გამოდით გონებიდან და შედით გულში. ნაკლები იფიქრეთ და მეტი იგრძენით. ნუ გახდებით აზრებზე დამოკიდებულნი. ჩაიძირეთ შეგრძნებებში. იმას, ვისაც მართლა სურს გაღვიძება უნდა ისწავლოს გრძნობდეს და შეიგრძნობდეს. მეტი შეიგრძენით – შეეხეთ, უყურეთ, მოუსმინეთ, გასინჯეთ.

თქვენ  მგრძნობელობის დაჩლუნგებას მიგაჩვიეს, ისინი მუდმივად ამტკიცებენ: ,, არ დატკბეთ გემოთი, გემო საშიშია” ამტკიცებენ: ,,არ მოუსმინოთ მუსიკას, დაივიწყეთ სიამოვნებები.” და რადგან თქვენი მგრძნობელობის ორგანოები ჩაიკეტა, დაკარგეთ გრძნობის უნარი, რადგან სწორედ ამ ორგანოებით იკვებება იგი.

თუ თქვენ გსურთ გააცნობიეროთ თავი, უნდა იყოთ მგრძნობიარე, უნდა მისცეთ თქვენს ორგანოებს მგრძნობელობის გაღვიძების საშუალება. მაშინ გამოცოცხლდება თქვენი გული, გაიშლება გულის ლოტოსი და გაურკვევლობა სამუდამოდ გაქრება.

წყარო: 
www.mental.ge