში ჩემოდნით და ორიოდე კაპიკით. ამის მერე გახდა დამოუკიდებელი და გადაწყვიტა, რომ არ აპატიებდა. ამ წყენას მთელი ცხოვრება ატარებდა  და დაიფიცა, ეს წყენა მასთან ერთად მომკვდარიყო, სამწუხაროდ ასეც მოხდა.

მას ჰყავდა შვილები, შვილიშვილები, კოლეგა სამსახურში,  რომელსაც მოსწონდა და რატომღაც აღარ  მოუნდა სიკვდილი. მიხვდა, რომ სიკვდილი ჯერ  ადრეა. არა და უწინ სიკვდილი უნდოდა.

 -უნდა ვაპატიო ! გადაწყვიტა მან,  ვცადო მაინც! - და დაიწყო....მშობლებო ყველაფერს გპატიობთ... არა დამაჯერებლად მოეჩვენა  თავისი ნათქვამი. აიღო ქაღალდი და ფანქარი და წერა დაიწყო.

-ძვირფასო მშობლებო, მე აღარ მწყინს, ყველაფერს გპატიობთ!  - პირი აეწვა, გულში რაღაცამ  მოუჭირა, თავი უფრო მეტად ასტკივდა, მაგრამ მაინც მაგრად უჭერდა ფანქარს და წერდა და წერდა გამეტებით.  - მე თქვენ გპატიობთ... მე თქვენ გპატიობთ.... არანაირი სიმსუბუქე, პირიქითი უფრო დაიზაფრა.

-მასე არა - ჩაიჩურჩულა ანგელოზმა. მდინარე ყოველთვის ერთი მიმართულებით  მიედინება. ისინი უფროსები არიან. შენ პატარა ხარ. ისინი შენ არ გაგიჩენია - მათ გაგაჩინეს. მათ მოგცეს შანსი მოვლენოდი ამ სამყაროს.იყავი მადლიერი.

 -მე მადლიერი ვარ-წარმოთქვა ქალმა - მე მართლა მინდა მათ ვაპატიო;

-შვილებს არ აქვთ უფლება საკუთარი მშობლები განსაჯონ. მშობლებს არ პატიობენ. მათ თავად თხოვენ პატიებას.

-რისთვის?- კითხა მან - რა , მე რამე ცუდი გავუკეთე მათ?

-არა შენს  თავს გაუკეთე ცუდი. რატომ გტკივა თავი.? როგორ ქვას დაატარებ გულით? რა გიწამლავს სისხლს? რატომ არ მიედინება შენი ცხოვრება მდინარესავით და რატომ მიიზლაზნება ღელესავით. შენ გინდა იყო მართლი თუ ჯანმრთელი?

 -ნუთუ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ მშობლებზე ვარ ნაწყენი?! ნუთუ ამან გამანადგურა?!

-მე გაგაფრთხილე გახსოვს? - შეახსენა ანგელოზმა. ანგელოზები ყოველთვის გვაფრთხილებენ. ნუ აგროვებთ, ნუ ატარებთ, ნუ იწამლავთ თავს მრისხანებით. ის ლპება, ყარს  და წამლავს ირგვლივ ყველაფერს, - ჩვენ გაფრთხილებთ,  თუ ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას მრისხანების სასარგებლოდ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ და თუ თქვენ პატიების მხარეს ხართ, მაშინ ჩვენ უნდა დაგეხმაროთ.

-მე კიდევ შემიძლია დავანგრიო ეს მარჯნის რიფი? თუ უკვე გვიანია?

-არასოდეს არ არის გვიან, სცადე - მსუბუქად უპასუხა ანგელოზმა.

-ისინი ხომ მოკვდენ, ისინი ხომ დიდი ხანია მოკვდნენ. ვის ვთხოვო პატიება?

-შენ ითხოვე, ისინი გაიგონებენ.

-იქნებ ვერ გაიგონ.

-ბოლო-ბოლო, ხომ შენთვის აკეთებ ამას და არა მათთვის;

-  ძვირფასო მშობლებო - დაიწყო მან, - მაპატიეთ, თუ რამე ისე ვერ გაგიკეთეთ და საერთოდ ყველაფერი მაპატიეთ.

ქალი  კარგახანს  ლაპარაკობდა, მერე გაჩუმდა და თავის   თავს მოუსმინა. არანაირი საოცრება, გული ისევ უჭერს, თავი სტკივა, არანაირი განსაკუთრებული განცდა. როგორც  ყოველთვის...

 -მე თვითონ არ მჯერა ჩემი ნათქვამის - გამოუტყდა თავის თავს. რამდენი წელი გავიდა...

-მოდი სხვანაირად სცადე, -ურჩია ანგელოზმა,- გახდი ბავშვი.

-როგორ? მუხლებზე დაეშვი და მიმართე მათ როგორც ბავშვობაში: დედა ,მამა....

ქალი მუხლებზე დაეცა მაღლა აიხედა და წარმოთქვა -დედა, მამა... კიდევ გაიმეორა. თვალები გაუფართოვდა და ცრემლები წამოუვიდა.

- დედა, მამა, ეს მე ვარ თქვენი შვილი...მაპატიეთ, მაპატიეთ .მკერდიდან ბღავილი აღმოხდა და ცრემლები ნიაღვარი წამოუვიდა, აქვითინდა. ის კი იმეორებდა და იმეორებდა “მაპატიეთ, არ მქონდა უფლება თქვენი განსჯის... დედა. მამა..“

კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ცრემლები დაუშრა. მოთენთილი იატაკზე იყო გართხმული.

-როგორ ხარ?- ჰკითხა ანგელოზმა

-  ვერ ვგებულობ, რაღაც სიცარიელეა ჩემში არაფერს არ ვგრძნობ.

-გაიმეორე ეს ორმოცი დღე როგორც მკურნალობა, როგორც ქიმიოთერაპია;

  -კარგი,ორმოცი დღე მე ამას გავაკეთებ.

 გულში რაღაც ფეთქავდა ცხელი ტალღები მონაცვლეობით ეჯახებოდნენ ერთმანეთს, იქნებ ეს იყო იმ  მარჯნის რიფის ნამსხვრევები, რომელმაც საციცოცხლო ენერგიები გამოაცალა .პირველად იგრძნო სიმსუბუქე და ამდენი ხნის განმავლობაში პირველად - თავი აღარ სტკიოდა.

პროგრამა „აღიდგინე სასიცოცხლო ენერგია“: http://inga-bless.tilda.ws/sasicocxlo-energiis-agdgena

თარგმნა მარიკა გეგიძემ.